მოძებნე პროგრამის შედეგები

ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება (24 01)

გამოყოფილია 144.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის მიზნით, ზრდის მაღალი ტემპების უზრუნველმყოფი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ...

ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის მიზნით, ზრდის მაღალი ტემპების უზრუნველმყოფი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის ფორმირების პროცესის ორგანიზება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების იდენტიფიცირება; მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია; ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების პოტენციალის და კონკურენტუნარიანობის შეფასება/ანალიზი; საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის იდენტიფიცირება/მომზადება და დანერგილი რეგულაციების შეფასება ბიზნეს გარემოზე; არსებული კანონმდებლობის და აგრეთვე, ახალი ნორმატიული აქტების პროექტების მარეგულირებელი გავლენის შეფასება (RIA) სამეწარმეო გარემოზე. ბიზნეს გარემოს ხელშემწყობი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება; ბიზნეს გარემოს ხელშემწყობი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება; მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება; მაკროეკონომიკური სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება; ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების, ასევე პრეფერენციული და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების განვითარება; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენების ხელშეწყობა. ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შემცირების და ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის/მომსახურების საერთაშორისო/ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობასი მოყვანის ხელშეწყობა; ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება; საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება; რეგიონალური და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისა და რეჟიმების ანალიზი და მათი განვითარებისათვის რეკომენდაციების მომზადება; ექსპორტის ხელშეწყობისათვის საქართველოს საგარეო ვაჭრობის შედეგების ანალიზი, ახალი საექსპორტო ბაზრების/პროდუქციის იდენტიფიკაცია და სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება. საინვესტიციო ხელშეკრულებების პროექტებისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა; ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნით „მწვანე ზრდის“ ეროვნული სტრატეგიის მომზადება; მშენებლობაში, მრეწველობასა და ტრანსპორტის სფეროებში ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის შექმნა და რესურსდამზოგავი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან დაახლოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების (2018 წლის 31 დეკემბრიდან დირექტივა 2010/30/EU -ის მოთხოვნების შესრულების ვალდებულება) გატარება და აგრეთვე, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად (Danish International Development Agency), „ენერგოეფექტურობისა და მდგარდი ენერგეტიკის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტზე მუშაობა, რომელიც ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად ითვალისწინებს საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მიერ ენერგიის მოხმარების აღმნიშვნელი მარკირების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას; თბილისის აბრეშუმის გზის გამართვა და საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ფორუმის მონაწილეებისთვის; არსებული სოციალური საპენსიო სისტემის მოდიფიკაცია და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა; საქართველოში კაპიტალის ლიკვიდური ბაზრის განვითარების ხელშეწყობა; საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება; ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA) და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში დირექტივების და რეგულაციების იმპლემენტაცია და რეგიონალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის ფარგლებში საქართველოში ლოგისტიკის დარგის განვითარება (პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება); სხვადასხვა ქვეყნებთან საავტომობილო, საზღვაო და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ორმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმებების გაფორმება და აგრეთვე მრავალმხრივი სამთავრობოთაშორისო შეთანხმებების გაფორმება, რომლებიც ითვალისწინებენ ქვეყნებს შორის ერთიანი სატრანსპორტო სისტემების შექმნას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის ტარიფების დაწესებას და საბაჟო პროცედურების გამარტივებას; სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის და პრევენციული ზომების გატარება და აგრეთვე, რეკომენდაციების შემუშავება; ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმების, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა და აგრეთვე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სივრცითი მოწყობის სქემების შემუშავების ხელშეწყობა; სამშენებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ ნორმებთან, ევროკოდების თარგმნა ქართულ ენაზე და ევროკოდების ეროვნული დანართების შემუშავება, სარეკრეაციო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I და II სტადიაზე პროექტების შეთანხმება და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ექსპერტების კანდიდატურების შეთანხმება; საგანგებო სიტუაციებში ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების (მათ შორის მაუწყებლობის), ოპერატიულ-ტექნიკური მართვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და კავშირგაბმულობის შეფერხების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა; საფოსტო სფეროს რეფორმა და საფოსტო სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება.

სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში; ეკონომიკის განვითარებისათვის იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი მიმართულებები; მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული შესრულებული ღონისძიებები; ექსპორტის სტიმულირებისა და იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა; საქართველოს გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი; გაზრდილი საქართველოს საექსპორტო პოტენციალი და დივერსიფიცირებული ბაზრები; განვითარებული არსებული სავაჭრო რეჟიმები და გაფორმებული ახალი სავაჭრო შეთანხმებები (მ.შ თავისუფალი ვაჭრობის); ახალი პრეფერენციული რეჟიმები; შემუშავებული მწვანე ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი; ქვეყნის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის არსებობა და მისი განხორციელება; საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მიერ ენერგიის მოხმარების აღმნიშვნელი მარკირების დანერგილი სისტემა; არსებული საინვესტიციო რესურსის რაციონალური გამოყენება; ლიკვიდური და რეალურად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზრის არსებობა, რომელიც ხელს შეუწყოფს საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციას, გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდას და ეკონომიკის განვითარების სტიმულს; ლოგისტიკური სერვისების მიწოდების შესაძლებლობა (აწყობა, შეფუთვა); ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაკავშირება ძირითად სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებთან (რკინიგზის ხაზის და საავტომობილო გზის მშენებლობა) და სატვირთო გადაზიდვების განხორციელების შესაძლებლობა; სამგზავრო გადაყვანებისა და სატვირთო გადაზიდვების გაზრდილი მოცულობა და განვითარებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები; მოზიდული დამატებითი ტვირთნაკადები და ქვეყნის განვითარებული სატრანზიტო პოტენციალი; ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ამაღლებული დონე; სივრცითი მოწყობის გენერალური სქემების, მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმების, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების, განაშენიანების რეგულირების გეგმებისა და მიწათმოწყობის დაგეგმვის მარეგულირებელი დოკუმენტაციის არსებებობა; ევროპულ სამშენებლო ბაზართან ინტეგრირებული, განვითარებული სამშენებლო ინდუსტრია და გაუმჯობესებული მშენებლობის ხარისხი; სამშენებლო სფეროში დასაქმებულთა გაზრდილი რაოდენობა; სამშენებლო სფეროში ევროპულ ნორმებთან დაახლოებული საქართველოს კანონმდებლობა და ევროკოდების შესაბამისად შემუშავებული ევროკოდების ეროვნული დანართები.
·      საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წელს შეადგინა 4.8%; ·      მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში და მე-16 პოზიციიდან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე; ·      მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით გაწერილი ყველა პრიორიტეტული ღონისძიება/შესაბამისი აქტივობები შესრულდა 100%-ით; ·      შემუშავდა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმდებლობის პირველადი ვერსია; ·      მომზადდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის პროექტი და წარედგინა პარლამენტს შემდგომში კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელის დანერგვის მიზნით; ·      საპენსიო რეფორმის ფარგლებში შემუშავდა კანონის პროექტი „კერძო დაგროვებითი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“; ·      2017 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 13.8%-ით. ექსპორტი გაიზარდა 29.1%-ით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 9.4%-ით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს შეადგინა 5 251.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 % , მაშინ როდესაც 2016 წელს შეადგენდა 55%-ს; ·      შენარჩუნდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ტენდენცია გლობალური მასშტაბით. 2017 წელს საქართველოს 118 საექსპორტო ბაზრიდან ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა 68 ქვეყანაში. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებთან ექსპორტი გაიზარდა 38%-ით; ·      2017 წელს 2016 წელთან შედარებით ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ პოზიციებზე: ჯემები (17-ჯერ), ცხვრის ხორცი (6-ჯერ), ფეროშენადნობები (81%), უალკოჰოლო სასმელები (52%), ღვინო (51%), სპირტიანი სასმელები (38%), სპილენძის მადნები (34%), სამკურნალო საშუალებები (31%), ხის ნაწარმი (ცხოველთა სახლები) (27%), ხილის მინერალური წყალი (20%), აზოტოვანი სასუქები (16%), კენკროვანი ხილი (8%). ·      დივერსიფიცირებულ იქნა საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქცია, როგორიცაა მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, თხილი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, საკონსერვო პროდუქცია, აზოტოვანი სასუქები ფეროშენადნობები და ა.