მოძებნე პროგრამის შედეგები

მართვის, კონტროლის, კავშირგაბმულობის და კომპიუტერული სისტემები (29 04)

გამოყოფილია 86.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიურო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლისათვის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემების გამართული ფუნქციონირება. ...

საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლისათვის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემების გამართული ფუნქციონირება. მონაცემებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა კიბერ და საკომუნიკაციო უსაფრთხოების სისტემების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის მხრიდან საზიანო ქმედებების თავიდან აცილებას, უარყოფითი შედეგების შემცირებას და ყველა ელემენტის ფუნქციონირების უმოკლეს ვადებში აღდგენას. მონაცემთა და ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავდაცვის სფეროში და თანამშრომლობა სხვა შესაბამის უწყებებთან. თავდაცვითი ოპერაციების ერთიანობისა და უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ქვედანაყოფების მობილური და სტაციონარული მართვისა და კონტროლის სისტემის დახვეწა.

თავდაცვითი ოპერაციების ერთიანობისა და უწყვეტობის შენარჩუნება.
·      დაინერგა ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები; გაუმჯობესებულია თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფრასტუქტურის უსაფრთხოება; ·      აღდგენილი და შენარჩუნებულია შეიარაღებაში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების მუშაუნარიანობა/ ქმედითუნარიანობა; ·      უზრუნველყოფილია უსაფრთხო რადიოკავშირის და ნავიგაციის საერთო ოპერატიული სურათის მიღება; ·      გაზრდილია მობილურობა და ინფორმაციის დაცულობა; ·      გაღრმავდა თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, რაც დადებითად აისახა კიბერშესაძლებლობების განვითარებაზე; ·      დაინერგა ERP-ის სისტემის ადამიანური რესურსების მართვის მოდული.
1 საბაზისო მაჩვენებელი - კრიტიკული კავშირგაბმულობის და ინფორმაციული უსაფრთხოების არსებული სისტემები ფუნქციონირებს გამართულად; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება, ლიცენზიების უზრუნველყოფა არსებული კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით
საბაზისო მაჩვენებელი - კრიტიკული კავშირგაბმულობის და ინფორმაციული უსაფრთხოების არსებული სისტემები ფუნქციონირებს გამართულად; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება, ლიცენზიების უზრუნველყოფა არსებული კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: ·      კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი მექანიზმების შექმნის მიზნით, განხორციელდა მაღალი კლასის მონაცემთა შესანახი სისტემის და სასერვერო ნაწილების შესყიდვა; ·      თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა თავდაცვის სამინისტროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი; ·      ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მიზნით დანერგილი უსაფრთხოების მექანიზმები.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017