მოძებნე პროგრამის შედეგები

სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (24 16)

გამოყოფილია 0 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს საზღვაო დროშის ცნობადობის ამაღლება და გემების მოზიდვა საქართველოს დროშის ქვეშ რეგისტრაციის მიზნით (0%-იანი დაკავებების კოეფიციენტი ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე); ...

საქართველოს საზღვაო დროშის ცნობადობის ამაღლება და გემების მოზიდვა საქართველოს დროშის ქვეშ რეგისტრაციის მიზნით (0%-იანი დაკავებების კოეფიციენტი ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე); საერთაშორისო სტანდარტების (ISO 9001:2015 და ISO 27001:2011) დანერგვა; საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება; საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირის დირექტივების იმპლემენტაცია; საერთაშორისო საზღვაო კონვენციების რატიფიკაცია

საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული საქართველოს საზღვაო კანონმდებლობა; საქართველოს ნავსადგურებსა და ტერიტორიულ წყლებში უზრუნველყოფილი უსაფრთხო ნაოსნობა
·      განხორციელებული ცვლილების საფუძველზე დარეგისტრირდა საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული ოთხი იახტა, ერთი ბალკერი, ერთი ტანკერი, ერთი მშრალტვირთმზიდი (რეფრეჟერატორი), რვა თევზსაჭრი გემი და შიდა ნაოსნობაში ჩართული 216-მდე ახალი მცურავი საშუალება; ·      სააგენტომ შეუსაბამობების გარეშე გაიარა გარე სადამკვირვებლო აუდიტი; ·      გაიზარდა მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ ქართველ მეზღვაურებზე. საკრუინგო კომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს გამოიკვეთა 2%-იანი ქართველი მეზღვაურების დასაქმების ზრდა (2016 წელთან შედარებით დასაქმდა 100-ზე მეტი მეზღვაური). ·      საანგარიშო პერიოდში შენარჩუნდა საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი საშუალებების დაკავების ნულოვანი მაჩვენებელი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დროშის ადმინისტრირება და სახელმწიფო კონტროლის ხარისხი - საქართველო იმყოფება რუხი დროშის კატეგორიაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს დროშის ადმინისტრაციის იმიჯის გაზრდა საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემების მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს PARIS MOU-სა და TOKYO MOU-ს შავი/რუხი/თეთრი დროშის კატეგორიებში ქართული დროშის პოზიციების გაუმჯობესებას; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 50% 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2012 წელს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატი 3 წლის ვადით. 2015 წელს სერტიფიკატის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაიარა სარესერტიფიკაციო აუდიტი ISO 9001:2008 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, რომელიც ჩატარდა სასერთიფიკაციო ორგანიზაცია „TÜV SÜD Management Service GmbH“-ის მიერ; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2015 წლის 15 სექტემბერს დამტკიცებული საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 ვერსიის დანერგვა და იმპლემენტაცია. 2018 წელს ახალი სტანდარტით სასერტიფიკაციო აუდიტის გავლა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - სასერთიფიკატო აუდიტის უარყოფითი შედეგი 3 საბაზისო მაჩვენებელი - საზღვაო შრომის კონვენციის MLC 2006 და ევროკავშირის 1999/63/EC (20/05/2009 ცვლილებით) დირექტივისა და აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით მიმდინარეობს მეზღვაურთა შრომის კოდექსის შემუშავება; მიზნობრივი მაჩვენებელი - მეზღვაურთა შრომის კოდექსზე მუშაობის დასრულება და მისი ამოქმედება, რომელიც დაარეგულირებს მეზღვაურთა დასაქმების, სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - -; შესაძლო რისკები - -
1.საბაზისო მაჩვენებელი - დროშის ადმინისტრირება და სახელმწიფო კონტროლის ხარისხი - საქართველო იმყოფება რუხი დროშის კატეგორიაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს დროშის ადმინისტრაციის იმიჯის გაზრდა საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემების მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს PARIS MOU-სა და TOKYO MOU-ს შავი/რუხი/თეთრი დროშის კატეგორიებში ქართული დროშის პოზიციების გაუმჯობესებას; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საქართელოს დროშას პოზიციონირება არ შეუცვლია. ამჟამად, საერთაშორისო ნაოსნობაში რეგისტრირებული 16 მცურავი საშუალება იმყოფება ქართული დროშის ქვეშ (2016 წელს საერთაშორისო ნაოსნობაში რეგისტრირებული იყო 10 მცურავი საშუალება); 2. საბაზისო მაჩვენებელი - 2012 წელს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატი 3 წლის ვადით. 2015 წელს სერტიფიკატის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაიარა სარესერტიფიკაციო აუდიტი ISO 9001:2008 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, რომელიც ჩატარდა სასერთიფიკაციო ორგანიზაცია „TÜV SÜD Management Service GmbH“-ის მიერ; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2015 წლის 15 სექტემბერს დამტკიცებული საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 ვერსიის დანერგვა და იმპლემენტაცია. 2018 წელს ახალი სტანდარტით სასერტიფიკაციო აუდიტის გავლა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2017 წლის მაისის თვეში სააგენტომ შეუსაბამობების გარეშე გაიარა გარე სადამკვირვებლო აუდიტი. 3. საბაზისო მაჩვენებელი - საზღვაო შრომის კონვენციის MLC 2006 და ევროკავშირის 1999/63/EC (20/05/2009 ცვლილებით) დირექტივისა და აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით მიმდინარეობს მეზღვაურთა შრომის კოდექსის შემუშავება; მიზნობრივი მაჩვენებელი - მეზღვაურთა შრომის კოდექსზე მუშაობის დასრულება და მისი ამოქმედება, რომელიც დაარეგულირებს მეზღვაურთა დასაქმების, სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მეზღვაურთა შრომის კოდექსი 2017 წელს არ ამოქმედებულა; ცდომილების მაჩვენებელი - ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება დანერგოს 1992 წლის 31 მარტის საბჭოს 92/29/EEC დირექტივა „გემების ბორტზე გაუმჯობესებული სამედიცინო მკურნალობის მიზნით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“, 1999 წლის 21 ივნისის საბჭოს 1999/63/EC დირექტივა, რომელიც ეხება „მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ“ და 1999 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/95/EC დირექტივა „გაერთიანების ნავსადგურებში შემოსული გემების ბორტზე მეზღვაურთა სამუშაო საათებთან მიმართებით დებულებების ამოქმედების თაობაზე”. ზემოაღნიშნული დირექტივების დანერგვის ვადაა 2018-2019 წლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მეზღვაურთა შრომის საერთაშორისო კონვენციის რატიფიკაცია დაგეგმილია 2018 წლისათვის და ასევე, მომზადდება საქართველოს კანონი „მეზღვაურთა დასაქმების შესახებ“.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019