შ. მაგალითად: ü  გაფართოვდა მინერალური წყლისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის გეოგრაფიული არეალი (2016 წელს მინერალური წყალი იქნა ექსპორტირებული 32 ქვეყანაში და უალკოჰოლო სასმელები 34 ქვეყანაში, ხოლო 2017 წელს შესაბამისად - 43 და 42 ქვეყანაში). ამ პროდუქციების ექსპორტი ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებთან (დსთ და ევროკავშირი) ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა ქვეყნებში; ü  2016 წელს ევროკავშირს ეკავა საქართველოს თხილის მთლიანი ექსპორტის 81%, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი განისაზღვრა 65%-ით. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა დსთ-სა და აზიის ქვეყნებში; ·      გამოიკვეთა პროდუქციისთვის ახალი საექსპორტო ბაზრები: ცხვრის ხორცი - კატარი; თხილი ჩინეთი, ახალი ზელანდია; ხილ-ბოსტნეულის კონსერვები - ს/არაბეთი, ეგვიპტე; სპირტიანი სასმელები - ტაივანი; აზოტოვანი სასუქები - უკრაინა, რუსეთი, მალავი; მატყლი - ყაზახეთი, ჩინეთი; ორთოპედიული სამარჯვები - ესტონეთი, რუსეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი; შპალერი - სუდანი; ტექსტილის მზა ნაწარმი - აშშ და ა.შ. ·      გამოიკვეთა საექსპორტო პოტენციალის მქონე ახალი პროდუქცია: ხალიჩები და იატაკის საფარები, სამგზავრო ჩანთები, გრაფიტი. ·      DCFTA-ს ამოქმედების შემდგომ ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 22%-დან (2014 წელი) გაიზარდა 24%-მდე (2017 წელი) და ევროკავშირის ბაზარზე გავიდა ისეთი ახალი საექსპორტო პროდუქცია როგორიცაა: კივი, გამშრალი ხილი, სხვადასხვა სახეობის ენკრა, გადამუშავებული ხილის კონსერვები ჯემებისა და მურაბების სახით, გამხმარი ბოსტნეული, კიტრი და კორნიშონი, კობალტის ოქსიდები; ·      შენარჩუნდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ტენდენცია გლობალური მასშტაბით, დსთ-სა და ევროკავშირის გარდა, საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. ამ ჯგუფიდან ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში: ზიმბაბვე (9-ჯერ), ქუვეითი (346%), იაპონია (175%), კატარი (163%), აშშ (78%), მაროკო (46%), მონღოლეთი (30%), პერუ (30%), სინგაპური (29%), ა/გ საამიროები (17%), კორეა (24%), ჩინეთი (23%), მექსიკა (4%); ·      ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: ბელგია (134%), პოლონეთი (117%), რუმინეთი (104%), ესპანეთი (44%), ლიტვა (39%), მალტა (11-ჯერ), ბულგარეთი (7%), ავსტრია (7-ჯერ), თურქმენეთში (108%), რუსეთში (91%), აზერბაიჯანში (78%), უკრაინაში (70%), მოლდოვაში (59%), ბელარუსი (50%), სომხეთში (38%), ყაზახეთში (29%) და ყირგიზეთში (29%). ·      გაიზარდა საავტომობილო ტრანსპორტით, საქართველოს რკინიგზის საშუალებით და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა და გადაყვანილი მგზავრების რიცხვი, კერძოდ: ü  2017 წელს საავტომობილო ტრანსპორტის სექტორში საქართველოს ტვირთზიდვის მაჩვენებელმა შეადგინა 30.7 მლნ ტონა (2016 წლის მაჩვენებელზე მეტია 1.1%-ით), ხოლო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ - 383.1 მლნ მგზავრი (2016 წელთან შედარებით მეტია 2.7%-ით). გაიზარდა პარტნიორ ქვეყნებთან პარიტეტის საფუძველზე ფუნქციონირებადი მარშრუტებისა და შესრულებული რეგულარული საერთაშორისო სამგზავრო რეისების ოდენობა. საერთო ჯამში 2017 წლის სხვადასხვა პერიოდში ფუნქციონირებდა 97 მარშრუტი და სრულდებოდა 600 რეისი დღეში (2016 წელს ფუნქციონირებდა 95 მარშრუტი და სრულდებოდა დღეში 597 რეისი); ü  2017 წელს საქართველოს რკინიგზის საშუალებით გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 2.7 მლნ მგზავრი, რაც 2016 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე მეტია 9.0%-ით; ü  2017 წელს გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთნაკადის მაჩვენებელი და შეადგინა 4.1 მლნ მგზავრი (2016 წლის მაჩვენებელს აღემატება 43.4%-ით). მგზავრთნაკადის მატება ბოლო პერიოდში განპირობებულია საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენციით და საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლით; ü  2017 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 394 787 ერთეული TEU და გადააჭარდა 2016 წლის მაჩვენებელს 19.7%-ით; ·      მომზადდა ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEEAP) პროექტი და კანონპროექტი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“; ·      შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“ და საფოსტო სფეროს საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა. ხელი შეეწყო საინფორმაციო და ელექტრონული კომუნიკაციების განვითარებას; ·      დამტკიცდა იყალთოს ხევისა და ბახმაროს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია; ·      მომზადდა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია; ·      განხორციელდა საქართველოს მაშტაბით მგზავრთა საჰაერო გადაყვანა, რამაც განაპირობა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს, როგორც ტურისტული რეგიონის, ცნობადობის გაზრდა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - მაკროეკონომიკური სტატისტიკური მაჩვენებლები. მშპ რეალური ზრდა: 2015 წელი - 2,9% (ფაქტიური); 2016 წელი - 3% (გეგმიური). საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები: „მსოფლიო ბანკის „Doing Business 2017“ წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. საქართველოს ქულა 2.48 პუნქტით გაუმჯობესდა (77.72 ქულიდან) (80.20 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა; საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის ანგარიშით საქართველომ უპრეცედენტო დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოში 159 ქვეყანას შორის ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-5 პოზიცია დაიკავა 7.98 ქულით; Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2016-ის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 23-ე პოზიციაზეა კვლავ„უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ („The Global Competitiveness Index“) მიხედვით საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 138 ქვეყანას შორის 7 ადგილით გაუმჯობესდა და 66-ე ადგილიდან 59-ზე (4,32-იანი ქულით) გადაინაცვლა (საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 0.1 პროცენტული პუნქტით); „Transparency International“-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2015 წელს „კორუფციის აღქმის ინდექს“-ში („Corruption Perception Index“) საქართველოს რეიტინგი 2 ადგილით გაუმჯობესდა და 168 ქვეყანას შორის 50-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა (100-ქულიან შკალაზე 52 ქულით); მიზნობრივი მაჩვენებელი - სამიზნე მაჩვენებლების შენარჩუნება/გაუმჯობესება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - ეკონომიკური 2 საბაზისო მაჩვენებელი - შექმნილია რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პროექტზე. მიმდინარეობს მუშაობა საპენსიო რეფორმაზე რეგულირების გავლენის შეფასების მიზნით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საკანონმდებლო ინიციატივებზე მარეგულირებელი გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტების მომზადება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - არასრულყოფილი მონაცემათა ბაზა 3 საბაზისო მაჩვენებელი - დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღებასთან დაკავშირებით და შეთანხმების პროექტი მომზადდა ხელმოსაწერად. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული ნაწილის (DCFTA) განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით მომზადებულია წლიური ანგარიში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალი პრეფერენციული რეჟიმების განვითარება; ექსპორტის სტრუქტურული გაუმჯობესება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გავლენა 4 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივის მიხედვით ქვეყნის ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმის (NEEAP) მომზადება და მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მიერ ენერგიის მოხმარების აღმნიშვნელი მარკირების კანონმდებლობის შემუშავება და დანერგვა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყნის ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმის (NEEAP) განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროდუქციის მარკირების კანონმდებლობის დანერგვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - სამოქმედო გეგმის მიღების შეფერხება 5 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს კაპიტალის ბაზრის განვითარება და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ლიკვიდური და რელურად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზრის შექმნა და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - კანონმდებლობის მიღების შეფერხება 6 საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს ლოგისტიკური სერვისები; მიზნობრივი მაჩვენებელი - ლოგისტიკური სერვისების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა საქართველოს ტერიტორიის გავლით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - ექსპორტ/იმპორტ/ტრანზიტის შემცირება 7 საბაზისო მაჩვენებელი - მომზადებულია გასაფორმებლად ორმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმებები (საავტომობილო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტი) და აგრეთვე, მრავალმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმებები („ბალტიის ზღვა - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ შეთანხმება“ და „სატრანზიტო ვაჭრობის და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“). მიმდინარეობს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება, სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის და პრევენციული ზომების გატარება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელს შეთანხმებების გაფორმება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 50%; შესაძლო რისკები - გარკვეული მიზეზების გამო მეორე მხარის (ქვეყნის) მიერ შეთანხმებაზე შიდასახელმიწფოებრივი პროცედურების გაჭიანურება და ხელმოწერაზე უარის თქმა 8 საბაზისო