მოძებნე პროგრამის შედეგები

არჩევნების ჩატარების ღონისძიებები (06 02)

გამოყოფილია 107.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

პროგრამის აღწერა და მიზანი

არჩევნების დაგეგმვა - სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ...

არჩევნების დაგეგმვა - სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარის შესყიდვა; კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო ინვენტარის შესყიდვა; საიმიჯო კამპანიის წარმოება საარჩევნო პერიოდში; ამომრჩევლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა; გენდერულად დაბალანსებული და თანაბარი გარემოს ხელშეწყობა; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება.

სამართლიანად შემდგარი არჩევნები; საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა სუბიექტის კანონიერი უფლების დაუბრკოლებელი რეალიზაცია; საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური მოხელეები: არჩეული საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირები.
·   საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ჩატარდა არჩევნები დემოკრატიულ, ღია და გამჭვირვალე გარემოში; ·   საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის კვალიფიციური მოხელეები; ·   არჩეულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩეული პირები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებული და განხილული დავების რაოდენობა 2 მიზნობრივი მაჩვენებელი - საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევების რაოდენობა ზემდგომი კომისიის ან სასამართლოს მიერ 3 მიზნობრივი მაჩვენებელი - ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის დროს მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მოიცვა მედია საშუალებების დაფარვის არეალმა 4 მიზნობრივი მაჩვენებელი - კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა მხრიდან ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით ცესკოს კონტაქტ ცენტრში შემოსული ზარების რაოდენობა 5 მიზნობრივი მაჩვენებელი - სასწავლო პროგრამებში მონაწილე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 6 მიზნობრივი მაჩვენებელი - არჩევნებში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ჩატარებული სასწავლო პროგრამების რაოდენობა 7 მიზნობრივი მაჩვენებელი - დამოუკიდებელი დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასებები
1.    მიზნობრივი მაჩვენებელი - საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებული და განხილული დავების რაოდენობა. მიღწეული მაჩვენებელი - 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების პერიოდში, ცესკოს მონაწილეობით გაიმართა 7 სასამართლო პროცესი, რომელიც დაკმაყოფილდა ცესკოს სასარგებლოდ; 2.    მიზნობრივი მაჩვენებელი - საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევების რაოდენობა ზემდგომი კომისიის ან სასამართლოს მიერ. მიღწეული მაჩვენებელი - არ ფიქსირდება; 3.    მიზნობრივი მაჩვენებელი - ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის დროს მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მოიცვა მედია საშუალებების დაფარვის არეალმა. მიღწეული მაჩვენებელი - ჩატარებულმა საინფორმაციო კამპანიამ მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი; 4.    მიზნობრივი მაჩვენებელი - კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა მხრიდან ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით ცესკოს კონტაქტ ცენტრში შემოსული ზარების რაოდენობა. მიღწეული მაჩვენებელი - 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღეს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით 1 555 მოქალაქემ ისარგებლა; 5.    მიზნობრივი მაჩვენებელი - სასწავლო პროგრამებში მონაწილე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა. მიღწეული მაჩვენებელი - სასწავლო პროგრამებში მონაწილეობდა - საოლქო საარჩევნო კომისიის 896 და საუბნო საარჩევნო კომისიის 39 412 წევრი; 6.    მიზნობრივი მაჩვენებელი - არჩევნებში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ჩატარებული სასწავლო პროგრამების რაოდენობა. მიღწეული მაჩვენებელი - 2017 წელს ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის განხორციელდა 7 სასწავლო პროგრამა, მონაწილეთა რაოდენობა - 324; 7.    მიზნობრივი მაჩვენებელი - დამოუკიდებელი დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასებები. მიღწეული მაჩვენებელი - საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ ძირითადად დადებითად შეფასდა. საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით: „ცესკოს ხელმძღვანელობით, საარჩევნო ადმინისტრაცია დროულად და პროფესიონალურად მუშაობდა და ცესკომ საარჩევნო პროცესებში ჩართული არჩევნებში მონაწილე მხარეების მხრიდან მაღალი ნდობა დაიმსახურა.“

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017