საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და საბაჟო პროცედურების დახვეწა, გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული მომსახურების განვითარება; ...
საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და საბაჟო პროცედურების დახვეწა, გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული მომსახურების განვითარება; საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი გამარტივება, სრულყოფილი კონტროლის პროცედურების დანერგვა; ნებაყოფლობითი კანონმორჩილების წახალისება, გადამხდელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება; მომსახურების პოტენციალის გაძლიერების და გადამხდელთა კმაყოფილების ხარისხის ამაღლების მიზნით, მომსახურების დარბაზების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობა, მოძრავი სერვის-ცენტრების დანერგვა, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მომსახურების პროცესს გადამხდელისათვის. ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესის ხელშეწყობა; საგადასახადო შემოწმების პროცედურების მართვის კომპიუტერიზაცია; საბაჟო პროცედურების გამარტივება; მგზავრების შესახებ მონაცემების (API–PNR) და ტვირთების შერჩევის (WCO CTS) სისტემების დანერგვა, მონაცემების წინასწარ დამუშავების, საბაჟო კონტროლის გაძლიერების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების (მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენის, აღკვეთის და პრევენციის) ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. ვაჭრობის ხელშეწყობის ინსტრუმენტებისა და საბაჟო, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის აღსრულების გაუმჯობესება.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019