საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა; საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია და მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის ...
საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა; საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია და მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის განხორციელება; საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა; ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა; ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიმართ მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; აშშ–თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება და აშშ-ს როლის გაძლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის პროცესში; საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული თემების შენარჩუნება და აქტუალიზაცია. რუსეთის ფედერაციასთან დაძაბული ურთიერთობების დეესკალაცია; ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება; ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და სტიმულირება; სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში მრავალმხრივი თანამშრომლობა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ბიზნეს-სუბიექტების მიერ საზღვარგარეთ უკანონო კავშირების და საქმიანობის პრევენცია; ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნების ბიზნეს-სუბიექტების მიერ უკანონო საქმიანობისა და კონტაქტების დამყარების პრევენცია; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფორმატში რეგიონული და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და კონკრეტული პროექტების განხორციელება;საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესება. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ეფექტური მომსახურება და კრიზისულ სიტუაციებში შესაბამისი დახმარების გაწევა, მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის კუთხით მუშობის გაუმჯობესება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობა; უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათთვის შეღავათანი პირობების შექმნა და სოციალური უსაფრთხოების დონის ამაღლება.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019