პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერა და კოორდინაცია; ...
პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერა და კოორდინაცია; პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა; პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის განვითარებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მხარდაჭერა; პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტაცია და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მხარდაჭერა; პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა; სისტემაში ე.წ. ,,საგანმანათლებლო ჩიხებისა“ და ბარიერების აღმოფხვრა პროფესიული სტუდენტებისთვის განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მიზნით; პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და სტუდნტთა საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა; სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული სტუდენტების სრული სახელმწიფო დაფინანსება; პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოყალიბება და არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გეოგრაფიული არეალის გაფართოება ; ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვის ხელშეწყობა და საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; პროფესიული განათლების პოპულარიაზაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება; პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესაფასებლად ყოველწლიური კვლევების განხორციელება.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019