მოძებნე პროგრამის შედეგები

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები (25 02)

გამოყოფილია 873826000 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

პროგრამის აღწერა და მიზანი

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ შეიძინა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი. ვინაიდან, სატვირთო გადაზიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, სატრანსპორტო ...

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველომ შეიძინა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი. ვინაიდან, სატვირთო გადაზიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საავტომობილო გზები წარმოადგენს. საავტომობილო გადაზიდვებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა არსებული გზების რეკონსტრუქცა, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება და ზოგ შემთხვევაში უსაფრთხო, ცენტრალური ქალაქების გვერდის ავლით, ახალი საგზაო მონაკვეთების მშენებლობის აუცილებლობა, რითაც გარკვეული ტერიტორიები გამოთავისუფლდება. აღნიშნული კი ტურიზმის განვითარების და ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობის საფუძველი იქნება. საქართველოს საგზაო ქსელის ინტეგრირება საერთაშორისო საგზაო კომუნიკაციების სისტემაში, ქვეყნის საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, ავტოსატრანსპორტო დერეფნის განვითარება და საერთაშორისო სატრანზიტო კონკურენტუნარიანობის გაზრდა, სახელმწიფოთაშორისო და რეგიონთაშორისო ავტოსაგზაო კავშირების გაუმჯობესება, მოსახლეობის გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის, ინტენსიური ავტომობილიზაციის დონისა და გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადების დონესთან საავტომობილო საგზაო ქსელის განვითარების ტემპების შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ქვეყნის გაზრდილი საავტომობილო გზების გამტარუნარიანობა და საქართველოს საგზაო ქსელის ჩართვა საერთაშორისო საგზაო კომუნიკაციების სისტემაში; მოდერნიზებული და რეაბილიტირებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და საგზაო ინფრასტრუქტურა; მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან, თვითმმართველ ქალაქებთან, ისტორიულ ძეგლებთან და ტურისტულ ადგილებთან გამარტივებული დაკავშირება; შემცირებული გადაადგილებისათვის საჭირო დრო.
1 საბაზისო მაჩვენებელი - რეკონსტრუირებული-რეაბილიტირებული: საავტომობილო გზა - 529 კმ; ხიდი - 34; პერიოდული-მიმდინარე შეკეთება და შენახვა ზამთრის პერიოდში: საავტომობილო გზა - 6000 კმ; ამორტიზირებული საავტომობილო გზა - 187 კმ; განათებული საავტომობილო გზა - 79 კმ; სანაპირო ზონების ნაპირსამაგრი სამუშაოები - 25 ობიექტი; სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩატარებელი სამუშაოები - 25 ობიექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - მშენებლობა-რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია: საავტომობილო გზა - 442 კმ; ხიდი - 54; გირაბი - 1; პერიოდული-მიმდინარე შეკეთება და შენახვა ზამთრის პერიოდში: საავტომობილო გზა - 6050 კმ; განათებული საავტომობილო გზა - 26 კმ; სანაპირო ზონების ნაპირსამაგრი სამუშაოები - 20 ობიექტი; სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩატარებელი სამუშაოები - 30 ობიექტი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები და დამატებითი სამუშაოები

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017