მოძებნე პროგრამის შედეგები

სრულყოფილი პრობაციის სისტემა (27 02)

გამოყოფილია 90.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება; ...

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება; სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება და მათში პრობაციონერების ჩართულობა; არასრულწლოვანთათვის სასჯელის სახედ შინა პატიმრობასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობა. ახალი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედება ქალ მსჯავრდებულთათვის, რომელთა ბაზაზე მოხდება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია;

განვითარდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები (ახალი ოფისების მშენებლობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა, ვიდეოპაემნის სერვისი იფუნქციონირებს სრულფასოვნად, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება იფუნქციონირებს გამართულად, სარეაბილიტაციო სამმართველო იფუნქციონირებს ეფექტურად); პრობაციონერები ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციასა და მათ რესოციალიზაციას; ამოქმედდება ქალთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რომელის ბაზაზეც მოხდება მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია რესოციალიზაცია; არასრულწლოვანთა მიმართ ახალი კანონის მიღების შემდგომ ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების დანერგვა ხელს შეუწყობს შინა პატიმრობის ეფექტურად აღსრულებას.
·         განვითარდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები (აშენდა ახალი ოფისი და საჭირო ინვენტარით აღჭურვა, ვიდეოპაემნის სერვისი ფუნქციონირებს სრულფასოვნად, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება ფუნქციონირებს გამართულად, სარეაბილიტაციო სამმართველო ფუნქციონირებს ეფექტურად); ·         პრობაციონერები ჩართულები არიან სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებში, რაც ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციასა და მათ რესოციალიზაციას; ·         დასრულებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, უქმდება სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების შეზღუდვა და მის აღსრულებასთან დაკავშირებული რეგულაციები. თავისუფლების შეზღუდვის ჩანაცვლება მოხდება ახალი, ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელით - შინაპატიმრობით, შესაბამისად, ქალთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება აღარ ამოქმედდა; ·         შინაპატიმრობა არასრულწლოვნების მიმართ ეფექტურად ხორციელდება, ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სარეაბილიტაციო პროგრამებში 2015 წელს ჩართული 5896 პირობით მსჯავრდებულები, რაც საერთო რაოდენობის (18 253) 32,3%. პირობითი მსჯავრის მქონე 960 ქალი მსჯავრდებულიდან სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულია 326 ანუ 33,9%; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს ჩართულია პირობით მსჯავრდებულების 10%; 2017 წელს - 12%; 2018 წელს - 15% 2019 წელს - 17%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% - პრობაციონერთა რაოდენობის ცვლილება; შესაძლო რისკები - სამინისტროს მიერ, მიმდინარე პროცესებით წარმოქმნილი აუცილებლობით, პრიორიტეტის ცვლილება 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს შემოსული და აქტიური საქმეების საერთო რაოდენობა 18 253 საქმე. პრობაციის თითო ოფიცერზე საშუალო მოდის დატვირთვა 107 საქმე და შესრულებულია ევროკავშირის რეკომენდაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, ისეთი ქვეყნების, როგორიცაა აშშ, კანადა, დანია, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბელგია, პრობაციის თითო ოფიცერზე დატვირთვა მოდის 80 საქმემდე. პრობაციონერთა რაოდენობის მატების ტენდენციიდან გამომდინარე პრობაციის თითო ოფიცერზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 150 საქმეს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% - პრობაციონერთა რაოდენობის ცვლილება; შესაძლო რისკები - სამინისტროს მიერ, მიმდინარე პროცესებით წარმოქმნილი აუცილებლობით, პრიორიტეტის ცვლილება 3 საბაზისო მაჩვენებელი - პირველი შინა პატიმრობის აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს 200 არასრულწლოვანი მსჯავრდებული ერთდროულად უზრუნველყოფილია შინა პატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% - პრობაციონერთა რაოდენობის ცვლილება; შესაძლო რისკები - სამინისტროს მიერ, მიმდინარე პროცესებით წარმოქმნილი აუცილებლობით, პრიორიტეტის ცვლილება
1.საბაზისო მაჩვენებელი - სარეაბილიტაციო პროგრამებში 2015 წელს ჩართული 5896 პირობით მსჯავრდებულები, რაც საერთო რაოდენობის (18 253) 32,3%. პირობითი მსჯავრის მქონე 960 ქალი მსჯავრდებულიდან სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულია 326 ანუ 33,9%; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს ჩართულია პირობით მსჯავრდებულების 10%; 2017 წელს - 12%; 2018 წელს - 15% 2019 წელს - 17%; მიღწეული მაჩვენებელი- სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული 4 821 პირობით მსჯავრდებული, რაც საერთო რაოდენობის (21 453) 22,49%-ია; 2. საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს შემოსული და აქტიური საქმეების საერთო რაოდენობა 18 253 საქმე. პრობაციის თითო ოფიცერზე საშუალო მოდის დატვირთვა 107 საქმე და შესრულებულია ევროკავშირის რეკომენდაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, ისეთი ქვეყნების, როგორიცაა აშშ, კანადა, დანია, სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბელგია, პრობაციის თითო ოფიცერზე დატვირთვა მოდის 80 საქმემდე. პრობაციონერთა რაოდენობის მატების ტენდენციიდან გამომდინარე პრობაციის თითო ოფიცერზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 150 საქმეს; მიღწეული მაჩვენებელი - 2015 წელს შემოსული და აქტიური საქმეების საერთო რაოდენობაა - 21.4 ათასზე მეტი საქმე. პრობაციის თითო ოფიცერზე საშუალოდ 125 საქმე და შესრულებული ევროკავშირის რეკომენდაცია; 3. საბაზისო მაჩვენებელი - პირველი შინა პატიმრობის აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს 200 არასრულწლოვანი მსჯავრდებული ერთდროულად უზრუნველყოფილია შინა პატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით; მიღწეული მაჩვენებელი - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს აქვს შესაძლებლობა 200 არასრულწლოვანი უზრუნველყოს ელექტრონული მონიტორინგის აღსრულებისათვის საჭირო სამაჯურებით და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით. სააგენტოში აღსასრულებლად გადაცემულია შინაპატიმრობის 9 საქმე. შინაპატიმრობის სასჯელის მოხდა კი დაასრულა 5-მა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა. ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებაზე: რისკებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით ინდივიდუალური შეფასების შედეგად, გამოვლინდა იმაზე მეტი პირობით მსჯავრდებულის ჩართვის საჭიროება ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში, ვიდრე გეგმით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად გაიზარდა პროგრამებში ჩართულ მსჯავრდებულთა რაოდენობა; დასრულებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, უქმდება სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების შეზღუდვა და მის აღსრულებასთან დაკავშირებული რეგულაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ქალთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მშენებლობის საჭიროება.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019