მოძებნე პროგრამის შედეგები

წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება (32 02 04)

გამოყოფილია 69.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებისა და თანაბრად კონკურენტულ გარემოში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობისა და საერთაშორისო დონეზე ...

მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებისა და თანაბრად კონკურენტულ გარემოში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობისა და საერთაშორისო დონეზე მათი წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების ორგანიზება; მოსწავლეთა ზოგადი განათლების განვითარებაზე ორიენტირებული განსაკუთრებით საინტერესო პროექტების დაფინანსება; სკოლებისათვის სხვადასხვა თემატური და კალენდარული დღისადმი მიძღვნილი კონკურსების გამოცხადება.

წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოება; ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდები; მოსწავლეების ამაღლებული მოტივაციის დონე.
·         გამოვლენილია წარჩინებული მოსწავლეები, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები; ·         მოსწავლეთა მოტივაციის დონის ამაღლების მიზნით ჩატარებულია ეროვნული საგნობრივი ოლიმპიადები და გამარჯვებულებმა მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიადებში, სხვადასხვა სასკოლო კონკურსები, რომლის ფარგლებში გამარჯვებული გუნდები/მოსწავლეები, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - მედალოსანი კანდიდატების რაოდენობა XII კლასელების დაახლოებით 5-6% შეადგენს; მიზნობრივი მაჩვენებელი - მედალოსანი კანდიდატების რაოდენობა XII კლასელების დაახლოებით 7-8%-მდე გაიზრდება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - განათლების ხარისხის განვითარების შეფერხება 2 საბაზისო მაჩვენებელი - საგნობრივ ოლიმპიადებში გამოვლინდა 132 გამარჯვებული მოსწავლე; 2015 წელს საერთაშორისო ოლიმპიადებში მოპოვებულ იქნა 8 მედალი; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსწავლეთა საგნობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის დაინტერესების ზრდა; ოლიმპიადებში 2015 წელთან შედარებით 5% -ით გაზრდილი მოსწავლეთა რაოდენობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ნაკრები გუნდების წვრთნის არასაკმარისი ხანგრძლივობა
1.       საბაზისო მაჩვენებელი - მედალოსანი კანდიდატების რაოდენობა XII კლასელების დაახლოებით 5-6% შეადგენს; მიზნობრივი მაჩვენებელი - - მედალოსანი კანდიდატების რაოდენობა XII კლასელების დაახლოებით 7-8%-მდე გაიზრდება; მიღწეული - წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2015-2016 სასწავლო წლის მე-12 კლასელების 7% შეადგენს; 2.       საბაზისო მაჩვენებელი - საგნობრივ ოლიმპიადებში გამოვლინდა 132 გამარჯვებული მოსწავლე, 2015 წელს საერთაშორისო ოლიმპიადებში მოპოვებულ იქნა 8 მედალი; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსწავლეთა დაინტერესების ზრდა საგნობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის; ოლიმპიადებში 2015 წელთან შედარებით 5% -ით გაზრდილი მოსწავლეთა რაოდენობა; მიღწეული - საგნობრივ ოლიმპიადებში გამოვლინდა 121 გამარჯვებული მოსწავლე, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიადებში მოპოვებულია 5 მედალი, ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია 1%-ით;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019