მოძებნე პროგრამის შედეგები

საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების თარგმნა და დამოწმება (28 01 03)

გამოყოფილია 117.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტების თარგმნა / დამოწმება; თარჯიმანთა კვალიფიკაციის და გამოცდილების ამაღლება; მთარგმნელებისთვის პერიოდულად პრაქტიკული სემინარების, ტრეინინგების ჩატარება;

საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტების თარგმნა / დამოწმება; თარჯიმანთა კვალიფიკაციის და გამოცდილების ამაღლება; მთარგმნელებისთვის პერიოდულად პრაქტიკული სემინარების, ტრეინინგების ჩატარება;

მთარგმნელებისთვის პერიოდულად პრაქტიკული სემინარების, ტრეინინგების ჩატარება, შესაბამისი სპეციალისტების მოწვევით. შესასრულებელი შეკვეთების რაოდენობის გაზრდა; ხარისხის გაუმჯობესება - შემსრულებელთა კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის ამაღლების გზით; თანამედროვე განმარტებითი და ტექნიკური ლექსიკონების, საცნობარო და მეთოდური ლიტერატურის შეძენა (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით), თანამედროვე ელექტრონული ლექსიკონების შეძენა და მაღალი ხარისხის თანამედროვე, სინქრონული და ციფრული აპარატურის შეძენა, პრესკონფერენციებისა და სხვა შეხვედრების მაღალი ხარისხით ჩატარება
·      გაწეული იქნა ძალისხმევა მთარგმენლთა მუშაობის ხარისხის გასაზრდელად, კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის ასამაღლებლად. გადადგმული იქნა ნაბიჯები მათი საქმიანობის გასაუმჯობესებლად თანამდეროვე მატერიალ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გაიზარდა თარგმნილი და დამოწმებული გვერდების ოდენობა.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - ბიუროში შემოსული და ნათარგმნი დოკუმენტების კლასიფიკაციის მიხედვით დახარისხება და დაარქივება 2 მიზნობრივი მაჩვენებელი - სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაზრდა 3 მიზნობრივი მაჩვენებელი - სათარგმნი მასალების რაოდენობის ზრდა 4 მიზნობრივი მაჩვენებელი - ბიუროს, კანონით განსაზღვრული არასაბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა. სინქრონული აპარატურით, მაღალი ხარისხის მომსახურება, სხვა კომპანიებთან შედარებით შეღავათიან ფასებში, რის შედეგადაც სახელმწიფო ორგანიზაციებს შეუმცირდებათ საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება
1. მიზნობრივი მაჩვენებელი - ბიუროში შემოსული და ნათარგმნი დოკუმენტების კლასიფიკაციის მიხედვით დახარისხება და დაარქივება; მიღწეული მაჩვენებელი - დახარისხებული და დაარქივებული შემოსული/ნათარგმნი დოკუმენტები. 2. მიზნობრივი მაჩვენებელი - სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაზრდა 3. მიზნობრივი მაჩვენებელი - სათარგმნი მასალების რაოდენობის ზრდა; მიღწეული მაჩვენებელი - საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა ორგანიზაციების დაკვეთით შესრულებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების თარგმნა-დამოწმების რაოდენობა (35 563 გვერდი), სინქრონული თარგმნის საათების რაოდენობა (191 საათი). 4. მიზნობრივი მაჩვენებელი - ბიუროს, კანონით განსაზღვრული არასაბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა. სინქრონული აპარატურით, მაღალი ხარისხის მომსახურება, სხვა კომპანიებთან შედარებით შეღავათიან ფასებში, რის შედეგადაც სახელმწიფო ორგანიზაციებს შეუმცირდებათ საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება. მიღწეული მაჩვენებელი - მომსახურების ხარისხი შესაბამისობაშია დამკვეთის მოთხოვნებთან.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017