მოძებნე პროგრამის შედეგები

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა (27 01 02)

გამოყოფილია 96.4 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

პენიტენციურ სისტემაში გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენცია, ეპიდემიოლოგიური კონტროლი და მეთვალყურეობა; ...

პენიტენციურ სისტემაში გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენცია, ეპიდემიოლოგიური კონტროლი და მეთვალყურეობა; პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქციონირება და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა სამკურნალწამლო საშუალებებით, მათთვის სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება პენიტენციური სისტემასა და მის გარეთ; პენიტენციურ დაწესებულებებში აივ, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის ინფექციების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთათვის ფსიქიატრიული დახმარების, ხოლო წამალდამოკიდებულ პირთათვის მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა; მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა სასჯელისაგან გათავისუფლება;

მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება.
·      მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული და შენარჩუნებულია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ეკვივალენტური სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილია, შესაბამისი საჭიროების მქონე მსჯავრდებულთა პროცენტული რაოდენობა - 100%, მ.შ: პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილია პენიტენციური სისტემის ყველა 15 დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებული, ასევე უზრუნველყოფილია პენიტენციურ სისტემაში გადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით პერიოდული სკრინინგი და მსჯავრდებულების ინფორმირება აღნიშნული დაავადების გადადების გზების თაობაზე. გადამდები დაავადების (ტუბერკულოზი) გამოვლენის შემთხვევაში დაავადებული პატიმრის განცალკევებით განთავსება. 2014 წელს სისტემაში რეგისტრირებულია ტუბერკულოზის 180 შემთხვევა (მ.შ. 83 ახალი -46%), 2015 წელს - რეგისტრირებულია ტუბერკულოზის 94 შეთხვევა(მ.შ. 37 ახალი -40%). აივ-ინფექციით ინფიცირებულია 93 პატიმარი, 70% ანტირეტრო მკურნალობის კურსშია ჩართული; აქედან 2015 წელს შემოსულია - 21 აივ ინფიცირებული. 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფა და სოფოსბუვირით მკურნალობის პროგრამაში ჩართულია 150 პაციენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებულია: ეკვივალენტური სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილ მსჯავრდებულთა 100%სათვის, სისტემის 15 დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; შემცირებულია ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულ/ბრალდებულთა პროცენტული რაოდენობა, მათ შორის სისტემაში გადადების პროცენტულ მაჩვენებელი; აივ-ინფექციით ინფიცირებულთა 100% სთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო მკურნალობის პროგრამა; C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებები და სოფოსბუვირიით მკურნალობა ხელმისაწვდომია ამ მკურნალობის კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100% სთვის; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5 % (უკმაყოფილოო ბრალდებულ/მსჯავრდებულები); შესაძლო რისკები - სამინისტროს მიერ, მიმდინარე პროცესებით წარმოქმნილი აუცილებლობით, პრიორიტეტის ცვლილება
1. საბაზისო მაჩვენებელი - ეკვივალენტური სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილია, შესაბამისი საჭიროების მქონე მსჯავრდებულთა პროცენტული რაოდენობა - 100%, მ.შ: პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილია პენიტენციური სისტემის ყველა 15 დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებული, ასევე უზრუნველყოფილია პენიტენციურ სისტემაში გადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით პერიოდული სკრინინგი და მსჯავრდებულების ინფორმირება აღნიშნული დაავადების გადადების გზების თაობაზე. გადამდები დაავადების (ტუბერკულოზი) გამოვლენის შემთხვევაში დაავადებული პატიმრის განცალკევებით განთავსება. 2014 წელს სისტემაში რეგისტრირებულია ტუბერკულოზის 180 შემთხვევა (მ.შ. 83 ახალი -46%), 2015 წელს - რეგისტრირებულია ტუბერკულოზის 94 შეთხვევა(მ.შ. 37 ახალი -40%). აივ-ინფექციით ინფიცირებულია 93 პატიმარი, 70% ანტირეტრო მკურნალობის კურსშია ჩართული; აქედან 2015 წელს შემოსულია - 21 აივ ინფიცირებული. 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფა და სოფოსბუვირით მკურნალობის პროგრამაში ჩართულია 150 პაციენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებულია: ეკვივალენტური სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილ მსჯავრდებულთა 100%სათვის, სისტემის 15 დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; შემცირებულია ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულ/ბრალდებულთა პროცენტული რაოდენობა, მათ შორის სისტემაში გადადების პროცენტულ მაჩვენებელი; აივ-ინფექციით ინფიცირებულთა 100% სთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო მკურნალობის პროგრამა; C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებები და სოფოსბუვირიით მკურნალობა ხელმისაწვდომია ამ მკურნალობის კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100% სთვის; მიღწეული მაჩვენებელი - შენარჩუნებულია: პენიტენციური სისტემაში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100% სათვის ეკვივალენტური სამედიცინო დახმარებითა და პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; აივ-ინფექციით ინფიცირებულთა 100% სთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო მკურნალობის პროგრამა; C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებები და სოფოსბუვირით მკურნალობა ხელმისაწვდომია ამ მკურნალობის კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100% სთვის.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019