საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელების ხელშეწყობისა და გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროექტების განხორციელების გზით, ასევე, ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელების ხელშეწყობისა და გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროექტების განხორციელების გზით, ასევე, პროფესიულ განვითარებაზე მიმართული პროგრამების ორგანიზების საშუალებით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის, ასევე, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების ხელშეწყობა ახალი კადრების შერჩევაში პროფესიული და საკვალიფიკაციო ტესტირების პროცესების ორგანიზების გზით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების ხელშეწყობა მათ დანერგვასთან დაკავშირებული ტრენინგების ორგანიზების საშუალებით; კერძო სექტორის განვითარების, ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებზე მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული სასწავლო - შემეცნებითი, სემინარული და საკონფერენციო ტიპის პროექტების განხორციელება; პროფესიული ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო და უცხოურ ორგანიზაციებთან და სასწავლო დაწესებულებებთან ერთად სასწავლო პროგრამების შემუშავება-განხორციელება, მათ შორის, ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად განხორციელებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019