მოძებნე პროგრამის შედეგები

ერთიან საგანმანათლებლო ქსელში ჩართული დაწესებულებების ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფა (32 02 15)

გამოყოფილია 100.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

პროგრამის აღწერა და მიზანი

ერთიანი საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელის ტოპოლოგიის განახლება და ერთიან საგანმანათლებლო ქსელში ჩართული დაწესებულებებისათვის ინტერნეტის/კავშირის სიჩქარის გაუმჯობესება;

ერთიანი საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელის ტოპოლოგიის განახლება და ერთიან საგანმანათლებლო ქსელში ჩართული დაწესებულებებისათვის ინტერნეტის/კავშირის სიჩქარის გაუმჯობესება;

ერთიან საგანმანათლებლო ქსელში ჩართული დაწესებულებები უზრუნველყოფილია ინტერნეტ კავშირით.
·         საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ჩართულია ერთიან საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელში და უზრუნველყოფილია ინტერნეტით, რაც მასწავლებელსა და მოსწავლეს საშუალებას აძლევს წარმართონ სასწავლო პროცესი როგორც შიდა, ასევე გარე ციფრული რესურსების გამოყენებით, გაცვალონ და გააზიარონ ინფორმაცია; ·         უსადენო (wifi) ქსელით აღჭურვილია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მქონე 85 საჯარო სკოლა. ასევე უსადენო (wifi) ქსელი მოეწყო საქართველოს მასშტაბით 476 მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლაში. შედეგად ამ სკოლებში ხელმისაწვდომია ინტერნეტ სერვისები და შიდა ქსელი არა მხოლოდ სტაციონარული კომპიუტერებისათვის, არამედ ლეპტოპებისა და სმარტფონებისთვისაც.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სკოლების 100% ინტერნეტიზირებულია და ჩართულია ერთიან საგანმანათლებლო ქსელში. მათგან მაღალი ოპტიკური კავშირით და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობს სკოლების 40%; მიზნობრივი მაჩვენებელი - მაღალ გამტარიანი ოპტიკური არხებით უზრუნველყოფილი იქნება სკოლების 45 % (50 Mb), ხოლო დანარჩენი სკოლების შემთხვევაში, სადაც კავშირი უზრუნველყოფილია რადიო ტექნოლოგიით, გაუმჯობესდება კავშირის სიჩქარე (კავშირის სიჩქარე: 2, 5, 10 Mb, გლობალური ინტერნეტი - 1 Gb, ლოკალური - 2 Gb); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1.5 - 3 %; შესაძლო რისკები - მაღალი გამტარიანობის ოპტიკური კავშირების განვითარების დაბალი ტემპი რეგიონებში, მომწოდებელთა შეზღუდული შესაძლებლობები, კლიმატური პიროებები და ა.შ
დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - სკოლების 100% ინტერნეტიზირებულია და ჩართულია ერთიან საგანმანათლებლო ქსელში. მათგან მაღალი ოპტიკური კავშირით და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობს სკოლების 40%. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მაღალ გამტარიანი ოპტიკური არხებით უზრუნველყოფილი იქნება სკოლების 45 % (50 Mb), ხოლო დანარჩენი სკოლების შემთხვევაში, სადაც კავშირი უზრუნველყოფილია რადიო ტექნოლოგიით, გაუმჯობესდება კავშირის სიჩქარე (კავშირის სიჩქარე: 2, 5, 10 Mb, გლობალური ინტერნეტი - 1 Gb, ლოკალური - 2 Gb). მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - მაღალ გამტარიანი ოპტიკური კავშირით უზრუნველყოფილია სკოლების 42 % (50 Mb), ხოლო დანარჩენი სკოლების შემთხვევაში, სადაც კავშირი უზრუნველყოფილია რადიო ტექნოლოგიით გაუმჯობესებულია კავშირის სიჩქარე (კავშირის სიჩქარე: 1,2, Mb, გლობალური ინტერნეტი - 1 Gb, ლოკალური - 2 Gb); ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე სკოლების მაღალ გამტარიანი ოპტიკური კავშირით უზრუნველყოფის მაჩვენებლის ცდომილება შედგენს 3%-ს, რაც განპირობებულია ბაზარზე მოქმედი მომწოდებლების მიერ რეგიონებში ოპტიკური კავშირების განვითარების დაბალი ტემპით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017