მოძებნე პროგრამის შედეგები

გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა (38 06)

გამოყოფილია 143.52 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; ...

სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით; გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის - საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კოორდინაციის უზრუნველყოფა; საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა სხვადასხვა კამპანიების ორგანიზებით; შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების უზრუნველყოფა;მონაცემების სისტემატიზაციის, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და გამარტივების მიზნით გარემოსდაცვით მონაცემთა სისტემის შექმნა, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და ანალიტიკური ანგარიშების მომზადებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის მიწოდების მოქნილი მექნიზმის უზრუნველყოფა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოძიებისთვის საჭირო წყაროებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა;სხვადასხვა უწყებაში არსებულ, სათანადოდ დამუშავებულ, ადვილად აღსაქმელ და სანდო გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა;სხვადასხვა კამპანიებისა და პროგრამების ორგანიზების გზით საზოგადოებაში გაზრდილი გარემოსდაცვითი ცნობიერება; შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით გარემოს დაცვის საკითხებისადმი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების შეცვლილი ქცევა; სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების გზით გარემოს დაცვის სფეროში სპეციალისტების გაძლიერებული შესაძლებლობები; სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პროგრამული და სამართლებრივი უზრუნველყოფა.
·         სხვადასხვა კამპანიებისა და პროგრამების ორგანიზების გზით საზოგადოებაში გაზრდილი გარემოსდაცვითი ცნობიერება (სულ გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 3 150-მა  ადამიანმა, მათ შორის: 1 500-მდე მოსწავლემ, 600-მდე სტუდენტმა,  165 პედაგოგმა, 210 ტყის მცველმა, დაცული ტერიტორიების 74 თანამშრომელმა, სამინისტროს სხვადასხვა უწყების 39 ხელმძღვანელმა პირმა და სხვა); ·         სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის განახლდა საჭირო პროგრამული და სამართლებრივი უზრუნველყოფა.
სამიზნე ჯგუფებისთვის მომზადებული და განხორციელებული გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების რაოდენობა ; შექმნილი და გამართულად ფუნქციონირებადი წყლისა და ჰაერის მიმართულებებით მონაცემთა შეგროვების პროგრამა ; სამიზნე ჯგუფებისთვის ჩატარებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი წვრთნების რაოდენობა და მომზადებული სასერტიფიკატო პროგრამების და გაცემული სერტიფიკატების რაოდენობა ; ცენტრის მიერ დამუშავებული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოცულობა ; შექმნილი რეგულარულად განახლებადი ვებ-გვერდი
·         შექმნილი ვებ-გვერდი და მასზე განთავსებული გარემოსდაცვითი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია, გარმეოსდაცვითი საკითხებთან დაკავშირებული გზამკვლევები, გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ა.შ.; ·         გარემოსდაცვითი ორგანიზაციების შესახებ შექმნილი მონაცემთა ბაზები; ·         შექმნილი გარემოსდაცვითი ელექტრონული ბიბლიოთეკა. ·         სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის განხორციელებული ტრენინგების რაოდენობა; ·         განხორციელებული გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიების რაოდენობა; ·         განხორციელებული ეკოსაგანმანათლებლო პროექტების რაოდენობა;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019