მოძებნე პროგრამის შედეგები

საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მოსწავლეების/სტუდენტების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა (32 06 01)

გამოყოფილია 101.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; ...

საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; თანამედროვე უნარ-ჩვევების დაუფლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების უკეთ დაძლევის მიზნით საჯარო სკოლების პირველკლასელი მოსწავლეების და მათი დამრიგებლების უზრუნველყოფა საბავშვო სასწავლო პორტატული კომპიუტერით, ხოლო წარჩინებული ახალგაზრდების წახალისება სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკით; საჯარო სკოლებში ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მშენებლობა - რეაბილიტაცია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება.

ყველა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი სრულყოფილი სასწავლო პროცესის შესაბამისი გარემო; მოსწავლეების ამაღლებული მოტივაცია; კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფილი ყველა საჯარო სკოლა.
·            განახლებულია ინფორმაციულ - ტექნოლოგიური კომუნიკაციები; ·            კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლები და ბენეფიციარებისთვის შექმნილია შესაბამისი სასწავლო/სამუშაო გარემო.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს გასულ წლებთან შედარებით 13% - ით გაიზარდა საჯარო სკოლების რაოდენობა, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 2016 წელს გაიზრდება საჯარო სკოლების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ტექნიკურ უზრუნველყოფაში შეფერხება 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2015-2016 სასწავლო წელს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციართა 100% უზრუნველყოფილი იქნა პერსონალური კომპიუტერებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016- 2017 სასწავლო წელს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციართა 100% უზრუნველყოფილი იქნება პერსონალური კომპიუტერებით
1.       საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს გასულ წლებთან შედარებით 13% - ით გაიზარდა საჯარო სკოლების რაოდენობა, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 2016 წელს გაიზრდება საჯარო სკოლების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკით. მიღწეული - 11 ერთეულით გაზრდილია საჯარო სკოლების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილია საჭირო რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკით; 2.       საბაზისო მაჩვენებელი - 2015-2016 სასწავლო წელს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციართა 100% უზრუნველყოფილი იქნა პერსონალური კომპიუტერებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016-2017 სასწავლო წელს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციართა 100% უზრუნველყოფილი იქნება პერსონალური კომპიუტერებით. მიღწეული - 2016-2017 სასწავლო წელს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები სრულად უზრუნველყოფილნი იყვნენ პერსონალური კომპიუტერებით, ასევე გასულ წელთან შედარებით 17%-ით გაზრდილია კომპიუტერული ტექნიკით დაჯილდოებული წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019