მოძებნე პროგრამის შედეგები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (32 02 02)

გამოყოფილია 104.2 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში (ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო) დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლება; სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების ...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში (ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო) დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლება; სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა; სამიზნე ჯგუფების პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის განმსაზღვრელი პროფესიული სტანდარტების შემუშავება, საერთაშორისო სტანდარტებისადმი და მოთხოვნებისადმი გათანაბრება და დანერგვა, მასწავლებლის პროფესიული სტატუსის ამაღლება; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებითა და ინტერვენციების განხორციელებით;

პროფესიული სტანდარტების რევიზია და დანერგვა; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის ხელშეწყობა; არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესება; პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება.
·         პროფესიული სტანდარტის განვითარებისა და დანერგვის მიზნით შემუშავდა/განახლდა 32 სატრენინგო მოდული; ·         ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ფარგლებში მოწესრიგდა სამართლებრივი ბაზა, შემუშავდა დამხმარე რესურსები, მასწავლებლის შეფასების ჯგუფებისათვის მომზადდა, ჩატარდა სქემის მონიტორინგი; ·         ამაღლებულ იქნა სამიზნე ჯგუფების (მასწავლებლები, დირექტორები, პროფესიული განათლების მასწავლებლები) კვალიფიკაცია; ·         გაიზარდა სკოლის შიდა შეფასების ჯგუფებისა და ფასილიტატორების სამუშო პოტენციალი; ·         არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების ჩართულობა, როგორც საქართველოს საგანმანათლებლო, ასევე სამუშაო სექტორში.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის მარტის მდგომარეობით 74,4% პრაქტიკოსი მასწავლებელია დასაქმებული სკოლაში, 25,2 % - უფროსი მასწავლებელი, 0,3 % - წამყვანი მასწავლებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - სქემაში უფროსი მასწავლებლების ხვედრითი წილი გაზრდილია დაახლოებით 15 %-ით; საგანჩაბარებული პრაქტიკოსი მასწავლებლების 70%-ს გავლილი აქვს ტრენინგ კურსის ზოგადი ნაწილი. ინდივიდუალური და/ან ჯგუფური კონსულტაციები ჩატარებულ იქნა შეფასების ჯგუფის წევრებისთვის (20 700 წევრი), მათ შორის 3 773 ფასილიტატორია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - მასწავლებლების მიერ საგნობრივი გამოცდის ჩაბარების დაბალი მაჩვენებელი; სკოლის ბაზაზე არსებული შიდა შეფასების ჯგუფის წევრების ხშირი ცვლა 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის ბოლოს შემუშავებულია „პროფესიული განათლების მასწავლებლის, საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის რეგულირების შესახებ პროექტი“, მომზადებული და დამტკიცებულია შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც, ხორციელდება პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგები; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემუშავებულია პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთიანი სისტემა. ზოგადპედაგოგიური კურსის პილოტირება სრულდება. პროფესიული განათლების მასწავლებელთა 15%-ს გავლილი აქვს ზოგადპედაგოგიური კურსი; პროფესიული განათლების მასწავლებელთა 30% დატრენინგებულია საწარმოში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - მასწავლებელთა დაბალი მოტივაცია, მსხვილი და წარმატებული საწარმოების ჩართულობის მაჩვენებელი 3 საბაზისო მაჩვენებელი - არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 2016 წლის მარტის მდგომარეობით დასაქმებულია 105 კონსულტანტ-მასწავლებელი და 149 დამხმარე მასწავლებელი. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლების მხოლოდ 5%-მდეა ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში ენობრივი ბარიერისა და მრავალფეროვანი პროფესიული რესურსების არარსებობის გამო; მიზნობრივი მაჩვენებელი - არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მიერ წარმოდგენილი „ქართული როგორც მეორე ენის“ მასწავლებლის ვაკანსიების დაახ. 90 % შევსებულია პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლებით. