მოძებნე პროგრამის შედეგები

სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელება (26 01)

გამოყოფილია 577.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; სამართლის ცალკეული დარგის განვითარების ...

შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; სამართლის ცალკეული დარგის განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა; მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება; სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროს განვითარების (სისხლის სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, შრომის სამართალი, დემოკრატიული მმართველობა და ანტიკორუფციული რეფორმა, ინფორმაციის თავისუფლება და სხვა) მიზნით საკანონმდებლო ინიციატივების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ეროვნული კანონმდებლობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა და ა.შ; კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, დემოკრატიული მმართველობის სფეროებში საჯარო პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების ხელშეწყობა; შედარებით სამართლებრივი და სოციოლოგიური კვლევების ჩატარება; საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე, კანონმდებლობით განსაზღვრული კატეგორიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა; სამართლებრივი პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაცია, წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, გაერო-ს სანქციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაცია; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებზე მიმდინარე დავებში წარმომადგენლობის განხორციელება; საქართველოს სასამართლო ინსტანციებში მიმდინარე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა; უცხო ქვეყნების სასამართლოებსა და არბიტრაჟებში სახელმწიფო წარმომადგენლობა; აგრეთვე, სახელმწიფო წარმომადგენლობა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაერო-ს სახელშეკრულებო (ადამიანის უფლებათა დაცვის კვაზი სასამართლო) ორგანოებში მიმდინარე საქმეებზე; ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების საქმეების მართვა და კოორდინაცია; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულება; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა; უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და მონიტორინგის მექანიზმის დახვეწა; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ყოველწლიური განახლება; იმპლემენტაციის პროცესში უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია; წლიური პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება; მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების პირობების შესრულების ხელშეწყობა და პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება და ევროპის კავშირის დელეგაციისათვის წარდგენა; ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ყოველწლიური განახლება, ანტიკორუფციული პოლიტიკის შესრულების მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის ბოლო ექვსი თვის პროგრესის, 2016 წლის მონიტორინგის ანგარიშისა და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიშების მომზადება და გამოქვეყნება. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლებისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმების შემუშავება, ანტიკორუფციული საბჭოს ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობის უზრუნველყოფა და სხვა.

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმძღვანელო; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების სამოქმედო გეგმა; „ღია მმართველობა საქართველოს“ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.
·   საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმძღვანელო შემუშავებულია; ·   დამტკიცდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების სამოქმედო გეგმა; ·   „ღია მმართველობა საქართველოს“ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მომზადებულია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ევროკავშირის სამართალთან დაახლოების ძირითადი პრინციპები და მეთოდები არ არის შესწავლილი; უწყებებს არ აქვთ ერთიანი მიდგომა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელს  შემუშავებული სახელმძღვანელო და ჩატარებული პრეზენტაციები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - სახელმძღვანელო შეიძლება გამოიცეს 2016 წელს, ხოლო პრეზენტაციები და ტრენინგები 2017 წლის განმავლობაში 2 საბაზისო მაჩვენებელი - ხორციელდება ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების კოორდინაცია და მონიტორინგი; მუშავდება თემატური საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები; ხორციელდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელს: 1. შემუშავებულია ახალი ორწლიანი სამოქმედო გეგმა; 2. შემუშავებულია 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში; 3.შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტები; 4. ჩატარებულია ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები 3 საბაზისო მაჩვენებელი - ღია მმართველობის პარტნიორობისათვის წარდგენილია 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელი - ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში წარდგენილია ღია მმართველობის პარტნიორობისთვის; 2018 წელი -   ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიში წარდგენილია ღია მმართველობის პარტნიორობისთვის; 2019 წელი - ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში წარდგენილია ღია მმართველობის პარტნიორობისთვის; 2020 წელი -   ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიში წარდგენილია ღია მმართველობის პარტნიორობისთვის
1.         დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ევროკავშირის სამართალთან დაახლოების ძირითადი პრინციპები და მეთოდები არ არის შესწავლილი; უწყებებს არ აქვთ ერთიანი მიდგომა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელს შემუშავებული სახელმძღვანელო და ჩატარებული პრეზენტაციები; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი 2017 წელს შემუშავდა „შესავალი სახელმძღვანელო ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისათვის“ და „სახელმძღვანელო ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისათვის“. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარდა პრეზენტაციები სახელმწიფო სამსახურის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებისათვის, რის შედეგაც ტრენინგი გაიარა 50-მდე ადამიანმა. 2.         დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ხორციელდება ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების კოორდინაცია და მონიტორინგი; მუშავდება თემატური საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები; ხორციელდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელს: 1. შემუშავებულია ახალი ორწლიანი სამოქმედო გეგმა; 2. შემუშავებულია 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში; 3.შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტები; 4. ჩატარებულია ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 1. დამტკიცებულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა; 2. შემუშავებულია 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში; 3. შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტები, რომლებიც განხილულ და მოწონებულ იქნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს გამართლ სხდომაზე; 4. ჩატარებულია ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. განხორციელდა 95 საინფორმაციო შეხვედრა, რომელთაც, ჯამში, დაესწრო 1030-ზე მეტი ადამიანი; 5. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშით ევროკავშირის ქვეყნების გვერდით საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს და ახორციელებს ეფექტიან და კოორდინირებულ ღონისძიებებს. 3.         დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ღია მმართველობის პარტნიორობისათვის წარდგენილია 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელი − „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში წარდგენილია ღია მმართველობის პარტნიორობისთვის; 2018 წელი − „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიში წარდგენილია ღია მმართველობის პარტნიორობისთვის; 2019 წელი − „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში წარდგენილია ღია მმართველობის პარტნიორობისთვის; 2020 წელი − „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიში წარდგენილია ღია მმართველობის პარტნიორობისთვის. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ღია მმართველობის პარტნიორობისთვის წარდგენილია „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017