მოძებნე პროგრამის შედეგები

ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისათვის მარაბდა - ახალქალაქი - კარწახის მონაკვეთზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვა- კომპენსაცია (24 10)

გამოყოფილია 60.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისათვის მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვა-კომპენსაციის უზრუნველყოფა, რომელიც ხორციელდება ინდივიდუალურად კერძო ...

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისათვის მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვა-კომპენსაციის უზრუნველყოფა, რომელიც ხორციელდება ინდივიდუალურად კერძო მესაკუთრეებთან საკომპენსაციო თანხის შეთავაზების მომზადების და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების გზით.

დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მარაბდა-კარწახის მიმართულებით თურქეთის საზღვრამდე სამშენებლო დერეფანში მოქცეული კერძო საკუთრებაში არსებული ნაგებობებისა და მწვანე ნარგავების ფართობების გამიჯვნა, შეფასება და სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევა.
·      გამოსყიდულია 1 მიწის ნაკვეთი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისათვის მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწებიდან გამოსყიდულია 27 ერთული; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროექტის ფარგლებში გამოვლენილი კერძო საკუთრებებიდან სახელმწიფოს მიერ 145 ერთეული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - სირთულეები კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკების პროცესში
1. საბაზისო მაჩვენებელი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისათვის მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწებიდან გამოსყიდულია 27 ერთული; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროექტის ფარგლებში გამოვლენილი კერძო საკუთრებებიდან სახელმწიფოს მიერ 145 ერთეული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - გამოსყიდულია 1 მიწის ნაკვეთი; ცდომილების მაჩვენებელი - ცდომილება მიზნობრივ და მიღწეულ მაჩვენებლებს შორის გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე სარკინიგზო მაგისტრალის თოვლით დანამქვრისგან დამცავი დამატებითი ნაგებობების მშენებლობისათვის საჭირო 96 ერთეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან მიმდინარეობდა შეთავაზება/მოლაპარაკებები და 2017 წლის ბოლოსათვის დარჩენილი დროის სიმცირის გამო ვერ განხორციელდა მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019