ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის; ...
ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის; საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, სრულად განახორციელონ მათთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები; მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება და მათი ხელფასების ეტაპობრივი ზრდა. ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბება, სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა და მართვა; საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლეებისათვის და კერძო სკოლის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა კატეგორიების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა; სკოლებში იმ მოსწავლეების ტრანსპორტირების პროცესის ხელშეწყობა, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ დასახლებულ პუნქტებში (სოფელი, დაბა) სადაც არ ფუნქციონირებს სკოლები და მანძილი სოფლებს შორის შესამჩნევია, ასევე აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები. ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა; საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება; ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების კვალიფიციური ფსიქო-სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფა; საჯარო სკოლებში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეთათვის შესაბამისი სასწავლო სესიების (გაკვეთილების), ექსკურსიებისა და გაფართოებული შეხვედრების ჩატარება, მათი შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენის გზით; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა და დისციპლინის გაუმჯობესება; საქართველოს საჯარო სკოლების ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019