მოძებნე პროგრამის შედეგები

პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება (27 01 01)

გამოყოფილია 97.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ყოფითი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით: ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის რბილი ინვენტარის, პირადი ჰიგიენის საგნებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაფერისი უნიფორმის შესყიდვა, ...

ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ყოფითი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით: ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის რბილი ინვენტარის, პირადი ჰიგიენის საგნებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაფერისი უნიფორმის შესყიდვა, ხარისხიანი კვებითი მომსახურების შენარჩუნება, განათლების ხელმისაწვდომობა; პენიტენციურ სისტემაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა სამართლებრივი გარანტიების განმტკიცება, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნება; პატიმართა ცნობიერების ამაღლება და სრული ინფორმატულობის უზრუნველყოფა მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციული პროცედურების) შესახებ; პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმითა და რბილი ინვენტარით უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა.

ქმედითუნარიანი განათლების პროგრამების ამუშავებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მიერ განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საწარმოო ზონების ამოქმედებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა; ინფორმატულობის ზრდით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციულ პროცედურების) შესახებ.
·      საერთაშორისო სტრანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად გაუმჯობესებულია ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის სახელობო/პროფესიული სწავლებისა და განათლების მიღების უზრუნველყოფა. არასრულწლოვანი ბრალდებულები ჩართულნი არიან საკნის გარეთ მინიმუმ 4 საათიან აქტივობაში დღის განმავლობაში (განათლება, პროფესიული განათლება და ტრენინგები, სპორტი, სარეაბილიტაციო პროგრამები და ა.შ.). სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამები იმართება N2, N3, N5, N8, N11, N12, N14, N15, N16 და N17 დაწესებულებებში. 2017 წელს, პირველად გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა; ·      შექმნილია დასაქმების კერები და საწარმოო საქმიანობისათვის საჭირო ყველა პირობა, სადაც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა დასაქმება, მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით; ·      შენარჩუნებულია ინფორმატულობის ზრდა, ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციულ პროცედურების) შესახებ.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს განხორციელებელი რეფორმის შედეგად სისტემის მართვა გახდა უფრო ეფექტური; სამინისტროს მიერ შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტი: 1. ცვილელებები "პატიმრობის" კოდექსში: გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაქმნელად და დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად; 2. ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად ჩაითვლება ისეთი ქმედება როგორიცაა პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაუმჯობესებულია სისტემის ეფექტური მართვა და ფუნქციონირება, ცვილელებები შესულია "პატიმრობის" კოდექსში: 1) გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაქმნელად; 2) დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად; ცვლილებები შესულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. რომლის თანახმად, სამართალდარღვევად ითვლება ისეთი ქმედება როგორიცაა პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა; შესაძლო რისკები - საკანონმდებლო ორგანოს მიერ კანონში შესაბამის ცვლილებაზე უარი 2 საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციური სისტემაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა 100%-ს შესაძლებლობა აქვს სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი, კვირაში არანაკლებ ერთხელ მიიღოს შხაპი და არანაკლებ თვეში ერთხელ ისარგებლოს საპარიკმახერო მომსახურებით, უზრუნველყოფილნი არიან ჰიგიენური საშუალებებით და საწოლითა და ლოგინით; მიზნობრივი მაჩვენებელი - პენიტენციური სისტემაში მსჯავრდებულ/ბრალდებულთა 100%-სთვის შენარჩუნებულია