1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, რომლის მიზანია დაიცვას მოქალაქეების სიცოცხლე და უზრუნველყოს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამოქმედების შედეგად გაუმჯობესებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საქართველოს პარლამენტში წარდგენილი და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი, რომლის თანახმადაც სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, ავტომატურ რეჟიმში ეცნობება დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ან აპლიკაციის საშუალებით
2.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - საზოგადოებრივი ცნობიერების ამღლებისათვის არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით 5 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო-ინტერაქტიული შეხვედრა
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - რეგიონების მოსახლეობასთან შსს–ს სხვადასხვა მმართველი რგოლის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა; საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საანგარიშო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით 26 საჯარო და კერძო სკოლის, 2000-ზე მეტ მოსწავლესთან გაიმართა საინფორმაციო-ინტერაქტიული გაკვეთილები.
3. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - სამინისტრო ახორციელებს ეფექტურ საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმების, პოლიციის ატაშეების წარგზავნის და ერთობლივი პროგრამების განხორციელების გზით. დღეის მდგომარეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 ქვეყანაში ყავს წარგზავნილი პოლიციის ატაშე; დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში გაფორმებულია 26 ხელშეკრულება
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების რაოდენობა; წარგზავნილი პოლიციის ატაშეების რაოდენობა; პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ერთობლივი პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების (სასწავლო ვიზიტები, ტრეინინგები და სწავლებები) რაოდენობა
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საანგარიშო პერიოდში ხელი მოეწერა შეთანხმებებს/მემორანდუმებს შემდეგ ქვეყნებთან: ბელარუსი (საგამოძიებო კომიტეტთან გაფორმებული ოქმი), შვედეთი, ევროპოლი, უნგრეთი (ერთობლივი განცხადება), ლიტვა (ლიტვის პოლიციასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი), ლატვია (ერთობლივი განცხადება), ლიტვა (ერთობლივი განცხადება), საბერძნეთი, იტალია (კარაბინიერების სამსახურთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი), ესტონეთი (ერთობლივი განცხადება);
ü ოქმი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე განზრახულებების თაობაზე“;
ü შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
ü ოქმი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2009 წლის 8 დეკემბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
ü ერთობლივი განცხადება „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ – 2017 წლის 7 ივლისი;
ü შეთანხმება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ – ხელმოწერილია ქ. პეკინში 2017 წლის 25 სექტემბერს, ძალაშია ხელმოწერის დღიდან;
ü 2017 წლის 11-14 დეკემბერი: განხორციელდა მოლდოვის რესპუბლიკის შსს-ს პოლიციის მთავარი ინსპექტორატის დელეგაციის სასწავლო ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მოლდოვას მხარის წარმომადგენლები ესტუმრნენ შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფებს, კერძოდ: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, გენერალურ ინსპექციას, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტს, სსიპ მომსახურების სააგენტოსა და სსიპ შსს-ს აკადემიას. სტუმრები გაეცნენ ზ/ა ქვედანაყოფების საქმიანობის სპეციფიკასა და ძირითად მიმართულებებს.
ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე
· საანაგრიშო პერიოდში ვერ განხორციელდა პოლიციის ატაშეს წარგზავნა ევროპოლში ვინაიდნა მეკავშირე ოფიცრის წარგზავნა, არსებული პროცედურების შესაბამისად, საჭიროებს „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმების არსებობას. ხსენებული შეთანხმება თავისი არსით წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას. 2017 წლის მდგომარეობით შესაძლებელი იყო აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა, თუმცა ევროპოლის მხარის მიერ შეფერხდა პროცედურები და მხოლოდ 2018 წლის იანვარში მოხდა შეთანხმების საბოლოო ტექსტის მოწოდება და შესაბამისად 2018 წელს ხელი მოეწერბა შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა ხელმოწერის თანავე და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება საქართველოს წარმომადგენლის წარგზავნა ევროპოლში.
4. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია სათანადო რადიოკავშირის საშუალებებით სახელმწიფო საზღვრის სრული დაფარვა. დღეის მდგომარეობით იფარება კონტროლირებადი საზღვრის პერიმეტრის დაახლოებით 99% (1 922 კ/მ ). დღეის მდგომარეობით შსს ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართულია სასაზღვრო სექტორებისა და სანაპირო დაცვის სადგურების საერთო რაოდენობის 28%. დღეის მდგომარეობით საზღვრის მონაკვეთები აღჭურვილია 55 ცალი მახე-კამერით
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - კავშირგაბულობის არსებული საშუალებების ტექნიკური მომსახურება, რემონტი. კავშირგამბულომის არსებული საშუალებების ელექტრო ენერგიით მუდვივად უზრუნველყოფის მიზნით შეძენილი 15 ცალი (24 ვოლტიანი) აკუმლატორები
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საანგარიშო პერიოდში საჭიროების შესაბამისად განხორციელდა არსებულლი კავშირგაბმულობის საშუალებების უწყვეტი მომსახურება და რემონტი
ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე
· ცდომილების მაჩვენებელი 100%. ვინაიდან 2017 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა „BOMS”-ის პროექტის ფარგლებში სათვალთვალო სისტემების მოწყობაზე და აღნიშნული პროექტის დასრულებამდე არ იყო ცნობილი რამდენი აკუმულატორის შეძენა იქნებოდა საჭირო (თითოეული აკუმულატორის ღირებულება შეადგენს 30 000 ლარს) რაოდენობის გარკვევამდე აღნიშნული აკუმულატორების შესყიდვა შეჩერდა. “BOMS”-ის პროექტით გათვალისწინებული სათვალთვალო სისტემის მოწყობის დასრულების შემდეგ 2018 წელს საჭირო იქნება 15 აკუმულატორის ნაცვლად 10 აკუმულატორის შეძენა
5. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭიროა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება დღეის მდგომარეობით თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით გასაახლებელია სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის 70 %
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 5% -ით განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საანაგრიშო პერიოდში მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების მიზნით შეძენილია: ლეპტოპი - 34 ცალი, პერსონალური კომპიუტერი - 980, უწყვეტი კვების წყარო - 287, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები - 17, დიზელ გენერატორი - 52, ტრანსფორმატორები - 4, 48 პორტიანი ქსელური კომპლექტი - 3, 24 პორტიანი ქსელური კომპლექტი - 3, 12 პორტიანი ქსელური კომპლექტი - 2, ქსელური მარშუტიზატორი - 1, რეპიტერი - 2, ქსელური გამმართველი - 2, როუტერი - 2, კარვები - 45, სერვერი - 2, სკანერი - 76, GPS მოწყობილობა - 10, VOIP ტელეფონები - 245, ვიდეო კამერა - 107, კონდიციონერი - 118, ალკომეტრი - 90, პრინტერი - 157, სენდვიჩ-პანელის ჯიხური - 2, გაზური ქრომატოგრაფ-მას-სპექტრომეტრი - 1, ხმაურმზომი - 30, გორგოლაჭინი სავარძელი - 245, საოფისე სკამი - 25, კომპიუტერის მაგიდა - 4, იარაღის შესანახი კარადა - 15, საპრეზენტაციო კარავი - 2, მაგიდა - 6, კომბინირებული კარადა - 12, საავტომობილო ვიდეორეგისტრატორი - 30.