მოძებნე პროგრამის შედეგები

ეროვნული საარქივო ფონდის დაცულობის, მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (26 03)

გამოყოფილია 96.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი

პროგრამის აღწერა და მიზანი

ეროვნული საარქივო ფონდის შევსება მატერიალური ან/და ელექტრონულ მატარებელზე გადატანილი დოკუმენტებით, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება, ეროვნული საარქივო ფონდის ...

ეროვნული საარქივო ფონდის შევსება მატერიალური ან/და ელექტრონულ მატარებელზე გადატანილი დოკუმენტებით, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია; საარქივო დოკუმენტების ელექტრონულ მატარებლებზე გადატანა; ადგილობრივ არქივებში დაცული დოკუმენტების გადატანა/განთავსება რეგიონული არქივების გარემონტებულ შენობებში; მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული, ეროვნული საარქივო ფონდის მკვლევართა აღრიცხვისა და მართვის, ასევე, გენეალოგიური მონაცემების აღრიცხვის ელექტრონული სისტემების და ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (ტექსტური, ფოტოფონოვიდეოდოკუმენტები, რუკები) ელექტრონული კატალოგების შექმნა და განვითარება; ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობის მშენებლობის დასრულება და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა.

მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაცულ გარემოში განთავსებული არქივის დოკუმენტები; მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული, დახვეწილი და განახლებული პროგრამული სისტემები; შექმნილი ელექტრონული არქივი და ელექტრონული მასალების ხელმისაწვდომობის მაღალი დონე.
·   მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაცულ გარემოში განთავსებული არქივის დოკუმენტები; ·   მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული დამატებით 1 სერვისი; ·   ელექტრონულ მატარებლებზე გადატანილი ეროვნულ საარქივო ფონდს მიკუთვნებული დოკუმენტები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - აშენდა/გარემონტდა და აღიჭურვა 4 არქივი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელი - აშენდა და აღიჭურვა 1 არქივი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დაგეგმილი პროექტის ვადის ცვლილება 2-3 თვე; შესაძლო რისკები - ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შეფერხება 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის I კვარტლის მდგომარეობით ცენტალიზაციას დაექვემდებარა 38 ადგილობრივი არქივი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელი - 3 არქივის ცენტრალიზაცია (საჩხერე, ჭიათურა და ტყიბული); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - ადგილობრივი არქივი +/-1; შესაძლო რისკები - ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული სამშენებლო-სარემონტო და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შეფერხება 3 საბაზისო მაჩვენებელი - მოქმედი სერვისები: საარქივო დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი; აფხაზეთის ვირტუალური არქივი; ფოტო, საეკლესიო და ფონდების ელექტრონული კატალოგები; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 -2020 წელი დამატებით ორი ელექტრონული სერვისის გაშვება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1 სერვისი; შესაძლო რისკები - ფინანსური რესურსის სიმცირე 4 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ელექტრონული დოკუმენტების არქივის შექმნის ფარგლებში დასკანერდა 3 000 ათას დოკუმენტზე მეტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017-2020 წლებში, ყოველწლიურად ელექტრომატარებლებზე გადატანილ იქნება დამატებით 700 ათასი გვერდი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 4%-5%; შესაძლო რისკები - მწყობრიდან გამოსული ძვირადღირებული სკანერული აპარატურის სწრაფად ჩაუნაცვლებლობა. სკანირების ჯგუფში ადამიანური რესურსების მკვეთრი კლება
1.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - აშენდა/გარემონტდა და აღიჭურვა 4 არქივი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელი − აშენდა და აღიჭურვა 1 არქივი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - გაიხსნა ქუთაისის ცენტრალური არქივი, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები სრულად ვერ განხორციელდა. 2.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ცენტრალიზაციას დაექვემდებარა 38 ადგილობრივი არქივი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელი − 3 არქივის ცენტრალიზაცია (საჩხერე, ჭიათურა და ტყიბული); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ცენტრალიზაციას დაექვემდებარა საჩხერისა და ჭიათურის არქივები. 3.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - მოქმედი სერვისები: საარქივო დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი; აფხაზეთის ვირტუალური არქივი; ფოტო, საეკლესიო და ფონდების ელექტრონული კატალოგები; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017-2020 წლები − დამატებით ორი ელექტრონული სერვისის გაშვება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - შეიქმნა სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივში“ დაცული ფონდების მონაცემთა ელექტრონული ბაზა. 4.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის I კვარტლის მდგომარეობით, ელექტრონული დოკუმენტების არქივის შექმნის ფარგლებში დასკანირდა 3 000 ათას დოკუმენტზე მეტი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017-2020 წლებში ყოველწლიურად ელექტრომატარებლებზე გადატანილ იქნება დამატებით 700 ათასი გვერდი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ელექტრომატარებლებზე გადატანილ იქნა, დაახლოებით, 701.5 ათასი გვერდი. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე 1.2017 წელს სრულად ვერ განხორციელდა ქუთაისის ცენტრალური არქივის სამშენებლო- სარემონტო სამუშაოები. მცირეოდენი ნაწილის შესრულებამ გადაინაცვლა 2018 წლისათვის. 2.ქუთაისის ინფრასტრუქტურული პროექტის შეფერხებამ გავლენა იქონია ცენტრალიზაციის დაგეგმილ პროცესზე და ვერ მოხერხდა ტყიბულის ადგილობრივი არქივის ცენტრალიზაცია.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019