მოძებნე პროგრამის შედეგები

თავდაცვის მართვა და შესაძლებლობები (29 01)

გამოყოფილია 97.2 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო ოფისი

პროგრამის აღწერა და მიზანი

ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის უზრუნველყოფა შესაძლო სამხედრო აგრესიის შესაკავებლად და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში მონაწილეობის ...

ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის უზრუნველყოფა შესაძლო სამხედრო აგრესიის შესაკავებლად და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში მონაწილეობის მისაღებად; საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე და ეროვნული სამხედრო სტრატეგიით განსაზღვრული სამხედრო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეიარაღებული ძალების არსებული შესაძლებლობების შენარჩუნება და ამავე დროს, შეიარაღებული ძალების თანამედროვე სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობით, შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა საბრძოლო, საბრძოლო მხარდაჭერის და ლოგისტიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების შესაძლებლობების განვითარების მიზნით; სტრატეგიულ დონეზე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ განსაზღვრული ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკის მხარდასაჭერად და თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებების პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული მართვის ღონისძიებების დაგეგმვა; თავდაცვის სამინისტროს დიპლომატიური (სამოქალაქო და სამხედრო) წარმომადგენლების მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზება, შეიარაღების კონტროლის და ვერიფიკაციის ღონისძიებების განხორციელება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით; ეუთოსთან თანამშრომლობის ფარგლებში „ვენის 2011 წლის დოკუმენტის“, „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ“ და „ღია ცის“ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ღონისძიებების/ინსპექციების შესრულება.

თავდაცვის სამინისტროს ეფექტიანი მართვა; გაუმჯობესებული საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობა; შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლიათ თავდაცვის წარმოება სამოქმედო რაიონში და არსებული საშუალებების გამოყენებით მაქსიმალური ზიანის მიყენება მოწინააღმდეგისათვის დროის მოგების მიზნით; ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისას შესაბამისი რეაგირების უნარი;
·      თავდაცვის სამინისტროს ეფექტიანი მართვის მიზნით შემუშავდა და განახლდა სტრატეგიული და პროცედურული ტიპის დოკუმენტები; ·      შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და ასამაღლებლად განხორციელდა დაგეგმილი მრავალეროვნული, უწყებათაშორისი, სამმხრივი და სამეთაურო-საშტაბო სამხედრო სწავლებები; ·      2017 წლის განმავლობაში გააქტიურდა საერთაშორისო ჩართულობა, როგორც ნატო-სთან, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, რაც გამოიხატა საქართველოში უცხოელი ექსპერტების გააქტიურებულ ვიზიტებსა და სამინისტროს/შძ სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის უცხოეთში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობით. გაძლიერდა პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური მხარდაჭერა და პრაქტიკული დახმარება, რაც აისახება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისთვის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე. სრულდება საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები სავერიფიკაციო ინსპექციების მიმართულებით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე განსაზღვრული თავდაცვის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული მართვა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ეყრდნობა არსებულ ძალებს/საშუალებებს და შექმნილია წინაპირობა განვითარებისთვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნორმატიული აქტებითა და ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებების შესრულება, თავდაცვის სამინისტროს ძირითადი პოლიტიკისა და მიმართულებების განსაზღვრა. 2017 წელს „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის“ განახლება. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება და განვითარებისათვის ღონისძიებების გატარება
საბაზისო მაჩვენებელი - საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე განსაზღვრული თავდაცვის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული მართვა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ეყრდნობა არსებულ ძალებს/საშუალებებს და შექმნილია წინაპირობა განვითარებისთვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნორმატიული აქტებითა და ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებების შესრულება, თავდაცვის სამინისტროს ძირითადი პოლიტიკისა და მიმართულებების განსაზღვრა. 2017 წელს „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის“ განახლება. შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება და განვითარებისათვის ღონისძიებების გატარება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: ·      დამტკიცებული სტრატეგიული და პროცედურული ტიპის დოკუმენტები: „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი 2017-2020“; „თავდაცვის მინისტრის დირექტივები 2017“; „თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო 2018-2021“; „თავდაცვის სამინისტროს სისტემაში პერსონალის მართვის ინსტიტუციური განვითარების ხედვა - 2017-2020“; ·      შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და ასამაღლებლად განხორციელებული 4 მრავალეროვნული, 2 უწყებათაშორისი, 2 სამმხრივიდა 25-მდე სამეთაურო-საშტაბო სამხედრო სწავლებები; ·      ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის, ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში საქართველო ევროკავშირის სამუშაო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების, აგრეთვე, ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებით გაწერილი განხორციელებული ღონისძიებები.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017