მაჩვენებელი - შემუშავებულია 2 მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა, 7 ქალაქის და 10 სოფლის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; გრძელდება მუშაობა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმების, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებაზე. მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სივრცითი მოწყობის სქემების შემუშავების ხელშეწყობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმების, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებაზე მუშაობის გაგრძელება 9 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს ჰარმონიზებული ტექნიკური რეგლამენტების ევროკოდების თარგმნა. ევროკოდების თარგმნის სარედაქციო კოლეგიის მიერ განხორციელდა 5 ევროკოდის თარგმნა ქართულ ენაზე (ინგლისურ-ქართული გლოსარიუმის შედგენა 5 ევროკოდისათვის - სულ 126 გვერდი; ინგლისურ-ქართული გლოსარიუმის შედგენა EN 1993-ისათვის („ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება“) - სულ 32 გვერდი; ევროკოდი 0 „კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები"-87 გვერდი; ევროკოდი 1 ,,ზემოქმედებები კონსტრუქციებზე“- 762 გვერდი; ევროკოდი 2 ,,ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება“- 440 გვერდი; ევროკოდი 7 „გეოტექნიკური დაპროექტება" - 338 გვერდი; ევროკოდი 8 „სეისმომედეგი კონსტრუქციები დაპროექტება" - 636 გვერდი). ნათარგმნი ევროკოდების ეროვნული დანართები შემუშავებულია; მიზნობრივი მაჩვენებელი - ევროკოდების თარგმნა: ევროკოდი 3 „ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება"- 398 გვერდი; ევროკოდი 4 „ლითონისა და ბეტონის შერეული კონსტრუქციების დაპროექტება"- 330 გვერდი; ევროკოდი 5 „ხის კონსტრუქციების დაპროექტება"- 221 გვერდი; ევროკოდი 6" ქვის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება"- 1 გვერდი; გლოსარიუმის შედგენა ევროკოდ 4-ის, 5-ის, 6-ისა და 9-ისათვის. სამი ევროკოდის ეროვნული დანართების შემუშავება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - კვალიფიციური კადრების გადინება 10 საბაზისო მაჩვენებელი - შეთანხმებულია სარეკრეაციო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I დ ა II სტადიაზე 277 პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - სარეკრეაციო ტერიტორიაზე სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მშენებლობების მოწესრიგება 11 საბაზისო მაჩვენებელი - შეძენილია მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) მიერ შემუშავებული ტექნიკური სტანდარტების სრული პაკეტი. ქვეყანაში არ არსებობს საგანგებო სიტუაციების დროს ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებების ოპერატიულ-ტექნიკური მართვის ეროვნული სისტემა; მიზნობრივი მაჩვენებელი - საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მომზადება და ელექტრონული კომერციის პლატფორმის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; საინფორმაციო და ელექტრონული კომუნიკაციების თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის მომზადება; ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ახალი საინფორმაციო და საფოსტო სივრცის ჩამოყალიბების კონცეფციის შემუშავება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - პროექტების დროულად ვერ მომზადება 12 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა 6 ძირითად მიმართულებით: საცხოვრებელი, საოფისე, სასაწყობე, სასტუმროების, საცალო ვაჭრობისა და გასართობი ბაზრების მიმოხილვა. დამზადებულია საინვესტიციო ბროშურები. შემუშავდა ინდიკატორები და სამუშაოს აღწერილობა კონსულტანტი კომპანიისთვის, რომელიც განახორციელებს სექტორის შესწავლას. კვლევა მომზადებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე; მიზნობრივი მაჩვენებელი - საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა; პოტენციური საჯარო/კერძო პარტნიორობის იდენტიფიცირება, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა; კონკრეტული სექტორების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება; დაინტერესებული პირების ინფორმირება, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას; იდენტიფიცირებულ პრიორიტეტულ სექტორში პრიორიტეტული სექტორის განვითარება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ინვესტორების ჩართულობა
