მოძებნე პროგრამის შედეგები

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები (37 01 08)

გამოყოფილია 106.9 c

პროგრამის განმახორციელებლი

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროექტის პოტენციური ბენეფიციარები არიან ის ფიზიკური პირები, ვისაც საკუთრებაში ან ფაქტიურ მფლობელობაში გააჩნიათ 1,25 ჰა-ის ფართობის ჩათვლით მიწის ნაკვეთი. ...

პროექტის პოტენციური ბენეფიციარები არიან ის ფიზიკური პირები, ვისაც საკუთრებაში ან ფაქტიურ მფლობელობაში გააჩნიათ 1,25 ჰა-ის ფართობის ჩათვლით მიწის ნაკვეთი. ბენეფიციარები სარგებლის სახით უსასყიდლოდ მიიღებენ მათ საკუთრებაში ან ფაქტიურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ხვნის სერვისს ან/და სასოფლო-სამეურნეო საქონელს, კერძოდ: სასუქებს ან/და სათესლე მასალას ან/და სასოფლო-სამეურნეო ქიმიურ საშუალებებს. გასატარებელი ღონისძიებების დეტალური პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.

სასოფლ- სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის სტიმულირება; ბენეფიციარების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოსავლიანობის ზრდა.
·   პროექტის ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიღებულმა სარგებელმა ხელი შეუწყო დამუშავებულ ფართობებზე მოსავლის და შესაბამისად ფერმერთა შემოსავლების ზრდას.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით აგრო ბარათებით 450.0 ათასმა ბენეფიციარმა მიიღო სარგებელი, პროექტის ფართობში მოხნული მიწის ფართობის შეადგენს 210.8 ათას ჰა-ს; მიზნობრივი მაჩვენებელი - 750.0 ათასამდე ბენეფიციარი მიიღებს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სარგებელს. სავარაუდოდ 200 ათასი ჰა მიწის ფართობის მოხვნა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ბენეფიციარების დაბალი აქტივობა; კლიმატური პირობები
საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აგრობარათებით 662.5 ათასმა ბენეფიციარმა მიიღო სარგებელი, პროექტის ფარგლებში მოხნული მიწის ფართობის შეადგენს 225.2 ათას ჰექტარს; მიზნობრივი მაჩვენებელი - 750.0 ათასამდე ბენეფიციარი მიიღებს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სარგებელს. სავარაუდოდ 200 ათასი ჰა მიწის ფართობის მოხვნა; მიღწეული მაჩვენებლები - სულ სარგებელი მიიღო 656,7 ათასმა ბენეფიციარმა. 472,9 ათასმა ბენეფიციარმა მიიღო 36 073,1 ათასი ლარის სარგებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახით. პროექტის ფარგლებში ჯამში დამუშავდა 222 753 ჰა მიწის ფართობი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019