მოძებნე პროგრამის შედეგები

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (24 05)

გამოყოფილია 97.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე; ...

საქართველოს, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე; ახალი ტურისტული პროდუქტის განვითარება და არსებულის დივერსიფიკაცია (მარშუტების შემუშავება, პროდუქტის ბეჭდვური-საინფორმაციო მასალის მომზადება); მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, მიმართ საერთაშორისო და შიდა ბაზარზე გაზრდილი ინტერესი; ტურისტული მიმართულებების გამოკვლევის შედეგად შექმნილი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტი და გაუმჯობესებული მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა; გაუმჯობესებული მომსახურების ხარისხი ტურისტულ ობიექტებში (კვების ობიექტები, განთავსების საშუალებები და ა.შ.).
·      საერთაშორისო და შიდა ბაზარზე გაიზარდა საქართველოს (როგორც ტურისტული ქვეყნის) მიმართ ინტერესი, რაც გამოიხატება ვიზიტორების რაოდენობის ზრდაში, საქართველოს ტურიზმის ოფიციალური ვებ-გვერდის (georgia.travel) უნიკალური მომხმარებლების გაზრდილ რაოდენობაში (8 742 359 უნიკალური მნახველი) და საქართველოს საკურორტე რესურსების შესახებ მსოფლიოს ცნობილ ჟურნალებში დაბეჭდილ სტატიებსა და ტელევიზიების მიერ მომზადებულ გადაცემებში; ·      საქართველო მოხვდა საერთაშორისო ტურისტული გამოცემა „Lonely Planet”-ის Best In Travel 2018 ტოპ 10 სამოგზაურო მიმართულებაში; ·      მონაწილეობა იქნა მიღებული 25 საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში, საერთაშორისო კონფერენცია/ფორუმებში, მოეწყო 116 პრეს და გაცნობითი ტური მსოფლიოს სხვადასხვა მიზნობრივი ქვეყნებისათვის და გაღრმავდა თანამშრომლობა სხვადასხბვა ქვეყნებთან; ·      შეიქმნა 5 ტურისტული პროდუქტი: საქართველოს გერმანული მემკვიდრეობის კატალოგი, შიდა ქართლის ღვინის გზის კატალოგი, შიდა ქართლის სასკოლო ტურების კატალოგი, შიდა ქართლის კულტურული ობიექტების კატალოგი და საქართველოს ღვინის გზის პროექტის განახლება; ·      გაუმჯობესებულ და მოწყობილ იქნა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ: სათხილამურო მთებზე 5 სასურათე ჩარჩო, 9 ორმხრივი მანათობელი კონსტრუქცია, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის საფეხმავლო ბილიკების მარკირება, ღვინის გზის საგზაო მანიშნებლების მონტაჟი, წყალტუბოს პარკის შშმ პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა; ·      გაიხსნა/რეაბილიტირებულ იქნა 4 ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი (წყალტუბო, ქუთაისი, თბილისის აეროპორტი და ბაკურიანი); ·      გადამზადდა 1 318 ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო სექტორის წარმომადგენელი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს საქართველოს ესტუმრა 5 901 094 საერთაშორისო ვიზიტორი, 2016 წლის 9 თვეში - 5 879 031 საერთაშორისო ვიზიტორი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ვიზიტორების ყოველწლიური 7%-იანი მატება 2017-2020 წლებში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30% (7% ზრდასთან მიმართებაში); შესაძლო რისკები - სამიზნე ჯგუფების დაბალი აქტივობა
1. საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს საქართველოს ესტუმრა 5 901 094 საერთაშორისო მოგზაური, 2016 წელს - 6 360 503 საერთაშორისო მოგზაური. შენიშვნა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებელი 2016 წლის მდგომარეობით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ვიზიტორების ყოველწლიური 7%-იანი მატება 2017-2020წწ. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2017 წელს საქართველოს ესტუმრა 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური, რაც 2016 წლის მაჩვენებელს აღემატება 18.8%-ით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019