პროგრამის მიზანია სააღსრულებო და არასააღსრულებო (გამარტივებული წარმოების, გადახდისუუნარობის საქმისწარმოების, სესხის მონიტორინგისა და ფაქტების კონსტატაციის) მომსახურების გაწევის პროცესში მხარეებს შორის ბალანსის ...
პროგრამის მიზანია სააღსრულებო და არასააღსრულებო (გამარტივებული წარმოების, გადახდისუუნარობის საქმისწარმოების, სესხის მონიტორინგისა და ფაქტების კონსტატაციის) მომსახურების გაწევის პროცესში მხარეებს შორის ბალანსის მაქსიმალური დაცვით უზრუნველყოს მხარეთა კანონიერი ინტერესების რეალიზება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სააღსრულებო მომსახურების (უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სარჩელის უზრუნველყოფა და ა.შ.), გამარტივებული წარმოებისა და მოვალეთა რეესტრის წარმოების პროგრამულ უზუნველყოფათა დახვეწა და გაუმჯობესება, რათა ეფექტიანად იქნეს გამოყენებული არსებული მონაცემთა ბაზები და შესაძლებელი იყოს მათი ეფექტური მართვა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში დაინერგება ახალი სერვისი − სესხების მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებაში ვალდებულების შესრულების კულტურის განმტკიცებას, სააღსრულებო სისტემის და აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული მიმართულებით იგეგმება პრევენციული კომუნიკაციის აქტივობების განხორციელება, როგორიცაა: საინფორმაციო რგოლების მომზადება-გავრცელება, საინფორმაციო შეხვედრები მოწყვლად ჯგუფებთან და სხვა. სააღსრულებო საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდება აღსრულების პოლიციის ინფრასტრუქტურა, დაყადაღებული ავტომობილებისა და ნივთების სათანადო პირობებში განთავსების მიზნით მოეწყობა და აღიჭურვება საწყობები და ავტოსადგომები ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. ზუგდიდსა და ქ. თელავში.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019