მოძებნე პროგრამის შედეგები

განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (32 01)

გამოყოფილია 101 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი; საგანმანთლებლო რესურსცენტრები; სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; საქართველოს ყველა მოქალაქისათვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნა და განვითარება, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელება; საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაცია, საზოგადოების თითოეულ წევრთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად განათლების ხარისხზე ზრუნვა, მისი მუდმივი გაუმჯობესება და ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ამაღლება; ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების, დანერგვისა და განვითარების სისტემის სრულყოფა და მისი მუშაობის უზრუნველყოფა; ეროვნული სასწავლო გეგმის ხელშეწყობის მიზნით I-VI და VII-XII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება; საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების სრულყოფა; ქართული საგანმანათლებლო სივრცის ინტეგრაციის ხელშეწყობა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში და ბოლონიის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა; შრომის ბაზრის კვლევებით იდენტიფიცირებული პროფესიებისათვის პროფესიული სტანდარტების შემუშავება და არსებული პროფესიული სტანდარტების გადახედვა განახლებული მეთოდოლოგიის და საერთაშრისო გამოცდილების საფუძველზე ; პროფესიული განათლების სფეროში დისტანციური სწავლების კონცეფციის მომზადება და პილოტირება; დამსაქმებლებთან თანამშრომლობით ჩარჩო-პროგრამების შემუშავება; ახალი მონაცემთა ცენტრის (Data Center) ამოქმედება; საჯარო სკოლებში საკლასო ოთახებსა და კლას-კაბინეტებში ლოკალური ქსელის მოწყობის ორგანიზება; საჯარო სკოლების VoIP სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა; გამოცდების/კონკურსების ორგანიზება - ტექნიკური მხარდაჭერა და მონიტორინგი; ინფორმაციული უსაფრთოების მართვის სისტემის დანერგვა; ზოგად განათლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების პოლიტიკის (ICT Policy) დოკუმენტის შემუშავება; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის საინფორმაციო სისტემის (eSchool) განვითარება - არსებული მოდულების დახვეწა, ახალი მოდულების დეველოპმენტისა და მათი სისტემაში ინტეგრაციის უზრუნველყოფა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის დანერგვის ორგანიზება; პროფესიული საგანმანათლებლო დაწებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის (eVET) მოდიფიცირება ახალი საჭიროებების/მოდულური სწავლების შესაბამისად; eUNI - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება; მასწავლებელთა შეფასების ელექტრონული სისტემის განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა; სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად, პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემისა და რესურსების მოდიფიცირება; განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზების განვითარება; განათლების მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა; მართვის სისტემის მიერ შემუშავებული ელექტრონული პროდუქტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულებისათვის თემატური ტრენინგების უზრუნველყოფა;

მმართველობითი ინფორმაციის მომზადების დროის შემცირება და სანდოობის გაზრდა; საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის და კონტროლის სისტემის გაუმჯობესება და მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობისა და ხარისხის უზრუნველყოფა; განათლების ხარისხის შიდა და გარე მექანიზმების შედეგებზე ორიენტირებული სისტემის დანერგვა და მისი მეშვეობით საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება; სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე პრინციპის დანერგვისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე ექსპერტების გადამზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა; შეუფერხებელი განათლების მიღების ხელშეწყობა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უცხოეული სტუდენტებისა და საქართველოს მოქალაქეების - საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში; პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარება. განათლების სისტემაში თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება; ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა, მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა/ განვითარება;
·         გაიზარდა სანდოობა და შემცირდა მმართველობითი ინფორმაციის მომზადების დრო; ·         გაუმჯობესებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის და კონტროლის სისტემა და უზრუნველყოფილია მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა და ხარისხი, დამტკიცებულია ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები; ·         სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ხელი შეუწყო უცხოეული სტუდენტების - საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და საქართველოს მოქალაქეების - საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში შეუფერხებელი განათლების მიღებას; განხილულ იქნა განათლების აღიარების თაობაზე განცხადებები; მომზადდა განათლების აღიარების დოკუმენტები და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსთან დაკავშირებით