შესაძლებლობა სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი, კვირაში არანაკლებ ერთხელ მიიღოს შხაპი და არანაკლებ თვეში ერთხელ ისარგებლოს საპარიკმახერო (პირის გაპარსვა, თმის შეჭრა, ფრჩხილის დაჭრა) მომსახურებით, უზრუნველყოფილნი არიან ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი), საწოლითა და ლოგინით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% -უკმაყოფილო ბრალდებულ/მსჯავრდებუულთა რაოდენობა; შესაძლო რისკები - ბენეფიციართა რიცხოვნობის ზრდა 3 საბაზისო მაჩვენებელი - სისტემაში შენარჩუნდა საჭიროებებს (ეთნიკური, რელიგიური, დაავადებები) მორგებული დღიური სამჯერადი კვება ბრძანებაში დადგენილი კალორიულობისა და ულუფის სასურსათო ნორმების დაცვით; მიზნობრივი მაჩვენებელი - სისტემაში შენარჩუნებულია ბრალდებულ/ მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებს (ეთნიკური, რელიგიური, განთავსების ადგილი, დაავადებები) მორგებული დღიური სამჯერადი კვება 10 000 ბრალდებულ/მსჯავრდებულისთვის, შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი კალორიულობისა და ულუფის სასურსათო ნორმების დაცვით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% -უკმაყოფილო ბრალდებულ-მსჯავრდებუულთა რაოდენობა; შესაძლო რისკები - ბენეფიციართა რიცხოვნობის ზრდა 4 საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციურ სისტემის 8 დაწესებულებაში (2015 წელი - 10 დაწესებულება 2016 წლის 6 თვე - 8 დაწესებულება) მიმდინარეობს პროფესიული/სახელობო, სატრენინგო/საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური პროგრამების, ფსიქო-სოციალური ტრენინგების დანერგვა, რომლებშიც 2015 წლის განმავლობაში დაფიქსირდა 2 974 მონაწილე (მათ შორის 519 არასრულწლოვანი), რაც სისტემაში მყოფ ბენეფიციართა 29%-ია, ხოლო 2016 წლის ორ კვარტალში კი პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით განახლდა რიგი პროფესიული, სახელობო და საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამები, სადაც დაფიქსირდა 237 მონაწილე, მათ შორის: 16 არასრულწლოვანი, 41 ქალი; • ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებში და ფსიქო-სოციალურ ტრენინგებში დაფიქსირდა 526 მონაწილე, მათ შორის 95 არასრულწლოვანი და 114 ქალი მსჯავრდებული, რაც სისტემაში მყოფ ბენეფიციართა 8%-ია; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული/სახელობო და სატრენინგო/ საგანმანათლებლო სწავლების კურსებში ჩართულ პატიმართა მზარდი რაოდენობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, პატიმართა საერთო რაოდენობის ხვედრითი წილიდან გამომდინარე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% - ჩართულობის მსურველთა კლება; შესაძლო რისკები - მსჯავრდებულთა მხრიდან ჩართულობის კლება 5 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის #157 ბრძანებით განისაზღვრა მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი. ამ ბრძანების საფუძველზე დაწესებულებებში და სისტემაში არსებულ მინი დასაქმების კერებში 2015 წელს დასაქმებული იყო 839 მსჯავრდებული, რაც სისტემაში მყოფ ბენეფიციართა 8%-ია, ხოლო 2016 წლის ორ კვარტალში კი - 614 მსჯავრდებული, სისტემაში მყოფ ბენეფიციართა 6%-ია; მიზნობრივი მაჩვენებელი - დასაქმებულ პირთა მზარდი რაოდენობა წინა წელს დასაქმებულ პირთა ოდენობასთან მიმართებაში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% - ჩართულობის მსურველთა კლება; შესაძლო რისკები - ბენეფიციართა რიცხოვნობის ზრდა; მსჯავრდებულთა მხრიდან ჩართულობის კლება 6 საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო სახის ბროშურებით, აუდიო წიგნებით პატიმართა უფლებების შესახებ და საჩივრის კონვერტებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია ინფორმატიულობის ზრდით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციული პროცედურების და სხვა) შესახებ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% - უკმაყოფილო ბრალდებულ-მსჯავრდებულთა რაოდენობა; შესაძლო რისკები - ბენეფიციართა რიცხოვნობის ზრდა. მსჯავრდებულთა მხრიდან საჩივრის კონვერტების გამოყენების კლება
