მოძებნე პროგრამის შედეგები

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია (25 04)

გამოყოფილია 184305000 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის და დაწესებულებების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული, ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფა; საქართველოს დიდ ...

მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის და დაწესებულებების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული, ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფა; საქართველოს დიდ ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტებში წყალსადენის სათავე ნაგებობების მოწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია; ტურისტულ-დასასვენებელ ცენტრებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

24 საათიანი მომარაგება სასმელი წყლით; მოწესრიგებული წყალარინების სისტემები; განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დასრულებული 30 ობიექტი; დასრულებული პროექტირება 2 გამწმენდ ნაგებობაზე; აშენებული-რეაბილიტირებული: ქ. ფოთი - რეზერვუარი - 4, საფილტრი და სატუმბი სადგურები, ჭაბურღილები, გამანაწილებელი ქსელები, ქ. ქუთაისი - რეზერვუარი, სატუმბი სადგური, გამანაწილებელი ქსელები; მიზნობრივი მაჩვენებელი - 24 საათიანი მომარაგება სასმელი წყლით; განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა; 2 გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; მშენებლობა-რეაბილიტაცია: სათავე ნაგებობა - 5, რეზერვუარები - 5, მაგისტრალური მილსადენები - 5, გამანაწილებელი ქსელები - 5, წყალარინების ქსელები - 5, კოლექტორები - 5, სატუმბი სადგურები - 5, გამწმენდი ნაგებობები - 5; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები და დამატებითი სამუშაოები

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017