მოძებნე პროგრამის შედეგები

სახელმწიფო ფინანსების მართვა (23 01)

გამოყოფილია 93.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების გასაუმჯობესებლად მეთოდოლოგიის დახვეწა და მისი არეალის გაფართოება, გრძელვადიანი პროგნოზირების გაუმჯობესება, მაკროეკონომიკური განვითარების სცენარების მოდელირების სრულყოფა, ...

მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების გასაუმჯობესებლად მეთოდოლოგიის დახვეწა და მისი არეალის გაფართოება, გრძელვადიანი პროგნოზირების გაუმჯობესება, მაკროეკონომიკური განვითარების სცენარების მოდელირების სრულყოფა, ფისკალური რისკების მართვის და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება; ხარჯების საშუალოვადიანი გეგმებისა და წლიური ბიუჯეტების პროექტების მომზადება, სახელმწიფოს ფუნქციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად სათანადო რესურსების მობილიზებისა და ეფექტურად განაწილების მიზნით; სახელმწიფო ფინანსების მართვა და ფისკალური წესების შემდგომი რეგულირება სტაბილური ფისკალური პარამეტრების მიღწევის მიზნით, საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად; საბიუჯეტო პროცესის კალენდრით გათვალისწინებული ეტაპების ჯეროვანი შესრულება; ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშთა სისტემაში და ბიუჯეტის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში სრულად მოქცევა; საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების შემდგომი ეტაპების დაგეგმვა საბიუჯეტო პროცესის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების შემდგომი განვითარების მიზნით (მათ შორის, პროგრამული ბიუჯეტის და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების კოორდინაცია, საინვესტიციო პროექტების მომზადება/განხორციელების მეთოდოლოგიის პილოტირება/სრულად დანერგვის კოორდინაცია); საგადასახადო პოლიტიკის შემდგომი სრულყოფა, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის შემდგომი გაუმჯობესების და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზების მიზნით, გადასახადის გადამხდელებს შორის საგადასახადო ტვირთის უკეთესი განაწილება, მეწარმეთა მოთხოვნებისა და საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, საგადასახადო შემოსავლების სახით ბიუჯეტში სათანადო რესურსის მობილიზების უზრუნველყოფა; სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ფარგლებში შიდა აუდიტის სუბიექტების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირება; სათანადო ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად; დამატებითი საინვესტიციო რესურსების მოზიდვის პარალელურად სახელმწიფო საგარეო ვალის მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება, ვალის მდგრადობის შენარჩუნება, როგორც საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში; საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების მიზნით, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, არსებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიზნების შესაბამისად; ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების შესრულების კოორდინაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; IPSAS სტანდარტების შესაბამისად, დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული სააღრიცხვო სისტემის შემოღება.

სახელმწიფოს ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით სათანადო რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა; სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების მიღწევა, წლიური ბიუჯეტი და ძირითადი ფისკალური პარამეტრები შეესაბამება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ ზღვრულ მოცულობებს; ქვეყნისათვის სტაბილური და იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა; საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა; პროგრამული ბიუჯეტის შემდგომი გაუმჯობესება და მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან; საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის გაზრდა და საინვესტიციო პროექტების მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით; სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის სრულყოფა; საბიუჯეტო პროცესი შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რაც დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით.
·         სახელმწიფოს ფუნქციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად მობილიზებულია სათანადო რესურსი; ·         მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ მოცულობებს; ·         დონორებთან/პარტნიორებთან უზრუნველყოფილია საგარეო ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის ეფექტური თანამშრომლობა; ·         საერთაშორისო საგადასახადო შეთანხმებების არეალი გაფართოებულია; ·         საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგია და 3 წლიანი გეგმა;
1 საბაზისო მაჩვენებელი - ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − 29.8%; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 26.7%; შესაძლო რისკები - რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები 2 საბაზისო მაჩვენებელი - ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − 3%; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 2.3%; შესაძლო რისკები - რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები 3 საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − 39.9%; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 38.5%; შესაძლო რისკები - რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები 4 საბაზისო მაჩვენებელი - ღია ბიუჯეტის ინდექსის (OBI) მაჩვენებელი - 66; მიზნობრივი მაჩვენებელი - მიზნობრივი მაჩვენებელი - მაჩვენებლის გაუმჯობესება 5 საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების Standard & Poor’s და Fitch-ის შეფასებით „BB-სტაბილური“ რეიტინგი აქვს მინიჭებული საქართველოს. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის შეფასებით კი “Ba3 (რაც BB-ის ანალოგია) პოზიტიური“ ; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების არსებული მაჩვენებლების შენარჩუნება/გაუმჯობესება 6 საბაზისო მაჩვენებელი - ყოველწლიურად მზადდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისთვის მოდიფიცირებული საკასო მეთოდის შესაბამისი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება; მიზნობრივი მაჩვენებელი - დანერგილია დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული სულ მცირე 5 საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 25%; შესაძლო რისკები - სტანდარტების დანერგვის სირთულე
1. საბაზისო მაჩვენებელი - ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − 29.8%; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 26.7%; მიღწეული მაჩვენებელი -30%; 2. საბაზისო მაჩვენებელი - ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − 3%; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 2.3%; მიღწეული მაჩვენებელი - 0,9%. 3. საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − 39.9%; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 38.5%; მიღწეული მაჩვენებელი - 44.6%. 4. საბაზისო მაჩვენებელი - ღია ბიუჯეტის ინდექსის (OBI) მაჩვენებელი - 66; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის გაუმჯობესება მიღწეული მაჩვენებელი - ღია ბიუჯეტის ინდექსის (OBI) მაჩვენებელი - 82 5. საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების Standard & Poor’s და Fitch-ის შეფასებით „BB-სტაბილური“ რეიტინგი აქვს მინიჭებული საქართველოს. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის შეფასებით კი “Ba3 (რაც BB-ის ანალოგია) პოზიტიური“ ; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების არსებული მაჩვენებლების შენარჩუნება/გაუმჯობესება მიღწეული მაჩვენებელი - Standard & Poor’s და Fitch-ის შეფასება შენარჩუნებულია, Moody’s -მა გააუმჯობესა შეფასება Ba3-დან Ba2-მდე. 6. საბაზისო მაჩვენებელი - ყოველწლიურად მზადდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისთვის მოდიფიცირებული საკასო მეთოდის შესაბამისი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება; მიზნობრივი მაჩვენებელი - დანერგილია დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული სულ მცირე 5 საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი; მიღწეული მაჩვენებელი - დაინერგა დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული 7 საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017