პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო ...
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის ფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პროგრამა ითვალისწინებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას. იგი წარმოადგენს საინფორმაციო ქსელურ-ანალიტიკურ სისტემას, რომლის მთავარი პრინციპია მონაცემების გახსნილი, დეცენტრალიზებული, მაგრამ, ამავე დროს, კოორდინირებული მართვა, რომელიც ორიენტირებულია მრავალფუნქციურ მოხმარებასა და გაზიარებაზე. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული გეოდეზიური საფუძვლების შექმნისა და განახლების მიზნით განხორციელდება ეროვნული გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საფუძვლის შექმნა-განახლება, საქართველოს ტერიტორიის აქტუალური რეგიონების ციფრული აეროფოტოგადაღება და ციფრული ორთოფოტოგეგმების დამზადება, ციფრული კარტოგრაფიული მასალისა და ტოპოგრაფიული რუკების შექმნა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო აზომვები და დარეგისტრირებული ფართობების მონიტორინგი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის ქართულენოვანი ციფრული ტოპოგრაფიული რუკების შექმნა. პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება უძრავ ქონებაზე ძველი სარეგისტრაციო მასალების, ასევე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული იურიდიული პირების სარეგისტრაციო მასალების დამუშავება, ბაზებში არსებული არაზუსტი მონაცემების შესწორება და ციფრულ მატარებლებზე გადატანა, რაც უზრუნველყოფს სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, დისტანციური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ასევე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა დიგიტალიზებული საარქივო დოკუმენტაცია განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, პროგრამის ფარგლებში მოხდება IT ინფრასტრუქტურის სრულყოფა, რაც უზრუნველყოფს არსებული ელექტრონული სერვისების უწყვეტად და სწრაფად მიწოდებას, ასევე, სამომავლო მზარდი დატვირთვებისთვის ინფრასტრუქტურის გაფართოებას.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019