1. საბაზისო მაჩვენებელი - მაკროეკონომიკური სტატისტიკური მაჩვენებლები. მშპ რეალური ზრდა: 2015 წელი - 2,9% (ფაქტიური); 2016 წელი - 3% (გეგმიური). საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები: „მსოფლიო ბანკის  „Doing Business 2017“ წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. საქართველოს ქულა 2.48 პუნქტით გაუმჯობესდა (77.72 ქულიდან) (80.20 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა; საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის ანგარიშით საქართველომ უპრეცედენტო დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოში 159 ქვეყანას შორის ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-5 პოზიცია დაიკავა 7.98 ქულით; Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2016-ის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 23-ე პოზიციაზეა კვლავ„უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ („The Global Competitiveness Index“) მიხედვით საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 138 ქვეყანას შორის 7 ადგილით გაუმჯობესდა და 66-ე ადგილიდან 59-ზე (4,32-იანი ქულით) გადაინაცვლა (საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 0.1 პროცენტული პუნქტით); „Transparency International“-ის მიერ  2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2015 წელს „კორუფციის აღქმის ინდექს“-ში  („Corruption Perception Index“) საქართველოს რეიტინგი 2 ადგილით გაუმჯობესდა და 168 ქვეყანას შორის 50-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა (100-ქულიან შკალაზე 52 ქულით). მიზნობრივი მაჩვენებელი - სამიზნე მაჩვენებლების შენარჩუნება/გაუმჯობესება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წელს შეადგინა 4.8%. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები: მსოფლიო ბანკის „Doing Business 2018“ წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 2.12 პუნქტით (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე; საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშით, 2015 წელს საქართველო შევიდა მსოფლიოს პირველ ათეულში. Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2017-ის მიხედვით, საქარველომ პირველად რეიტინგში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ქვეყანამ წინა წელთან შედარებით 10 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 23-ე ადგილიდან მე-13 ადგილზე გადმოინაცვლა კვლავ „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 3.4 პუნქტით (72.6 ქულიდან 76 ქულამდე); მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ („The Global Competitiveness Index“) მიხედვით საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 137 ქვეყანას შორის 8 პოზიციით შემცირდა და 59-ე ადგილიდან 67-ზე (4,28-იანი ქულით) გადაინაცვლა. „Transparency International“-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2016 წელს „კორუფციის აღქმის ინდექსში“ („Corruption Perception Index“) საქართველოს რეიტინგი 4 ადგილით გაუმჯობესდა და 176 ქვეყანას შორის 48-ე ადგილიდან 44-ე ადგილზე გადმოინაცვლა (100-ქულიან შკალაზე 57 ქულით); ცდომილების მაჩვენებელი - გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, ქვეყნის რეიტინგსა და შესაბამისად რეიტინგის რიგ კომპონენტებში საქართველოს მდგომარეობის შემცირება განპირობებულია ამავე კომპონენტების სარეიტინგო ქულების მცირედი ცვლილებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კომპონენტების უმეტესი ნაწილის შეფასება არ ეყრდნობა ოფიციალურ მონაცემებს და ეფუძნება რესპონდენტთა სუბიექტურ შეხედულებებსა და ინდივიდუალურ აღქმას. 2. საბაზისო მაჩვენებელი - შექმნილია რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პროექტზე. მიმდინარეობს მუშაობა საპენსიო რეფორმაზე რეგულირების გავლენის შეფასების მიზნით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საკანონმდებლო ინიციატივებზე მარეგულირებელი გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტების მომზადება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ პროექტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მომზადდა რეგულირების გავლენის შეფასების ანგარიში. 3. საბაზისო მაჩვენებელი - დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღებასთან დაკავშირებით და შეთანხმების პროექტი მომზადდა ხელმოსაწერად. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული ნაწილის (DCFTA) განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით მომზადებულია წლიური ანგარიში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალი პრეფერენციული რეჟიმების განვითარება; ექსპორტის სტრუქტურული გაუმჯობესება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - რატიფიცირებულ იქნა საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამოქმედდა ნორვეგიასა და ისლანდიასთან; ხელმოწერილ და რატიფიცირებულ იქნა საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის პირველი იანვრიდან; 2017 წელს ექსპორტი გაიზარდა 29.1%-ით; ექსპორტის სტრუქტურაში გამოჩნდა ახალი საექსპორტო პოზიციები: ხილის ჯემები, სამგზავრო ჩანთები, იატაკის საფარები, გრაფიტი და ა.შ.; 4. საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივის მიხედვით ქვეყნის ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმის (NEEAP) მომზადება და მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მიერ ენერგიის მომხმარების აღმნიშვნელი მარკირების კანონმდებლობის შემუშავება და დანერგვა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყნის ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმის (NEEAP) განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროდუქციის მარკირების კანონმდებლობის დანერგვა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მომზადდა 2 პროექტი: ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა (NEEAP) და კანონპროექტი „საქართველოს კანონი „შენობების ენერგოეფექტურობი შესახებ“. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების და სხვა დოკუმენტაციის ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან, რისი ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ აიღო ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერით. 5. საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს კაპიტალის ბაზრის განვითარება და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ლიკვიდური და რელურად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზრის შექმნა და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მომზადდა კანონის პროექტები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და „კერძო დაგროვებითი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“. აგრეთვე მომზადდა დაგროვებითი საპენსიო სისტემის და საპენსიო სააგენტოს ჩამოყალიბების დეტალური სამოქმედო გეგმა (დოკუმენტი). შემუშავდა საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონმდებლობის პირველადი ვერსია. 6. საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით საქართველოში საკმარისად არ არის განვითარებული თანამედროვე ლოგისტიკური სერვისები; შენიშვნა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ლოგისტიკური სერვისების განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა საქართველოს ტერიტორიის გავლით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - დამტკიცდა ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია, შერჩეულია ინვესტორი თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტებზე. 7. საბაზისო მაჩვენებელი - მომზადებულია გასაფორმებლად ორმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმებები (საავტომობილო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტი) და აგრეთვე, მრავალმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმებები („ბალტიის ზღვა - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ შეთანხმება“ და „სატრანზიტო ვაჭრობის და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“); შენიშვნა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელს შეთანხმებების გაფორმება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2017 წელს ხელი მოეწერა 1 მრავალმხრივ შეთანხმებას სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება), საავტომობილო სფეროში 1 ორმხრივ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას (თურქმენეთი) და სამოქალაქო ავიაციის სფეროში 2 ორმხრივ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას (ინდოეთი, ბელარუსი). 8. საბაზისო მაჩვენებელი - შემუშავებულია 2 მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა, 7 ქალაქის და 10 სოფლის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა; გრძელდება მუშაობა ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმების, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებაზე. მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სივრცითი მოწყობის სქემების შემუშავების ხელშეწყობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმების, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებაზე მუშაობის გაგრძელება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - დასრულდა იყალთოს ხევისა და ბახმაროს ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციაზე მუშაობა; დასრულდა და საქართველო მთავრობის სხდომაზე წარსადგენად მზადდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია; დასრულდა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციაზე: 4 მუნიციპალიტეტისათვის (მესტია, ახმეტა, ონი, ამბროლაური, 2 დასახლებისათვის (ზემო ალვანი და ქვემო ალვანი) და 28 სოფლისათვის (ჭოლაში, არცხელი, ზარდალში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჯაბეში, ჟაამუში, ღვებრა, ჩვაბიანი, ცალდაში, ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა, უწერა, მრავალძალი, კურორტი შოვი, ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის ტურისტულ - სარეკრეაციო კომპლექსი). 9. საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს ჰარმონიზებული ტექნიკური რეგლამენტების ევროკოდების თარგმნა. ევროკოდების თარგმნის სარედაქციო კოლეგიის მიერ განხორციელდა 5 ევროკოდის თარგმნა ქართულ ენაზე (ინგლისურ-ქართული გლოსარიუმის შედგენა 5 ევროკოდისათვის - სულ 126 გვერდი; ინგლისურ-ქართული გლოსარიუმის შედგენა EN 1993-ისათვის („ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება“) - სულ 32 გვერდი; ევროკოდი 0 „კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები"-87 გვერდი; ევროკოდი 1 ,,ზემოქმედებები კონსტრუქციებზე“- 762 გვერდი; ევროკოდი 2 ,,ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება“- 440 გვერდი; ევროკოდი 7 „გეოტექნიკური დაპროექტება" - 338 გვერდი; ევროკოდი 