მოძებნე პროგრამის შედეგები

სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლება (30 06)

გამოყოფილია 105.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის დახვეწა; ...

ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის დახვეწა; საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მასზე მზადყოფნის, რეაგირებისა და მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის საჭირო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით საქმიანობის ორგანიზება; სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელების კოორდინირება; „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების ეტაპობრივი შემუშავება და მიღება; ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია, სახანძრო-სამაშველო სპეციალური ავტოტრანსპორტისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება/მოდერნიზაცია.

ქვეყანაში გაუმჯობესებული სამოქალაქო უსაფრთხოების დონე; სააგენტოს პირადი შემადგენლობის და რეაგირების ძალების, ასევე მოსახლეობის საგანგებო სიტუაციებზე და ინციდენტებზე მზადყოფნის და რეაგირების ეფექტურობის გაზრდილი მაჩვენებელი; ქვეყანაში მართვის ყველა დონეზე, თანამედროვე სტანდარტების საგანგებო და რისკის მართვის შემუშავებული გეგმები, აგრეთვე მათი სრულყოფისა და განვითარების მიზნით დანერგილი სიმულაციური ვარჯიშები და ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმები; ობიექტების უზრუნველყოფა სახანძრო უსაფრთხოების სისტემით, რომელიც მიმართული იქნება ხანძარ საშიში ფაქტორების, მათ შორის, მათი როგორც მეორადი გამოვლინების თავიდან ასაცილებლად.
·      ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, დაიხვეწა და განვითარდა საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემა; ·      საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების თანამშრომელთა კონსულტაციები საგანგებო მართვის გეგმების დანერგვის უზრუნველყოფის საკითხებზე, ასევე შიდაუწყებრივი და საუწყებათაშორისო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისათვის და მოსახლეობისათვის ჩატარდა 6 ორგანიზებული სწავლება და ტერნინგი; ·      შემუშავებულია საქართველოს მთავრობის დადაგენილების პროექტი „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“; ·      7%-ით გაუმჯობესდა სახანძრო სამაშველო ინფრასტრუქტურა; ·      42% განახლდა მეხანძრე-მაშველთა მატერიალურ ტექნიკური ბაზა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის აუცილებელია, საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსახლეობისა და რეაგირების ძალების, ასევე სააგენტოს პირადი შემადგენლობის საგანგებო სიტუაციებზე და ინციდენტებზე მზადყოფნა და რეაგირების ეფექტურობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელების კოორდინირება; მიზნობრივი მაჩვენებელი - საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც შიდაუწყებრივი, ასევე საუწყებათაშორისო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისათვის და მოსახლეობისათვის ორგანიზებული სწავლებებისა და ტერნინგების რაოდენობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს კანონით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მიღება; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახანძრო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკა და შემუშავებული სახელმწიფო ზომები - რეალიზება, ხანძრის პროფილაქტიკისა და დასახლებების, ორგანიზაცია - დაწესებულებების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ამაღლებული ეფექტურობა 4 საბაზისო მაჩვენებელი - არსებული შენობების რეაბილიტაცია და საჭიროების შემთხევაში ახლის აშენება; მიზნობრივი მაჩვენებელი - განახლებული და აშენებული შენობების რაოდენობა 5 საბაზისო მაჩვენებელი - საგანგებო სიტუაციების მათვის დეპარტამენტის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა მოძველებული ავტოპარკის განახლება; მიზნობრივი მაჩვენებელი - განახლებული სპეცტექნიკის რაოდენობა 6 საბაზისო მაჩვენებელი - სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობისა და ტექნიკური ბაზის სრულყოფა და შემდგომი განვითარება; მიზნობრივი მაჩვენებელი - თანამედროვე სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკური ბაზა
1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის აუცილებელია, საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსახლეობისა და რეაგირების ძალების, ასევე სააგენტოს პირადი შემადგენლობის საგანგებო სიტუაციებზე და ინციდენტებზე მზადყოფნა და რეაგირების ეფექტურობა მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - შემუშავებულია საქართველოს მთავრობის დადაგენილების პროექტი „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“. 2. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელების კოორდინირება დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც შიდაუწყებრივი, ასევე საუწყებათაშორისო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისათვის და მოსახლეობისათვის ორგანიზებული სწავლებებისა და ტერნინგების რაოდენობა მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ü  დაიწყო და მიმდინარეობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების თანამშრომელთა კონსულტაციები საგანგებო მართვის გეგმების დანერგვის უზრუნველყოფის საკითხებზე; ü  საერთაშორისო ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვების“ მხარდაჭერით ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის საზოგადოების და ინსტიტუციების მდგრადობის გაუმჯობესება სამხრეთ კავკასიაში (DIPECHO-4)“ - პროექტის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, განხორციელდა აღმასრულებელი ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში უფლებამოსილი პირების საგანგებო სიტუაციების მართვისა და რისკის შემცირების თემატიკაზე მომზადება; ü  ჩატარდა ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამხედრო-სამოქალაქო სამაგიდო სწავლება ,,კოლხიდა 2017’’. (აშშ-ს შეიარაღებული ძალების საინჟინრო კორპუსის; აშშ-ს საელჩო საქართველოში; აშშ-ს სამხედრო სარდლობა ევროპაში და საქართველოს თავადცვის სამინისტროს მონაწილეობით); ü  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში ჩატარდა სამაგიდო სწავლების ელექტრონული სიმულაციური ვარჯიში; ü  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის N23-ე ბაგა-ბაღში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. სააგენტოს თანამშრომლებმა აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაუზიარეს. სწავლება არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ის მიერ, პროექტის – „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში დაიგეგმა; ü  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმის N2 საჯარო სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. სააგენტოს თანამშრომლებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაუზიარეს. ü  სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით, არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ის მიერ, ჩატარდა შშმ ბავშვთა დღის ცენტრ „აისი“-ში სიმულაციური სწავლება. 3. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს კანონით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მიღება დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - სახანძრო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკა და შემუშავებული სახელმწიფო ზომები - რეალიზება, ხანძრის პროფილაქტიკისა და დასახლებების, ორგანიზაცია-დაწესებულებების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის ამაღლებული ეფექტურობა მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - შემუშავდა და გამოიცა საქართველოს მთავრობის 7 დადგენილება, კერძოდ: ·      „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილება; ·      „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N371 დადგენილება; ·      „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N508 დადგენილება; ·      „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N119 დადგენილება; ·      „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის– საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 მარტის N138 დადგენილება; ·      „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის N452 დადგენილება; ·      „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის N453 დადგენილება; ·      შემუშავდა და გამოიცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 6 ბრძანება, კერძოდ: ·      „ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის N636 ბრძანება; ·      „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის N1061 ბრძანება. 4. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - არსებული შენობების რეაბილიტაცია და საჭიროების შემთხევაში ახლის აშენება დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - განახლებული და აშენებული შენობების რაოდენობა მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - განხორციელებული ქ. ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები; აშენებული ქ. რუსთავის სახანძრო-სამაშველო ობიექტი; ქ. ბათუმის სახანძრო-სამაშველო ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჩაუტრადა: ქ. ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო 1 ობიექტს, ქ. ქუთაისის სახანძრო-სამაშველო 1 ობიექტს, თბილისის სახანძრო-სამაშველო 4 ობიექტს, ცენტრალური ადმინისტრაციის კორპუსს. 5. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - საგანგებო სიტუაციების მათვის დეპარტამენტის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროა მოძველებული ავტოპარკის განახლება დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - განახლებული სპეცტექნიკის რაოდენობა მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ვერ განხორციელდა სახანძრო-სამაშველო სპეციალური ავტოტრანსპორტის განახლება/მოდერნიზაცია. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე ·      ცდომილება 100%. გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ვერ განხორცილედა ავტოპარკის განახლება. 6. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობისა და ტექნიკური ბაზის სრულყოფა და შემდგომი განვითარება დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - თანამედროვე სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკური ბაზა მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობისა და ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიზნით შეძენლი იქნა: მყვინთავის აღჭურვილობის 4 კომპლექტი, სხვადასხვა ზომის სახანძრო სახელო - 575, სხვადასხვა ზომის სახანძრო გადამყვანი - 50, სამკაპი - 15, გამაფრქვეველი ლულა - 60, ჰიდრანტის სვეტი - 15, დიელექტრიკული საჭრელი -10, შემწოვი ბადე - 42, ლაფეტის გადასატანი - 10, შემწოვი სახელოს გადასაჭერი ქანჩი - 14, მაიზოლირებელი შეკუმშული ჰაერის აპარატი - 100, რეგენერაციული მაიზოლირებელი სასუნთქი (რესპირატორი) – 12, სამმუხლა კიბე - 56, წყლის საქაჩი ტუმბო - 10, ჰიდრავლიკური საჭრელები- 2, სხვადასხვა ტიპის ხერხი - 220, პრეფორატორი - 5.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019