იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის გამოძიებისა და საპროცესო ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა, აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელოს შემუშავება; ...
იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის გამოძიებისა და საპროცესო ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა, აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელოს შემუშავება; ადამიანის უფლებების დაცვა გამოძიების მიმდინარეობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში; ამ სფეროში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა და საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება; ოჯახური ძალადობის, წამების, არასათანადო მოპყრობის, უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; პროკურატურის მუშაკთა ახალი, პროკურატურის წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისი ეთიკის კოდექსის შემუშავება, არსებული კოდექსის ბუნდოვანი ნორმების აღმოფხვრა, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული გადაცდომების კონკრეტიზაცია; სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დახვეწა, პროკურორთა საჭიროებებზე მორგებული და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამების შექმნა, პროკურორთა დატვირთვის ელექტრონული მოდულის იმპლემენტაციის განხორციელება; პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით მასმედიასთან ურთიერთობის ეფექტური მექანიზმების შექმნა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების არსებული მექანიზმების სრულყოფა; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის დახვეწა, დანაშაულის პრევენციის ადგილობრივი საბჭოების შექმნა; პროკურატურის როლის გაზრდა დანაშაულის პრევენციის პროცესში და ამ მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება; არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურორთა გადამზადება; არასრულწლოვანთა მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის, საერთაშორისო სტანდარტების სამუშაო პრაქტიკაში დანერგვის, განხორციელებული საკანონდებლო სიახლეების პრაქტიკაში სწორი იმპლემენტირებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის გზით; თანმიმდევრული, კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობისა და საერთო მიდგომების დანერგვის მიზნით, პროკურატურისა და სხვა საგამოძიებო უწყებების/მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისათვის ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელება.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019