პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ...
პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება; პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სრულყოფა და შესაბამისი მანქანა/დანადგარებითა და ინვენტარით აღჭურვა; მსჯავრდებულ/ბრალდებულთა საცხოვრებელი და ყოფითი პირობებისა გაუმჯობესება, რბილი ინვენტარის განახლება და პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებების შეძენა; პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა უზრუნველყოფა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით. ამასთანავე, პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის შესაბამისად პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ჰიგიენის, გადამდები დაავადებების კონტროლის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით; პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფთათვის განათლების მიღების ხელშეწყობა - სახელობო და პროფესიული სწავლების პროგრამების განსაზღვრით. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით მათი დასაქმების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და საწარმოო ზონების შექმნა; პენიტენციურ სისტემაში მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამართლებრივი გარანტიების გაძლიერება - პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებით და ცნობიერების ამაღლებით.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019