ცნობები; განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გაიცა პროფესიული დიპლომი/დიპლომი; ·         პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარებით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ხელი შეუწყო სანდო და ვალიდური კვალიფიკაციების არსებობას, კვალიფიკაციების მიმართ ნდობის ამაღლებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, პროფესიული სტანდარტებისა და კვალიფიკაციების განვითარებას; ·         განხორციელებულია ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პირველი ეტაპი, აღნიშნული ხელს უწყობს მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრებისა და აკადემიური მოსწრების აღრიცხვისა და ანალიზის ეფექტიანობას. ·         პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემა (eVet), რომელშიც ჩართულია ყველა სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მოდიფიცირებულია მოდულური/დუალური სწავლებს შესაბამისად; ასევე, სისტემა ხელმისაწვდომია კერძო კოლეჯებისთვის; საგნობრივი პროგრამებისთვის მოქმედებს სტუდენტთა დასწრებისა და აკადემიური მოსწრების აღრიცხვის სისტემა; ერთიან საინფორმაციო სისტემაში, ხელმისაწვდომია ყველა სახის მონაცემები პროფესიული განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების რესურსებისა და მათი ბენეფიციარების შესახებ; დანერგილია აპლიკანტთა ელექტრონული რეგისტრაცია; ·         უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების ადმინისტირების ხელშწყობის მიზნით, შემუშავებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის (eUni) საბაზო ვარიანტი და საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემა (QMS), ასევე დაიწყო სტუდენტთა მიერ მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსების ადმინისტრირების პროცესის ავტომატიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები; ·         უზრუნველყოფილ იქნა მე-12 კლასში შემავალი საგნების სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის ცენტრალიზებული გამოცდები. ასევე, სკოლის გამოსაშვები გამოცდების (CAT), ეროვნული სასწავლო და სამოქალაქო ოლიმპიადების, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა პროფესიული ტესტირებისა და სხვა მსგავსი ღონისძიების ტექნიკური მხარდაჭერა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობდა მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნისა და განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფისა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიზნით; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაგრძელდება მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნისა და განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფისა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიზნით 2 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისა და სტანდარტების ანალიზი და განახლება მათი სრულყოფის მიზნით; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაგრძელდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისა და სტანდარტების ანალიზი და განახლება მათი სრულყოფის მიზნით 3 საბაზისო მაჩვენებელი - ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში 450 პროფესიული კვალიფიკაციაა, შრომის ბაზრის ინფორმაციის საფუძველზე საჭიროა პროფესიული კვალიფიკაციების ჩამონათვალის რეგულარული განახლება; გადამუშავდა 249 სტანდარტი ასევე დამტკიცებულია 80 და დანერგილია 45 მოდულარული პროფესიული პროგრამა; მიზნობრივი მაჩვენებელი - დამატებით 50 პროფესიული სტანდარტის პროექტის მომზადება/გადახედვა და 50 მოდულური პროფესიული პროგრამის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მათი დანერგვის მიზნით. არანაკლებ 10 სტანდარტის გადამუშავება და მინიმუმ 5 სახელმძღვანელოს მომზადება 4 საბაზისო მაჩვენებელი - Voip სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფილია ჩართული თბილისის საჯარო სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი; მიზნობრივი მაჩვენებელი - Voip სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფილი იქნება თბილისის საჯარო სკოლები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1.5 - 3 %; შესაძლო რისკები - მაღალი გამტარიანობის ოპტიკური კავშირების განვითარების დაბალი ტემპი რეგიონებში, შესაბამისად, მომწოდებელთა შეზღუდული შესაძლებლობები. გარე რისკები (კლიმატური პიროებები და ა.შ) 5 საბაზისო მაჩვენებელი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის სისტემაში მოქმედებს მასწავლებელთა შეფასების ელექტრონული სისტემა და პილოტურ რეჯიმში ელექტრონული ჟურნალის მოდული. შემუშავებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმა. ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია ზოგადსაგანმანათლებლო ინდიკატორებისა და სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - ამოქმედებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის შემთხვევაში ელექტრონული ჟურნალის მოდული და მასწავლებელთა შეფასების ელექტრონული სისტემა სრულად ; პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემა მორგებულია მოდულური სწავლების ამოცანებსა და პრინციპებზე; მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემა. ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო ინდიკატორებისა და სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია; შესაძლო რისკები - ახალი სისტემების შემუშავების/დანერგვის/ექსპლუატაციაში გაშვების მართვის ხარვეზები. მომხმარებლების მიერ, სისტემებთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების არასათანადო ფლობა
