მოძებნე პროგრამის შედეგები

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა (27 01 02)

გამოყოფილია 104 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

პენიტენციურ სისტემაში გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენცია, ეპიდემიოლოგიური კონტროლი და მეთვალყურეობა; ...

პენიტენციურ სისტემაში გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენცია, ეპიდემიოლოგიური კონტროლი და მეთვალყურეობა; პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქციონირების და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა სამკურნალწამლო საშუალებებით, მათთვის სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება პენიტენციური პენიტენციურ დაწესებულებებში და გარეთ; პენიტენციურ დაწესებულებებში აივ-ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის ინფექციების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთათვის ფსიქიატრიული დახმარების, ხოლო წამალდამოკიდებულ პირთათვის მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა; მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა სასჯელისაგან გათანვისუფლება.

მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება.
·      მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული და შენარჩუნებულია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით: • პენიტენციურ სისტემაში, შესაბამისი რეკომენდაციის არსებობისას, პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან მულტიდისციპლინური გუნდის კონსულტაციით. 2016 წელს განხორციელდა 33 კონსულტაცია/კონსილიუმი, არ დამდგარა კონსულტაცია/კონსილიუმის მოწვევის საჭიროება ქალებზე და არასრულწლოვანზე; ანტიტუბერკულოზურ მკურნალობის საჭიროების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით ჩატარდა 30132 სკრინინგული გამოკვლევა, მათ შორის 1714 ქალ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე და 108 არასრულწლოვანზე. “DOTS”, “DOTS+” მკურნალობის პროგრამაში ახალჩართულთა რაოდენობამ შეადგინა - 58, მათ შორის ქალი - 2, არასრულწლოვანთა ჩართვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა; • აივ-ინფექცია/შიდსის ანტირეტროვირუსული მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 11 ახალი პაციენტი, მათ შორის არცერთი ქალი და არასრულწლოვანი. აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენის მიზნით ჩატარდა 3512 სკრინინგი (მათ შორის ქალი - 169, არასრულწლოვანი - 15). დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა უნივერსალურია; • C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 2 198 სკინინგი. მკურნალობაში ჩაერთო 39 პატიმარი, მათ შორის, არცერთი ქალი და არასრულწლოვანი; • სხვადასხვა პროფილის მოწველული ექიმ-სპეციალისტების მიერ, პატიმრებს გაეწიათ 20 681 კონსულტაცია. სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურებით 1 620 ბრალდებულ/მსჯავრდებულმა ისარგებლა სამოქალაქო სექტორის კლინიკებში, ხოლო ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 1 174-მა ბრალდებულ/მსჯავრდებულმა; • პენიტენციურ დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურები უზრუნველყოფილია მედიკამენტებით, სამედიცინო დანიშნულების საგნებით, ლაბორატორიული საგნებითა და რეაქტივებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებულია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევითა და სამკურნალწამლო საშუალებებით, მათთვის სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება პენიტენციური სისტემასა და მის გარეთ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - უკმაყოფილოო ბრალდებულ/მსჯავრდებულები; შესაძლო რისკები - ბენეფიციართა რიცხოვნობის ზრდა
1. საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით: პენიტენციურ სისტემაში, შესაბამისი რეკომენდაციის არსებობისას, პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან მულტიდისციპლინური გუნდის კონსულტაციით. 2016 წელს განხორციელდა 33 კონსულტაცია/კონსილიუმი, არ დამდგარა კონსულტაცია/კონსილიუმის მოწვევის საჭიროება ქალებზე და არასრულწლოვანზე; ანტიტუბერკულოზურ მკურნალობის საჭიროების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით ჩატარდა 30132 სკრინინგული გამოკვლევა, მათ შორის 1714 ქალ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე და 108 არასრულწლოვანზე. “DOTS”, “DOTS+” მკურნალობის პროგრამაში ახალჩართულთა რაოდენობამ შეადგინა - 58, მათ შორის ქალი - 2, არასრულწლოვანთა ჩართვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა; აივ-ინფექცია/შიდსის ანტირეტროვირუსული მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 11 ახალი პაციენტი, მათ შორის არცერთი ქალი და არასრულწლოვანი. აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენის მიზნით ჩატარდა 3512 სკრინინგი (მათ შორის ქალი - 169, არასრულწლოვანი - 15). დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა უნივერსალურია; C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 2 198 სკინინგი. მკურნალობაში ჩაერთო 39 პატიმარი, მათ შორის, არცერთი ქალი და არასრულწლოვანი; სხვადასხვა პროფილის მოწველული ექიმ-სპეციალისტების მიერ, პატიმრებს გაეწიათ 20 681 კონსულტაცია. სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურებით 1 620 ბრალდებულ/მსჯავრდებულმა ისარგებლა სამოქალაქო სექტორის კლინიკებში, ხოლო ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 1 174-მა ბრალდებულ/მსჯავრდებულმა; პენიტენციურ დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურები უზრუნველყოფილია მედიკამენტებით, სამედიცინო დანიშნულების საგნებით, ლაბორატორიული საგნებითა და რეაქტივებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებულია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევითა და სამკურნალწამლო საშუალებებით, მათთვის სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება პენიტენციური სისტემასა და მის გარეთ; მიღწეული მაჩვენებელი - ბრალდებულ/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან სრულად, 100%-ით პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევითა და სამკურნალწამლო საშუალებებით, სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებით პენიტენციურ სისტემასა და მის გარეთ.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017