1.საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს განხორციელებელი რეფორმის შედეგად სისტემის მართვა გახდა უფრო ეფექტური; სამინისტროს მიერ შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტი: 1. ცვილელებები „პატიმრობის“ კოდექსში: გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაქმნელად და დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად; 2. ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად ჩაითვლება ისეთი ქმედება როგორიცაა პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაუმჯობესებულია სისტემის ეფექტური მართვა და ფუნქციონირება, ცვილელებები შესულია "პატიმრობის" კოდექსში: 1) გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაქმნელად; 2) დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად; ცვლილებები შესულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. რომლის თანახმად, სამართალდარღვევად ითვლება ისეთი ქმედება როგორიცაა პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა; მიღწეული მაჩვენებელი - გაუმჯობესებულია სისტემის ეფექტური მართვა და ფუნქციონირება, ცვლილებები შესულია „პატიმრობის“ კოდექსში და სხვა კანონმდებლობაში შემდეგი მიმართულებით: ü  გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაქმნელად; ü  დაბალი რისკის, გათავისუფლებისათვის მომზადებისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად; ü  არასაპატიმრო სასჯელის სახედ შინაპატიმრობის დანერგვისა (თავისუფლების შეზღუდვის გაუქმება) და დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლის უზრუნველსაყოფად; ü  ქალი მსჯავრდებულების, რომლებსაც დაწესებულებაში ჰყავდათ 3 წლამდე ასაკის შვილი, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლების უზრუნველსაყოფად; ü  უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გადასინჯვის მექანიზმებისა და ასევე, სასჯელის აღსრულების გადავადების უფლების სრულყოფის უზრუნველსაყოფად; ü  მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების უფლების სრულყოფის უზრუნველსაყოფად; ü  სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის უზრუნველსაყოფად. შენიშვნა: მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორი წარმოადგენს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმაში, ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმასა და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აღებული ვალდებულებების ნაწილს. 2.საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციური სისტემაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა 100%-ს შესაძლებლობა აქვს სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი, კვირაში არანაკლებ ერთხელ მიიღოს შხაპი და არანაკლებ თვეში ერთხელ ისარგებლოს საპარიკმახერო მომსახურებით, უზრუნველყოფილნი არიან ჰიგიენური საშუალებებით და საწოლითა და ლოგინით; მიზნობრივი მაჩვენებელი - პენიტენციური სისტემაში მსჯავრდებულ/ბრალდებულთა 100%-სთვის შენარჩუნებულია შესაძლებლობა სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი, კვირაში არანაკლებ ერთხელ მიიღოს შხაპი და არანაკლებ თვეში ერთხელ ისარგებლოს საპარიკმახერო (პირის გაპარსვა, თმის შეჭრა, ფრჩხილის დაჭრა) მომსახურებით, უზრუნველყოფილნი არიან ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი), საწოლითა და ლოგინით; მიღწეული მაჩვენებელი - პენიტენციური სისტემაში მსჯავრდებულ/ბრალდებულთა 100%-სთვის შენარჩუნებულია შესაძლებლობა სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი, კვირაში არანაკლებ ერთხელ მიიღოს შხაპი და არანაკლებ თვეში ერთხელ ისარგებლოს საპარიკმახერო მომსახურებით, უზრუნველყოფილნი არიან ჰიგიენური საშუალებებით, საწოლითა და ლოგინით. შენიშვნა: მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორი წარმოადგენს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმასა და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აღებული ვალდებულებების ნაწილს. 3. საბაზისო მაჩვენებელი - სისტემაში შენარჩუნდა საჭიროებებს (ეთნიკური, რელიგიური, დაავადებები) მორგებული დღიური სამჯერადი კვება ბრძანებაში დადგენილი კალორიულობისა და ულუფის სასურსათო ნორმების დაცვით; მიზნობრივი მაჩვენებელი - სისტემაში შენარჩუნებულია ბრალდებულ/ მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებს (ეთნიკური, რელიგიური, განთავსების ადგილი, დაავადებები) მორგებული დღიური სამჯერადი კვება 10 000 ბრალდებულ/მსჯავრდებულისთვის, შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი კალორიულობისა და ულუფის სასურსათო ნორმების დაცვით; მიღწეული მაჩვენებელი - სისტემაში შენარჩუნებულია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებს (ეთნიკური, რელიგიური, განთავსების ადგილი, დაავადებები) მორგებული დღიური სამჯერადი კვება ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100%-სათვის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი კალორიულობისა და ულუფის სასურსათო ნორმების დაცვით (2017 წელს მსჯავრდებულ/ ბრალდებულთა საშუალო წლიური ოდენობა შეადგენდა 9 438-ს). შენიშვნა: მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორი წარმოადგენს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმაში აღებული ვალდებულებების ნაწილს. 4. საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციურ სისტემის 8 დაწესებულებაში (2015 წელი - 10 დაწესებულება 2016 წლის 6 თვე - 8 დაწესებულება) მიმდინარეობს პროფესიული/სახელობო, სატრენინგო/საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური პროგრამების, ფსიქო-სოციალური ტრენინგების დანერგვა, რომლებშიც 2015 წლის განმავლობაში დაფიქსირდა 2 974 მონაწილე (მათ შორის 519 არასრულწლოვანი), რაც სისტემაში მყოფ ბენეფიციართა 29%-ია, ხოლო 2016 წლის ორ კვარტალში კი პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით განახლდა რიგი პროფესიული, სახელობო და საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამები, სადაც დაფიქსირდა 237 მონაწილე, მათ შორის: 16 არასრულწლოვანი, 41 ქალი; ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებში და ფსიქო-სოციალურ ტრენინგებში დაფიქსირდა 526 მონაწილე, მათ შორის 95 არასრულწლოვანი და 114 ქალი მსჯავრდებული, რაც სისტემაში მყოფ ბენეფიციართა 8%-ია; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული/სახელობო და სატრენინგო/ საგანმანათლებლო სწავლების კურსებში ჩართულ პატიმართა მზარდი რაოდენობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, პატიმართა საერთო რაოდენობის ხვედრითი წილიდან გამომდინარე; მიღწეული მაჩვენებელი - მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით. 3 542 მსჯავრდებული მონაწილეობდა პროფესიული/სახელობო, სატრენინგო/საგანმანათლებლო, ასევე ფსიქო-სოციალური პროგრამებში, ტრენინგებსა თუ კურსებში. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამით ისარგებლა 29 მსჯავრდებულმა. შენიშვნა: მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორი წარმოადგენს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმაში, ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმასა და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აღებული ვალდებულებების ნაწილს. 5. საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის N157 ბრძანებით განისაზღვრა მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი. ამ ბრძანების საფუძველზე დაწესებულებებში და სისტემაში არსებულ მინი დასაქმების კერებში 2015 წელს დასაქმებული იყო 839 მსჯავრდებული, რაც სისტემაში მყოფ ბენეფიციართა 8%-ია, ხოლო 2016 წლის ორ კვარტალში კი - 614 მსჯავრდებული, სისტემაში მყოფ ბენეფიციართა 6%-ია; მიზნობრივი მაჩვენებელი - დასაქმებულ პირთა მზარდი რაოდენობა წინა წელს დასაქმებულ პირთა ოდენობასთან მიმართებაში; მიღწეული მაჩვენებელი - დასაქმების პროგრამებში ჩაბმული იყო 850 მსჯავრდებული (მზარდი მაჩვენებელია საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით). შენიშვნა: მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორი წარმოადგენს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმასა და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აღებული ვალდებულებების ნაწილს. 6. საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო სახის ბროშურებით, აუდიო წიგნებით პატიმართა უფლებების შესახებ და საჩივრის კონვერტებით მიზნობრივი მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია ინფორმატიულობის ზრდით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციული პროცედურების და სხვა) შესახებ; მიღწეული მაჩვენებელი - ბრალდებულ/მსჯავრდებულებისათვის ხელმისაწვდომია უზრუნველყოფილნი ბროშურები მათი უფლებებისა და გასაჩივრების პროცედურების  შესახებ, როგორც ქართულ, ასევე 5 ყველაზე მოთხოვნად უცხო ენაზე; 2017 წელს N2, N5, N8, N14, N15, N16, N17 დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ ტრენინგი გაიარა 364-მა მსჯავრდებულმა, მათ შორის არასრულწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, ხოლო ქალმა მსჯავრდებულებმა - ბანგკოკის წესების მიხედვით. შენიშვნა: მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორი წარმოადგენს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმასა და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აღებული ვალდებულებების ნაწილს.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017