მოძებნე პროგრამის შედეგები

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა (32 02 03)

გამოყოფილია 99 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ...

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ძალადობის, მათ მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების/გამოყენების პრევენცია და აღმოფხვრა; ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისათვის ზოგადი განათლებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების, ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა; ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების კვალიფიციური ფსიქო-სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფა; საჯარო სკოლებში პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეთათვის შესაბამისი სასწავლო სესიების (გაკვეთილების), ექსკურსიებისა და გაფართოებული შეხვედრების ჩატარება, მათი შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენის მიზნით;

მოსწავლეთათვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო; მოსწავლეთათვის უზრუნველყოფილია ფსიქო-სოციალური მომსახურება; საჯარო სკოლებში განხორციელებულია პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა.
·         ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შემცირდა დარღვევებისა და გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა, გაზრდილია მანდატურთა ჩართულობა რისკის ქვეშ მყოფი შემთხვევების მართვაში, უზრუნველყოფილია რისკის ქვეშ მყოფ შემთხვევათა სწრაფი იდენტიფიკაცია და ადეკვატური რეაგირება; 2016-2017 სასწავლო წელს, გასულ სასწავლო წელთან შედარებით იმ საგანანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მანდატურია წარმოდგენილი, დარღვევათა რიცხვი შემცირებულია 29.1%-ით; ·         ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფილია მოსწავლეთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი ფსიქო-სოციალური გარემო, დაცულია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში გადამისამართების პროცედურები; ·         გაზრდილია საზოგადოებაში მანდატურის სამსახურის მიმართ ნდობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 434 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს 1 252 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური; მიზნობრივი მაჩვენებელი - 556 საჯარო სკოლაში (მოსწავლეთა სრული რაოდენობის დაახლოებით 70%) საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს 1 481 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - კადრების გადინების მაღალი მაჩვენებელი 2 საბაზისო მაჩვენებელი - ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე 2 126 ბენეფიციარი უზრუნველყოფილ იქნა ფსიქო-სოციალური მომსახურებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - რეგიონებში დამატებით ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა (გურია, სამეგრელო და სამცხე-ჯავახეთი). რეფერირებული ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე ბენეფიციართა შეუფერხებელი მომსახურება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - კვალიფიციული კადრების არარსებობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2015-2016 სასწავლო წელს პროგრამაში ჩართულია 892 საპილოტე საჯარო სკოლა; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის დანერგვა 1547 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - სამიზნე ჯგუფის დაბალი აქტივობა
1.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 434 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს 1 252 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 556 საჯარო სკოლაში (მოსწავლეთა სრული რაოდენობის დაახლოებით 70%) საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს 1 481 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური; მიღწეული შუალედური შედეგი - განხორციელდა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონების 12 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების შეყვანა. 1 300 მანდატური უზრუნველყოფდა წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას 457 საჯარო სკოლაში. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნის წინაპირობას წარმოადგენს შსს აკადემიაში მოსამზადებელი კურსების წარმატებით გავლა, თუმცა გადასამზადებელი კადრი ხშირ შემთხვევაში ვერ ძლევდა/ითვისებდა მასალას და იჭრებოდა საბოლოო გამოცდებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მანდატურების შეყვანა გარკვეული რაოდენობის საჯარო სკოლებში და ცდომილების მაჩვენებელმა შეადგენა 13%. 2.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე 2 126 ბენეფიციარი უზრუნველყოფილ იქნა ფსიქო-სოციალური მომსახურებით; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - რეგიონებში დამატებით ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა (გურია, სამეგრელო და სამცხე-ჯავახეთი). რეფერირებული ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე ბენეფიციართა შეუფერხებელი მომსახურება. მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - გამოვლენილი და სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებში რეფერირებული იქნა ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე ბენეფიციარები, რომელთაც გაეწიათ ყველა საჭირო სერვისი და მომსახურება. ასევე, დამატებით გახსნილია მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ქალაქ რუსთავში; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე რეგიონებში დამატებით ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების გახსნა (გურია, სამეგრელო და სამცხე-ჯავახეთი) არ განხორციელებულა, რადგან საანაგარიშო პერიოდში მანდატურის სამსახურის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა ფსიქოლოგიური მომსახურების შესყიდვა, რამაც ნაწილობრივ გადაფარა აღნიშნული რეგიონები. 3.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2015-2016 სასწავლო წელს პროგრამაში ჩართულია 892 საპილოტე საჯარო სკოლა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის დანერგვა 1 547 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე მანდატურის სამსახური 2013 წლიდან საპილოტე რეჟიმში ახორცილებდა ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას. სამსახურის მიერ 3 წლის განმავლობაში, პროფორინეტაციისა და კარიერის დაგეგმვის საპილოტე პროგრამის შეფასებამ და ანალიზმა აჩვენა, რომ მოცემული დროისათვის, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ძირითადი მიზნები შესრულებულია, რაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებისა და პროცესების, მანდატურის სამსახურისაგან დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას იძლევა. გამომდინარე აქედან, 2017 წლის 14 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N43/ნ ბრძანების შესაბამისად განხორციელდა სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებაში ცვლილებები და მანდატურის სანსახური აღარ ანხორცილებს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამას

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017