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაახ. 70%-ში წარმოდგენილია პროგრამის დამხმარე მასწავლებელი. ადგილობრივი მასწავლებლების 20 % ჩაერთვება პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ენის კურსებში; ადგილობრივი მასწავლებლების დაახლოებით 15%, წარმატებით ასრულებს ენის კურსს და პროფესიული უნარების ტრენინგს. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების დაახლოებით 30%-ს გავლილი აქვს საგნობრივი ტრენინგები მშობლიურ (აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ) ენაზე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - მასწავლებელთა დაბალი მოტივაცია 4 საბაზისო მაჩვენებელი - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს ხელშეწყობით მიმდინარეობს 7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა, პროფესიული განვითარების ფასილიტატორთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი ინტერვენციის დაგეგმვა. სამიზნე ჯგუფი განისაზღვრა 24 000 პირით; შემუშავდა მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების მოდელი; შექმნილია ტრენერთა მომზადების და სერტიფიცირების სისტემა; შეირჩა და სერტიფიცირება გაიარა 200-მა ტრენერმა; ლიდერობის აკადემიის პირველი დონის სამი მოდული გაიარა 1500 -მა საჯარო სკოლის დირექტორმა; ზოგადი პროფესიული უნარების პირველი მოდული გაიარა 7000 -მა მასწავლებელმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტრენინგს გაივლის 3000 - მდე სკოლის დირექტორი და 9000 - მდე მასწავლებელი; სერტიფიცირების პროცესს გაივლის 100 -მდე ტრენერი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სამიზნე ჯგუფის პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობის დაბალი აქტივობა
1.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის მარტის მდგომარეობით 74,4% პრაქტიკოსი მასწავლებელია დასაქმებული სკოლაში 25,2 % - უფროსი მასწავლებელი, 0,3 % - წამყვანი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - სქემაში უფროსი მასწავლებლების ხვედრითი წილი გაზრდილია დაახლოებით 15 %-ით, საგანჩაბარებული პრაქტიკოსი მასწავლებლების 70%-ს გავლილი აქვს ტრენინგ კურსის ზოგადი ნაწილი, ინდივიდუალური და/ან ჯგუფური კონსულტაციები ჩატარებულ იქნა შეფასების ჯგუფის წევრებისთვის (20 700 წევრი), მათ შორის 3 773 ფასილიტატორია; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - უფროსი მასწავლებლების ხვედრითი წილი გაზრდილია 10%-ით; შეფასების ჯგუფის წევრებისათვის (20 700 წევრი, მათ შორის 3 773 ფასილიტატორია) დაიგეგმა 2 შეხვედრა, თითოეულ შეხვედრას ესწრებოდა 17 000 -ზე მეტი მონაწილე, მათ შორის 3 100 ფასილიტატორი. ცდომილების მაჩვენებელი (%/ აღწერა ) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - პრაქტიკოსი მასწავლებლის მხოლოდ 37% პროცენტი გავიდა გამოცდაზე და მათგან, მხოლოდ 7% გახდა უფროსი მასწავლებელი, ხოლო უფროსის სტატუსისათვის 19 კრედიტქულა მოაგროვა მხოლოდ 82 პედაგოგმა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა და პროფესიაში შემოსულმა უფროსი პედაგოგების ზრდამ ჯამში 15%-ის ნაცვლად შეადგინა 10%-ი („მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ შევიდა ცვლილება, კერძოდ პრაქტიკოსი მასწავლებლის „ზოგადი კურსი“ ამოღებული იქნა სქემიდან) 2.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის ბოლოს შემუშავებულია „პროფესიული განათლების მასწავლებლის, საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის რეგულირების შესახებ პროექტი“, მომზადებული და დამტკიცებულია შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც, ხორციელდება პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგები. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - შემუშავებულია პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთიანი სისტემა. ზოგადპედაგოგიური კურსის პილოტირება სრულდება. პროფესიული განათლების მასწავლებელთა 15%-ს გავლილი აქვს ზოგადპედაგოგიური კურსი; პროფესიული განათლების მასწავლებელთა 30% დატრენინგებულია საწარმოში; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - შემუშავდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთიანი სისტემა. პროფესიული განათლების მასწავლებელთა 15%-მა გაიარა ზოგადპედაგოგიური კურსი, ხოლო 30%-მა გაიარა საწარმოში ტრენინგი; 3.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 2016 წლის მარტის მდგომარეობით დასაქმებულია 105 კონსულტანტ-მასწავლებელი და 149 დამხმარე მასწავლებელი. