მოძებნე პროგრამის შედეგები

მუზეუმების ხელშეწყობა (33 04 01)

გამოყოფილია 105.2 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; სახელმწიფო მუზეუმები და სახლ-მუზეუმები

პროგრამის აღწერა და მიზანი

სამუზეუმო საქმის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით, მუზეუმებში მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და პოპულარიზაცია, სამუზეუმო რეფორმის წარმატებით დასრულება. ადგილობრივი ...

სამუზეუმო საქმის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით, მუზეუმებში მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და პოპულარიზაცია, სამუზეუმო რეფორმის წარმატებით დასრულება. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების დაფინანსებაზე მყოფი მუზეუმების ხელშეწყობა და სამუზეუმო სფეროში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა. სამუზეუმო ექსპონატების სისტემატიზაციისა და აღრიცხვიანობის ციფრულ ვერსიაზე გადასვლა. მუზეუმების შესახებ არსებული საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, მუზეუმების მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო სამუზეუმო ინსტიტუციებთან ურთიერთობა, კულტურული მემკვიდრეობის კვლევა და პოპულარიზაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების მხარდაჭერა. მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვა-კონსერვაცია თანამედროვე გამოცდილების გათვალისწინებით; მუზეუმებში დაცული საგანძურის დაცვის პირობების გაუმჯობესება და ტექნიკური პრობლემების მოგვარება.

საქართველოს მუზეუმების კოლექციების მართვის ელექტრონული სისტემის შემუშავება და ეტაპობრივად დანერგვა; პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად გადარჩენილი სამუზეუმო ფასეულობები საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი საკანონმდებლო ბაზა ("მუზეუმების შესახებ" საქართველოს კანონი, კანონქვემდებარე აქტები) სამუზეუმო საქმის მენეჯმენტის განვითარება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; გააქტიურებული საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობა - ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილი გამოფენები, გამოცემული სარეკლამო მასალა და სამეცნიერო -კვლევითი ნაშრომები; სოციუმის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება მუზეუმებში; სამუზეუმო საქმის სპეციალისტთა პროფესიული დონის ამაღლება, სპეციალისტთა მომზადებისა და გადამზადებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (ტრენინგები, კონფერენციები, ვორქშოფები) და საერთაშორისო სამუზეუმო სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება; საერთაშორისო სამუზეუმო ინსტიტუციებთან აქტიური თანამშრომლობა; ქვეყანაში კულტურული ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა.
2 მუზეუმში გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; 6 მუზეუმში დაინერგა საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემა (www.egmc.gov.ge). მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის რესტავრირებული და კონსერვირებული ნიმუშები;
1 საბაზისო მაჩვენებელი - ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით წლის ბოლომდე 1 000 000-მდე გაიზრდება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 1 100 000-მდე გაიზრდება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5 %; შესაძლო რისკები - ქვეყანაში ტურისტების ნაკადის შემცირება, მუზეუმების საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი 2 საბაზისო მაჩვენებელი - 7-მდე გამოცემული სამუზეუმო მეთოდოლოგიური ლიტერატურა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2-მდე გამოცემული სამუზეუმო მეთოდოლოგიური ლიტერატურა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - უცხოური ლიტერატურის თარგმანსა და გამოცემაზე უფლების მოპოვების შეფერხება
მოწესრიგდა 3 მუზეუმის მატერილური ბაზა, კერძოდ: დასრულდა სსიპ – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაცია, სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია;სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის სახლის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობის სამუშოები; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხები მიიმართა სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციის დასასრულებლად. 3.საბაზისო მაჩვენებელი - რესტავრირებული და კონსერვირებული 250-ზე მეტი ექსპონატი, მიზნობრივი მაჩვენებელი - რესტავრირებული და კონსერვირებული 300- მდე ექსპონატი, მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - კონსერვაცია-რესტავრაცია ჩაუტარდა 300- მდე ექსპონატს; 4.საბაზისო მაჩვენებელი - სამინისტროს სისტემის 6 მუზეუმში დანერგილი სამუზეუმო ფასეულობათა ელექტრონული აღრიცხვის სისტემა (eGMC), მიზნობრივი მაჩვენებელი -სამინისტროს სისტემის 6 მუზეუმში ეტაპობრივად დანერგილი სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის ელექტრონული სისტემა (eGMC) მიღწეული მაჩვენებელი - დასრულდა საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა ელექტრონული აღრიცხვის (www.egmc.gov.ge) შექმნა. სისტემა დაინერგა სსიპ 6 მუზეუმში.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019