მოძებნე პროგრამის შედეგები

სრულყოფილი პრობაციის სისტემა (27 02)

გამოყოფილია 99.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება; ...

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება; სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება და მათში პრობაციონერების ჩართულობა; არასრულწლოვანთათვის სასჯელის სახედ შინა პატიმრობასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების ხელშეწყობა.

განვითარდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები (ახალი ოფისების მშენებლობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა, ვიდეოპაემნის სერვისი იფუნქციონირებს სრულფასოვნად, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება იფუნქციონირებს გამართულად, სარეაბილიტაციო სამმართველო იფუნქციონირებს ეფექტურად); პრობაციონერები ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციასა და მათ რესოციალიზაციას; არასრულწლოვანთა მიმართ ახალი კანონის მიღების შემდგომ ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების დანერგვა ხელს შეუწყობს შინა პატიმრობის ეფექტურად აღსრულებას.
·      განვითარდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები (გურიაში აშენდა ახალი ოფისი და აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, ვიდეოპაემნის სერვისი ფუნქციონირებს სრულფასოვნად, სარეაბილიტაციო სამმართველო ფუნქციონირებს ეფექტურად); ·      პრობაციონერები ჩართულები არიან სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებში, რაც ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციასა და მათ რესოციალიზაციას; განხორციელდა ახალი სარეაბილიტაციო პროგრამების დამატება შემდეგი თემატიკით: ü      ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები; ü      მოზარდის ფსიქო-სოციალური განვითარება და ქცევითი თავისებურებები; ü      მოზარდის სოციალურ გარემოსთან მუშაობის ასპექტები; ü      სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა; ü      ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული დამოკიდებულების სინდრომი და მისი მართვა; ·      შინაპატიმრობა არასრულწლოვნების მიმართ ეფექტურად ხორციელდება, ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით. 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ ამოქმედდება ახალი არასაპატიმრო სასჯელის სახე - შინაპატიმრობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი, სადაც ფუნქციონირებს პრობაციონერთა სარეგისტრაციო სივრცე, ინდივიდუალური გასაუბრების და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ახალი ოფისიდან ვიდეოპაემნის საშუალებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ პირდაპირი ვიზუალური და ხმოვანი კავშირი პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებთან. პრობაციის ერთ ოფიცერზე საშუალოდ მოდიოდა 121 საქმემდე, სამინისტროს მიერ შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტი: გაუქმდეს სასჯელის სახე - თავისუფლების შეზღუდვა და სრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებითაც, დაინერგოს სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - განვითარებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები (ახალი ოფისების მშენებლობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა, ვიდეოპაემნის სერვისი იფუნქციონირებს სრულფასოვნად, სარეაბილიტაციო სამმართველო იფუნქციონირებს ეფექტურად) პრობაციის თითო ოფიცერზე დატვირთვა იქნება არაუმეტეს 150 საქმემდე, ცვლილებები შესულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, გაუქმდებს სასჯელის სახე - თავისუფლების შეზღუდვა და სრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებითაც, დაინერგოს სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - პრობაციონერთა რაოდენობის ზრდის შედეგად დატვირთვა გადააჭარბებს 150 საქმეს; შესაძლო რისკები - საკანონმდებლო ორგანოს მიერ კანონში შესაბამის ცვლილებაზე უარი; პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდა 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის ორ კვარტალში სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული იყო 2814 პირობით მსჯავრდებული, რაც პრობაციონერთა საერთო რაოდენობის (20753) 13.5%–ია. მათ შორის, პირობითი მსჯავრის მქონე 1163 ქალიდან სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული იყო 95, ანუ 8,1 %; მიზნობრივი მაჩვენებელი - სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულია პირობთ მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 10%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5% პრობაციონერთა რაოდენობის ცვლილება; შესაძლო რისკები - პირობით მსჯავრდებულთა რეზისტენტულობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა, რომელსაც საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტო ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით აღასრულებს. შინაპატიმრობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ინიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ. არასაპატიმრო სასჯელის ამ სახეს, 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, იხდის 1 არასრულწლოვანი, 4-მა არასრულწლოვანმა დაასრულა მისი მოხდა; მიზნობრივი მაჩვენებელი - არასრულწლოვანთა მიმართ ახალი კანონის მიღების შემდგომ დანერგილია ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინა პატიმრობის ეფექტურად აღსრულება; შესაძლო რისკები - არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდა,
1.საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი, სადაც ფუნქციონირებს პრობაციონერთა სარეგისტრაციო სივრცე, ინდივიდუალური გასაუბრების და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ახალი ოფისიდან ვიდეოპაემნის საშუალებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ პირდაპირი ვიზუალური და ხმოვანი კავშირი პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებთან. პრობაციის ერთ ოფიცერზე საშუალოდ მოდიოდა 121 საქმემდე, სამინისტროს მიერ შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტი: გაუქმდეს სასჯელის სახე - თავისუფლების შეზღუდვა და სრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებითაც, დაინერგოს სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - განვითარებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები (ახალი ოფისების მშენებლობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა, ვიდეოპაემნის სერვისი იფუნქციონირებს სრულფასოვნად, სარეაბილიტაციო სამმართველო იფუნქციონირებს ეფექტურად) პრობაციის თითო ოფიცერზე დატვირთვა იქნება არაუმეტეს 150 საქმემდე, ცვლილებები შესულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, გაუქმდებს სასჯელის სახე - თავისუფლების შეზღუდვა და სრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებითაც, დაინერგოს სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა; მიღწეული მაჩვენებელი - თანამედროვე სტანდარტებისა შესაბამისად მოწყობილი პრობაციის ბიუროს გურიის ახალი ოფისი, გარემონტებული სენაკისა და ქუთაისის ოფისები; ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია პრობაციის ბიუროს 10 ოფისში; პრობაციის ერთ ოფიცერზე საშუალოდ დატვირთვა წარმოადგენს 135 საქმეს; გაუქმდა სასჯელის სახე - თავისუფლების შეზღუდვა. 2. საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის ორ კვარტალში სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული იყო 2814 პირობით მსჯავრდებული, რაც პრობაციონერთა საერთო რაოდენობის (20753) 13.5%–ია. მათ შორის, პირობითი მსჯავრის მქონე 1163 ქალიდან სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული იყო 95, ანუ 8,1 %; მიზნობრივი მაჩვენებელი - სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულია პირობთ მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 10%; მიღწეული მაჩვენებელი - 2017 წელს სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული იყო 3 566 პირობით მსჯავრდებული, რაც პრობაციონერთა საერთო რაოდენობის (22 857) 15.6%–ია. მათ შორის, პირობითი მსჯავრის მქონე 1 280 ქალიდან სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული იყო 210 ანუ 16.4%. 3. საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა, რომელსაც საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტო ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით აღასრულებს. შინაპატიმრობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ინიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ. არასაპატიმრო სასჯელის ამ სახეს, 2016 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, იხდის 1 არასრულწლოვანი, 4-მა არასრულწლოვანმა დაასრულა მისი მოხდა; მიზნობრივი მაჩვენებელი - არასრულწლოვანთა მიმართ ახალი კანონის მიღების შემდგომ დანერგილია ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინა პატიმრობის ეფექტურად აღსრულება; მიღწეული მაჩვენებელი - შენარჩუნებულია არასრულწლოვანთა მიმართ დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინა პატიმრობის ეფექტურად აღსრულება. სააგენტოში აღსასრულებლად შესული შინაპატიმრობის 35 საქმიდან დასრულებულია 26 საქმე.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017