თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების მიზნით სამხედრო მოსამსახურეების წვრთნისა და განათლების სისტემის გაუმჯობესება. ...
თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების მიზნით სამხედრო მოსამსახურეების წვრთნისა და განათლების სისტემის გაუმჯობესება. მაღალკვალიფიციური პირადი შემადგენლობის ჩამოყალიბების მიზნით რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული წვრთნა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებით მომზადება; კადეტების ზოგადი განათლების და დაწყებითი სამხედრო მომზადების უზრუნველყოფა ყოველწლიურად. მათი საცხოვრებელი პირობებით, მკურნალობით, კვებით, უნიფორმითა და სასწავლო ინვენტარით უზრუნველყოფა; აკადემიური განათლების უზრუნველყოფა, ეფექტიანი საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, უცხოეთის სამხედრო და სამოქალაქო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მსმენელების/იუნკერების, პროფესორ-მასწავლებლების/ინსტრუქტორების საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება, პარტნიორი ქვეყნებიდან ინსტრუქტორების მოწვევა; ასევე სასწავლო პროცესისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; სამხედრო სწავლებების, სასწავლო კურსების, სიმულაციური საშუალებების განვითარება, სამხედრო განათლებისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების, ასევე სპეციალიზაციის კურსების უზრუნველყოფა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019