მოძებნე პროგრამის შედეგები

სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროს განვითარება (24 03)

გამოყოფილია 99.9 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მომსახურების სფეროს და დიაპაზონის გაფართოება; ...

საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მომსახურების სფეროს და დიაპაზონის გაფართოება; CIB პროგრამის II ეტაპის ფარგლებში ეტალონური ბაზის განახლება; საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში ინტეგრაცია; მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო აღიარების მისაღწევად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT) ნაწილის მოთხოვნების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

გაზომვების პრიორიტეტული სფეროებში ყველა დაინტერესებული მხარისათვის (საწარმოები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი ორგანოები) ახალი და გაფართოებული დიაპაზონის მომსახურების შეთავაზება; ამაღლდება ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა და დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს; სტანდარტების დეპარტამენტის ფუნქციონირება ხარისხის მენჯმენტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად; საერთაშორისო და რეგიონალური (ევროპული) სტანდარტების ხელმისაწვდომობის გაზრდა ელექტრონული და სხვა დისტანციური საშუალებების მეშვეობით; საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და რეგიონალური სტანდარტების გაზრდილი რაოდენობა; განახლებული და თანამედროვე ელექტრონული საშუალებების ფართოდ გამოყენების საშუალება სტანდარტიზაციის სფეროში და სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების გაზრდილი რაოდენობა საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად.
·      უკვე შესაძლებელია დაინტერესებული მხარეებისათვის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში სააგენტოს მიერ მომსახურების ფართო დიაპაზონის შეთავაზება სხვადასხვა სფეროებში (წნევა, რადიაციული გაზომვები, მცირე მოცულობები, სიგრძე, ვიბრაცია, რადიოფიზიკა, ტემპერატურა და ტენიანობა, დიდი მასებისა და ფიზიკურ-ქიმიური) და პრიორიტეტული ლაბორატორიების საერთაშორისო აღიარების შენარჩუნება; ·      გაიზარდა საქართველოს სტანდარტად მიღებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების რაოდენობა, 2017 წლის ბოლოსათვის მიღებული საერთაშორისო/ევროპული სტანდარტის რაოდენობამ შეადგინა 11 425 სტანდარტი. ·      მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სტანდარტების დეპარტამენტში შემუშავებულია პროცედურების ნაწილი ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, საქმიანობაში მათი დანერგვის მიზნით; ·      შემუშავებულია პროცედურები ელექტრონული და სხვა დისტანციური საშუალებების მეშვეობით სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისათვის.
1 საბაზისო მაჩვენებელი - განახლებულია ეტალონური ბაზები: გეომეტრიული გაზომვები; წნევა და ძალა; ტემპერატურა და ტენიანობის გაზომვები; დიდი მასები და მცირე მოცულობები; რადიოფიზიკა, დრო და სიხშირე, ოპტიკა და აკუსტიკა; ფიზიკო-ქიმიური გაზომვები; ვიბრაცია, ნივთიერებათა ხარჯი, რადიაციული გაზომვები; მიზნობრივი მაჩვენებელი - 3 ლაბორატორის განახლება. სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში ინტეგრაცია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20% (ლაბორატორიის განახლებასთან მიმართებაში); შესაძლო რისკები - შესაძლოა ვერ მოხერხდეს აღჭურვილობის დროული შეძენა შესაბამისი მომწოდებლების მოძიების სიძნელის გამო 2 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს სტანდარტად მიღებულია 7 300 საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების რაოდენობა - 9 100 სტანდარტი
1. საბაზისო მაჩვენებელი - განახლებულია ეტალონური ბაზები: გეომეტრიული გაზომვები; წნევა და ძალა; ტემპერატურა და ტენიანობის გაზომვები; დიდი მასები და მცირე მოცულობები; რადიოფიზიკა, დრო და სიხშირე, ოპტიკა და აკუსტიკა; ფიზიკო-ქიმიური გაზომვები; ვიბრაცია, ნივთიერებათა ხარჯი, რადიაციული გაზომვები; მიზნობრივი მაჩვენებელი - 3 ლაბორატორის განახლება. სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში ინტეგრაცია; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - განახლებულია ეტალონური ლაბორატორიები გაზომვების შემდეგ მიმართულებებში: ფიზიკურ-ქიმიური გაზომვები, დიდი მასებისა და რადიოფიზიკური (აკუსტიკა) გაზომვები. განახლებულია ეტალონური ლაბორატორიები გაზომვების შემდეგ მიმართულებებში: ფიზიკურ-ქიმიური გაზომვები, დიდი მასებისა და რადიოფიზიკური ( აკუსტიკა) გაზომვები. სააგენტო წარმოადგენს წევრ-კორესპონდენტს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ISO) . 2. საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს სტანდარტად მიღებულია 7 300 საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების რაოდენობა - 9 100 სტანდარტი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2017 წელს საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების რაოდენობაა - 2 157 სტანდარტი (2018 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ჯამური რაოდენობა შეადგენს 11 425).

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019