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლების მხოლოდ 5%-მდეა ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში ენობრივი ბარიერისა და მრავალფეროვანი პროფესიული რესურსების არარსებობის გამო; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მიერ წარმოდგენილი „ქართული როგორც მეორე ენის“ მასწავლებლის ვაკანსიების დაახლოებით 90% შევსებულია პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლებით. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაახლოებით 70%-ში წარმოდგენილია პროგრამის დამხმარე მასწავლებელი. ადგილობრივი მასწავლებლების 20% ჩაერთვება პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულ ენის კურსებში; ადგილობრივი მასწავლებლების დაახლოებით 15%, წარმატებით ასრულებს ენის კურსს და პროფესიული უნარების ტრენინგს. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების დაახლოებით 30%-ს გავლილი აქვს საგნობრივი ტრენინგები მშობლიურ (აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ) ენაზე; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მიერ წარმოდგენილი „ქართული როგორც მეორე ენის“ მასწავლებლის ვაკანსიების დაახლოებით 40% შევსებულია პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლებით; კონსულტანტ-მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის საფუძველზე შეირჩა მხოლოდ 6 კონკურსანტი, მათგან ერთმა უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე; არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაახლოებით 70%-ში წარმოდგენილია პროგრამის დამხმარე მასწავლებელი, ადგილობრივი მასწავლებლების დაახლოებით 15% ჩართული იყო პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ენის კურსში დადგილობრივი მასწავლებლების დაახლოებით 15% წარმატებით დაასრულა პროფესიული უნარების ტრენინგი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე დაგეგმილი იყო ადგილობრივი მასწავლებლების 20%-ის ჩართვა პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ენის კურსებში, თუმცა მხოლოდ 15%-ის გადამზადება განხორციელდა, ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსების კომპონენტი გადავიდა სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მასწავლებლების ახალი ნაკადისთვის არ მომხდარა ენის შემსწავლელი კურსების შეთავაზება და არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების 30%-ს არ გაუვლია საგნობრივი ტრენინგები მშობლიურ (აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ) ენაზე. 4.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს ხელშეწყობით მიმდინარეობს VII და XII კლასის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა, პროფესიული განვითარების ფასილიტატორთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი ინტერვენციის დაგეგმვა. სამიზნე ჯგუფი განისაზღვრა 24 000 პირით; შემუშავდა მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების მოდელი; შექმნილია ტრენერთა მომზადების და სერტიფიცირების სისტემა; შეირჩა და სერტიფიცირება გაიარა 200-მა ტრენერმა; ლიდერობის აკადემიის პირველი დონის სამი მოდული გაიარა 1500 -მა საჯარო სკოლის დირექტორმა; ზოგადი პროფესიული უნარების პირველი მოდული გაიარა 7000 -მა მასწავლებელმა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ტრენინგს გაივლის 2 085 - მდე სკოლის დირექტორი და 9000 - მდე მასწავლებელი; სერტიფიცირების პროცესს გაივლის 100 -მდე ტრენერი; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - დირექტორთა და პროექტის ფასილიტატორთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ლიდერობის აკადემია I ფარგლებში ტრენინგი გაიარა საჯარო სკოლის არაქართულენოვანი დირექტორების 81%-მა (171); ლიდერობის აკადემია II ფარგლებში ტრენინგი გაიარა საჯარო სკოლის ქართულენოვანი დირექტორების 94%-მა (1 776) და პროექტის ფასილიტატორების (87%-მა (1 642), ასევე 2017 წელს ლიდერობის აკადემია 2-ის (მოდულები 3-5) ფარგლებში ტრენინგი გაიარა საჯარო სკოლის ქართულენოვანი დირექტორების 85%-მა (1 590) და პროექტის ფასილიტატორების 80% -მა (1 491); მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ზოგადპროფესიული კურსის 1-ლი მოდულის ფარგლებში ტრენინგი გაიარა VII და XII კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლების მეორე ნაკადის 80%-მა (8 771); მე-2 მოდულის ფარგლებში ტრენინგი გაიარა პირველი ნაკადის 82,3%-მა (7 264), მე-3 მოდულის ფარგლებში ტრენინგი გაიარა საბუნებისმეტყველო, ინგლისური ენისა და გეოგრაფიის ქართულენოვანი მასწავლებლების პირველი ნაკადის 82%-მა (7 209). საგნობრივი მოდულის ფარგლებში ტრენინგი გაიარა პირველი ნაკადის 90%-მა (6 709); ტრენერთა სერტიფიცირების მიმართულებით სერტიფიცირებულია 446 ტრენერი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017