1.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი მიმდინარეობდა მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნისა და განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფის, მეცნიერების განვითარების და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიზნით. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი გაგრძელდება მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნისა და განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფის, მეცნიერების განვითარების და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიზნით. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი მიმდინარეობდა მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნისა და განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფის, მეცნიერების განვითარების და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიზნით; 2.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი მიმდინარეობდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისა და სტანდარტების ანალიზი და განახლება მათი სრულყოფის მიზნით. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი გაგრძელდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისა და სტანდარტების ანალიზი და განახლება მათი სრულყოფის მიზნით. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი სრულყოფის მიზნით გაგრძელდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურების და სტანდარტების განახლება, დამტკიცდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურები და შემუშავდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების პროექტი. 3.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში 450 პროფესიული კვალიფიკაციაა, შრომის ბაზრის ინფორმაციის საფუძველზე საჭიროა პროფესიული კვალიფიკაციების ჩამონათვალის რეგულარული განახლება; გადამუშავდა 249 სტანდარტი ასევე, დამტკიცებულია 80 და დანერგილია 45 მოდულარული პროფესიული პროგრამა. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი დამატებით 50 პროფესიული სტანდარტის პროექტის მომზადება/გადახედვა და 50 მოდულური პროფესიული პროგრამის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მათი დანერგვის მიზნით. არანაკლებ 10 სტანდარტის გადამუშავება და მინიმუმ 5 სახელმძღვანელოს მომზადება. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი მომზადდა 123 პროფესიული სტანდარტის პროექტი და 42 ჩარჩო დოკუმენტი დანერგილია 14 მოდულური პროფესიული პროგრამა. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების მიზნით გაკეთებული ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა გადამუშავებული და დამტკიცებული სტანდარტების რაოდენობა. საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით დამატებით შემუშავდა ხარისხის მართვის სისტემა (QMS), რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებების ავტორიზაცისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების ავტომატიზაციას. ვებგვერდის საშუალებით საგანმანათლებლო ინდიკატორებისა და სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირება. 4.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი Voip სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფილია ჩართული თბილისის საჯარო სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი Voip სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფილი იქნება თბილისის საჯარო სკოლები. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი Voip სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფილია სკოლების 3%. 5.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის სისტემაში მოქმედებს მასწავლებელთა შეფასების ელექტრონული სისტემა და პილოტურ რეჯიმში ელექტრონული ჟურნალის მოდული. შემუშავებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმა. ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია ზოგადსაგანმანათლებლო ინდიკატორებისა და სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი ამოქმედებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის შემთხვევაში ელექტრონული ჟურნალის მოდული და მასწავლებელთა შეფასების ელექტრონული სისტემა სრულად; პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემა მორგებულია მოდულური სწავლების ამოცანებსა და პრინციპებზე; მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემა. ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო ინდიკატორებისა და სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ·         ამოქმედებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული ჟურნალის მოდული, რომლის დანერგვის საპილოტე პროგრამამ მოიცვა 359 საჯარო სკოლა; ·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად მოდიფიცირებულია და მოქმედებს მასწავლებელთა შეფასების ელექტრონული სისტემა; ·         პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემა მორგებულია მოდულური სწავლების ამოცანებსა და პრინციპებზე; ·         შემუშავებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის (eUni) საბაზო ვარიანტი. ასევე, შემუშავდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სისტემა (QMS), რომელიც მზადაა ტესტირებისათვის; ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო ინდიკატორებისა და სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017