მოძებნე პროგრამის შედეგები

დანერგე მომავალი (37 01 12)

გამოყოფილია 137.2 c

პროგრამის განმახორციელებლი

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია მეხილეობის დარგის განვითარევა თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი სანერგე მეურნეობების და მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობის გზით, რისთვისაც განხორციელდება მრავალწლიანი ...

ქვეპროგრამის მიზანია მეხილეობის დარგის განვითარევა თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი სანერგე მეურნეობების და მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობის გზით, რისთვისაც განხორციელდება მრავალწლიანი კულტურების ბაღების და სანერგე მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსება. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

ახალი სანერგე მეურნეობებიდან მიღებული 500 000 მდე ნერგი ყოველწლიურად; ინტენსიური ბაღებიდან მიღებული მაღალი ხარისხის ხილის მოსავალი;
·   გაშენდა სხვადასხვა ჯიშის ხეხილის ბაღები, შეიქმნა სანერგე მეურნეობები, რაც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას. გასაშენებელი ბაღებისა და სანერგეების ფართობი ჯამში შეადგენს 2 531 ჰექტარს. აქედან გაშენებულია დაახლოებით 2 000 ჰა ბაღი და მოწყობილია 1 სანერგე მეურნეობა, ხოლო მეორე გაშენების პროცესშია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 16 ბენეფიციარი 105,0 ჰა ზე. დაფინანსების თანხა შეადგენს 682,0 ათას ლარს; მიზნობრივი მაჩვენებელი - 500 ჰექტრამდე მრავალწიანი კულტურის თანამედროვე ტიპის ახალი, ინტენსიური და ნახევრადინტენსიური ბაღები. სავარაუდოდ 5 ახალი სანერგე მეურნეობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%- 20%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები, ბენეფიციარების დაბალი აქტივობა
საბაზისო მაჩვენებელი - პროექტის ფარგლებში 2015 წელს 117 ბენეფიციარს დაუმტკიცდა განაცხადი 835.87 ჰექტარზე. მიზნობრივი მაჩვენებელი - 500 ჰექტრამდე მრავალწლიანი კულტურის თანამედროვე ტიპის ახალი, ინტენსიური და ნახევრადინტენსიური ბაღები. სავარაუდოდ 5 ახალი სანერგე მეურნეობა; მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წელს დამტკიცდა 274 პროექტი, გასაშენებელი ბაღების ფართობი შეადგენს 1 764 ჰექტარს.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019