მოქალაქეებისათვის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორისათვის სახელმწიფოს ელექტრონული სერვისების უსაფრთხოდ, ეფექტურად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ხელშეწყობა; სახელმწიფო ორგანიზაციების და კერძო სექტორის ...
მოქალაქეებისათვის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორისათვის სახელმწიფოს ელექტრონული სერვისების უსაფრთხოდ, ეფექტურად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ხელშეწყობა; სახელმწიფო ორგანიზაციების და კერძო სექტორის ინფორმაციის, საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების ურთიერთთავსებადობის საშუალებით მონაცემების ეფექტიანად და უსაფრთხოდ გაცვლის უზრუნველყოფა; სათანადო დონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ინფორმაციის და მონაცემების მიმოცვლის პროცესებში (ინფორმაციული უსაფრთხოების პერიოდულ აუდიტი, ინფორმაციული უსაფრთხოების შეღწევადობის (მდგრადობის) ტესტირება, კომპიუტერული ინციდენტების აღმოჩენაზე გამიზნული ქსელური სენსორის დაყენება და მართვა, კიბერუსაფრთხოების საკითხების რეგულირება, ინციდენტებზე დახმარების ეროვნული ჯგუფის მიერ კომპიუტერული ინციდენტების გამოვლენა, პრევენცია და შედეგების მართვა; საერთაშორისო ვაჭრობის მხარდამჭერ სისტემაში გარდა საკონტეინერო გადაზიდვებისა, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების ინტეგრაცია და ეროვნული სისტემის მსგავსი პროფილის საერთაშორისო სისტემებთან ინტეგრაცია; ელქტრონულ სერვისებთან ერთად სამოქალაქო და ბიზნესსექტორისთვის საჯარო, სტრუქტურიზებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. ღია მონაცემების ქართულ პორტალზე (data.gov.ge) ღია მონაცემების გამოქვეყნება შესაბამის მეტამონაცემებთან ერთად; ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის საკუთარი ადმინისტრაციული ოფისის მშენებლობა, სათანადო ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვა, სასერვერო ფართის, საკონფერენციო და სატრენინგო დარბაზების, ელექტრონული სერვისების სადემონსტრაციო სივრცის და თანამშრომელთა სამუშაო ოთახების მოწყობა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019