8 „სეისმომედეგი კონსტრუქციები დაპროექტება" - 636 გვერდი). ნათარგმნი ევროკოდების ეროვნული დანართები შემუშავებულია; მიზნობრივი მაჩვენებელი - ევროკოდების თარგმნა: ევროკოდი 3 „ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება"- 398 გვერდი; ევროკოდი 4 „ლითონისა და ბეტონის შერეული კონსტრუქციების დაპროექტება"- 330 გვერდი; ევროკოდი 5 „ხის კონსტრუქციების დაპროექტება"- 221 გვერდი; ევროკოდი 6" ქვის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება"- 1 გვერდი; გლოსარიუმის შედგენა ევროკოდ 4-ის, 5-ის, 6-ისა და 9-ისათვის. სამი ევროკოდის ეროვნული დანართების შემუშავება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - გადათარგმნილია ევროკოდი 3: ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება - 532 გვერდი; დარედაქტირდა ევროკოდი 8-ის „სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება“ - 375 გვერდი. ცდომილების მაჩვენებელი - ევროკოდი 3 „ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება"- გეგმასთან შეფარდებით შესრულდა 133,7%-ით. პრიორიტეტულობიდან გამომდინარე განხორციელდა ევროკოდი 8-ის (,,სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება“) ნაწილების დარედაქტირება - 375 გვერდი და დაწყებულია მუშაობა ევროკოდი 8-ის (სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება) ეროვნული დანართის შემუშავების მიმართულებით, რომლის მიმდინარეობისას პარალელურ რეჟიმში განხორციელდება სხვა ევროკოდების ეროვნული დანართების ნაწილების შემუშავება. 10. საბაზისო მაჩვენებელი - განხილულია სარეკრეაციო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I და II სტადიაზე 277 პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - სარეკრეაციო ტერიტორიაზე სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით მშენებლობების მოწესრიგება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - სარეკრეაციო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I და II სტადიაზე წინა წელთან შედარებით განხილულია 586-ით მეტი პროექტი. 11. საბაზისო მაჩვენებელი - შეძენილია მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) მიერ შემუშავებული ტექნიკური სტანდარტების სრული პაკეტი. ქვეყანაში არ არსებობს საგანგებო სიტუაციების დროს ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებების ოპერატიულ-ტექნიკური მართვის ეროვნული სისტემა; მიზნობრივი მაჩვენებელი - საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მომზადება და ელექტრონული კომერციის პლატფორმის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; საინფორმაციო და ელექტრონული კომუნიკაციების თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის მომზადება; ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ახალი საინფორმაციო და საფოსტო სივრცის ჩამოყალიბების კონცეფციის შემუშავება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - შემუშავებულია საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“; შემუშავებულია საფოსტო სფეროს საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა; ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის დახმარებით დაწყებულია პროექტი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად; დაწყებულია მოლაპარაკებები ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ევროპა-აზიის დამაკავშირებელი საინფორმაციო სუპერ მაგისტრალის ფორმირებაზე; 12. საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა 6 ძირითად მიმართულებით: საცხოვრებელი, საოფისე, სასაწყობე, სასტუმროების, საცალო ვაჭრობისა და გასართობი ბაზრების მიმოხილვა. დამზადებულია საინვესტიციო ბროშურები. შემუშავდა ინდიკატორები და სამუშაოს აღწერილობა კონსულტანტი კომპანიისთვის, რომელიც განახორციელებს სექტორის შესწავლას. კვლევა მომზადებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე; მიზნობრივი მაჩვენებელი - საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა; პოტენციური საჯარო/კერძო პარტნიორობის იდენტიფიცირება, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა; კონკრეტული სექტორების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება; დაინტერესებული პირების ინფორმირება, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას; იდენტიფიცირებულ პრიორიტეტულ სექტორში პრიორიტეტული სექტორის განვითარება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ორგანიზება გაეწია 12-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებას, შედგა 80-მდე პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრა; ცდომილების მაჩვენებელი - 2017 წლის აგვისტოსტოდან, დეპარტამენტში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, გარკვეული ფუნქციების შესრულება გახდა შეუძლებელი, მათ შორის: უძრავი ქონების ბაზრის კვლევის განახლება, საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება, იდენტიფიცირებულ პრიორიტეტულ სექტორში პრიორიტეტული სექტორის განვითარება, კონკრეტული სექტორების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017