მოძებნე პროგრამის შედეგები

მეწარმეობის განვითარება (24 07)

გამოყოფილია 94.4 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ-მეწარმეობის განვითარების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში: ...

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში: ü  საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით; ü  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა რეგიონებში; ü  საქართველოში კინოწარმოების განვითარება ექსპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის ფარგლებში: ü  საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე; ü  საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება; ü  ბაზრის კვლევებისა და კონსულტაციების მეშვეობით ადგილობრივ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების უნარების ამაღლება, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ევროპის მეწარმეთა ქსელში ჩართვა; ü  DCFTA-ს მოთხოვნებთან დაკავშირებით მეწარმეების ცნობიერების ამაღლება და მათი იმპლემენტაციისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა.

რეგიონებში განვითარებული ბიზნესი, ბიზნესში განხორციელებული (რე)ინვესტირება და დამწყები ბიზნესების მდგრადობის ზრდა; ამაღლებული სამეწარმეო კულტურა და საწარმოების/საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა; შექმნლი ახალი სამუშაო ადგილები; განვითარებული ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზარი; კომპანიების მიერ ათვისებული ახალი საექსპორტო ბაზრები; საქართველოს საწარმოო და საექსპორტო პოტენციალთან დაკავშირებით გაზრდილი ცნობადობა და პროდუქტის/მომსახურების ექსპორტის გაზრდილი მოცულობა
·      „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილია 162 პროექტი კრედიტისა და ლიზინგის საგნის პროცენტის თანადაფინანსებზე (მათ შორის საბანკო სესხის კომპონენტით - 138 პროექტი, ხოლო ლიზინგის კომპონენტით - 24 პროექტი). დამტკიცებულმა სესხის მოცულობამ შეადგინა 197.9 მლნ ლარი, ხოლო კომპანიების მხრიდან განსახორციელებელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 392.9 მლნ ლარს; ·      „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით მხარდაჭერილია 64 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 178 მლნ ლარზე მეტს. კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 87 მლნ ლარზე მეტს და შეიქმნება 2 100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი; ·      სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით მხარდაჭერილია 22 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 78 მლნ ლარზე მეტს. კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში აღემატება 27 მლნ ლარს. მხარდაჭერილი სასტუმროები შექმნიან 697 დამატებით ოთახს და 755-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს; ·      ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგფლებში გაფორმებულია 6 ხელშეკრულება გაწეული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე; ·      საერთაშორისო ბრენდის გამოყენების წლიური გადასახადის თანადაფინანსებაზე გაფორმებულია ერთი ხელშეკრულება „Holiday Inn“-თან; ·      მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 2 109 საწარმო და გადამზადებულია 6 500 ბენეფიციარი; ·      მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 100-მა ბენეფიციარმა გაიარა მარკეტინგთან და გაყიდვების ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული სასწავლო კურსები, განხორციელდა მათი პროდუქციის ბრენდინგი და პროდუქტის/სერვისისთვის სარეალიზაციო არხების მოძიება; ·      კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს „გადაიღე საქართველოში“ შეემატა დამატებით ოთხი პროექტი: „NEGATIVE NUMBERS”; „SONU KE TITU KI SWEETY“; „GIRLS ON THE SUN“; „DADDY’S GIRL“; ·      თბილისის და მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულების ფარგლებში, სააგენტომ უმასპინძლა საერთაშორისო მყიდველებს (ე.წ „ბაიერებს“) და ორგანიზება გაეწია კონფერენციას, რომელსაც ატარებდა საერთაშორისო გაყიდვების კომპანია „Lambert+Associates“; ·      ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საექსპორტო პროცედურებსა და სპეციფიკებზე კონსულტაცია გაეწია 120-ზე მეტ ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიასა და ფიზიკურ პირს; ·      53 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 6 საერთაშორისო გამოფენაში (4 საკვები პროდუქტების გამოფენა („Gulfood 2017“, „Anuga 2017”, „Foodex Japan 2017“ და „HOFEX 2017“), საერთაშორისო ტყავის პროდუქტების გამოფენა „LINEAPELLE 2017” და საერთაშორისო გამოფენა (მომავლის ენერგია) „EXPO 2017 KAZAKHSTAN“); ·      გაიმართა საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო გამოფენა CIFIT (მონაწილეობდა 40-მდე ქართული კომპანია), 2 საერთაშორისო კონფერენციას („BIG DATA WORLD 2017“ და „GO TO BERLIN“) და ერთ სავაჭრო მისია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ყაზახეთში; ·      „ექსპორტის მენეჯერის სასერტიფიკატო კურსის“ ფარგლებში გადამზადდა 20-მდე კომპანიის 23 თანამშრომელი; ·      ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით დაიწყო 7 ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა შედგენს 75 მლნ აშშ დოლარს, პროექტების განხორციელება დასრულდება 2018-2020 წლებში და შექმნება 250-ზე მეტი სამუშაო ადგილი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობა - 5 000; მოსალოდნელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა - 360 მლნ ლარი; ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა - 11 500 (2015-2016 წწ); მიზნობრივი მაჩვენებელი - დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობა - 5 600; მოსალოდნელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 440 მლნ ლარი; ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა - 14 500 (2017-2020 წწ.); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10 % / სამეწარმეო აქტივობის შემცირება/გაზრდა; შესაძლო რისკები - სამიზნე ჯგუფების დაბალი აქტივობა და ვალუტის კურსის ვოლატიურობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - ბენეფიციარების მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობის ზრდა -15%; საერთაშორისო გამოფენებში სავაჭრო მისიებში და კონკურსებში ქართული კომპანიების მონაწილეობა - 43; გადამზადებული ექსპორტ-მენეჯერი - 33 (2015-2016 წწ.); მიზნობრივი მაჩვენებელი - ბენეფიციარების მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობის ზრდა - 20%; საერთაშორისო გამოფენებში სავაჭრო მისიებში და კონკურსებში ქართული კომპანიების მონაწილეობა - 100; გადამზადებული ექსპორტ-მენეჯერი - 50 (2017-2020 წწ.); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10 % / ეკონომიკური აქტივობის შემცირება სამიზნე საექსპორტო ქვეყნებში; შესაძლო რისკები - რეგიონზე გეოპოლიტიკური ვითარების გავლენა
1. საბაზისო მაჩვენებელი - დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობა - 5 000; მოსალოდნელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა - 360 მლნ ლარი; ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა - 11 500 (2015-2016 წწ); მიზნობრივი მაჩვენებელი - დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობა - 5 600; მოსალოდნელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 440 მლნ ლარი; ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა - 14 500 (2017-2020 წწ.); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობა - 3 660; პროექტების რაოდენობა - 2 271; გაცემული სესხების მოცულობა - 197.9 მლნ ლარი; მოსალოდნელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა - 392.9 მლნ ლარი; მოსალოდნელი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა - 6 307; 2. საბაზისო მაჩვენებელი - ბენეფიციარების მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობის ზრდა - 15%; საერთაშორისო გამოფენებში სავაჭრო მისიებში და კონკურსებში ქართული კომპანიების მონაწილეობა - 43; გადამზადებული ექსპორტ-მენეჯერი - 33 (2015-2016 წწ.); მიზნობრივი მაჩვენებელი - სააგენტოს ბენეფიციარების მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობის ზრდა - 20%; საერთაშორისო გამოფენებში სავაჭრო მისიებში და კონკურსებში ქართული კომპანიების მონაწილეობა - 100; გადამზადებული ექსპორტ-მენეჯერი - 50 (2017-2020 წწ.); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - სააგენტოს ბენეფიციარების მიერ განხორციელებული ექსპორტის მოცულობის ზრდა - 20 %; საერთაშორისო გამოფენებში სავაჭრო მისიებში და კონკურსებში ქართული კომპანიების მონაწილეობა - 100; გადამზადებული ექსპორტ-მენეჯერი - 23; ცდომილების მაჩვენებელი - მოსალოდნელზე ნაკლები გამოხმაურება მოყვა ექსპორტის მენეჯერების გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას, რომლის გამომწვევ მიზეზებს შეიძლება წარმოადგენდეს: პროგრამის განახლების, დახვეწის და განვითარების საჭიროება; გამოცხადებული სასერთიფიკატო კურსის შესახებ ინფორმაციის არაეფექტური გავრცელება.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019