მოძებნე პროგრამის შედეგები

სოფლის მეურნეობის დარგში მეცნიერთა ხელშეწყობა (32 05 03)

გამოყოფილია 101.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

პროგრამის აღწერა და მიზანი

აგროსასურსათო სექტორში გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევების ხელშეწყობა; ...

აგროსასურსათო სექტორში გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევების ხელშეწყობა; სამეცნერო ხასიათის შეხვედრების ჩატარება აგრონომიული, აგროსაინჟინრო, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების, მეცხოველეობის ვეტერინარიის და საკვებწარმოების, ეკონომიკის და სურსათის უვნებლობის სამეცნიერო მიმართულებით; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების შემუშავება, კვლევითი საქმიანობისა და სწავლების ერთობლივი ფუნქციონირების მხარდაჭერა, საერთაშორისო და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება.

საქართველოში სოფლის მეურნეობის (აგრარული) მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად.
•           მომზადდა და გამოიცა სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები, პუბლიკაციები, სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები სოფლის მეურნეობის საკითხებზე; •           ჩატარდა ადგილობრივი და საერთაშორისო სემინარები და კონფერენციები; •           გამოცემული იქნა რეკომენდაციები სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე მომზადებულ ნაშრომებზე.
1 საბაზისო მაჩვენებელი - განხილული და შეფასებული აგრარული პროფილის სამეცნიერო ნაშრომების გაზრდილი რაოდენობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 10% - ით გაიზარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოქვეყენებული აგრარული პროფილის სამეცნიერო ნაშრომების, ენციკლოპედიებისა და ჟურნალების რაოდენობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5 %; შესაძლო რისკები - ანგარიშვალდებული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან სათანადო მასალების დროულად წარმოუდგენლობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - განხილულ და შეაფასებულ იქნა უმაღლეს საგანმანათლებლო და აგრარული პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებების წლიური სამეცნიერო ნაშრომები და მიღწევები; მიზნობრივი მაჩვენებელი - აკადემიის მიერ გამოქვეყენებული აგრარული პროფილის სამეცნიერო ნაშრომების, ენციკლოპედიებისა და ჟურნალების 5%-ით გაზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - მინიმალური ალბათობა; შესაძლო რისკები - ანგარიშვალდებული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან სათანადო მასალების დროულად წარმოუდგენლობა
1.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი განხილული და შეფასებული აგრარული პროფილის სამეცნიერო ნაშრომების გაზრდილი რაოდენობა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი 10% - ით გაიზარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოქვეყენებული აგრარული პროფილის სამეცნიერო ნაშრომების, ენციკლოპედიებისა და ჟურნალების რაოდენობა. მიღწეული შუალედური შედეგების შეფასების ინდიკატორები 11% გაიზარდა სამეცნიერო ნაშრომების, ენციკლოპედიებისა და ჟურნალების რაოდენობა. ასევე აკადემიის მიერ განხილული და შეფასებულია სამეცნიერო ნაშრომები; 2.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი განხილულ და შეაფასებულ იქნა უმაღლეს საგანმანათლებლო და აგრარული პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებების წლიური სამეცნიერო ნაშრომები და მიღწევები; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი აკადემიის მიერ გამოქვეყენებული აგრარული პროფილის სამეცნიერო ნაშრომების, ენციკლოპედიებისა და ჟურნალების 5%-ით გაზრდა; მიღწეული შუალედური შედეგების შეფასების ინდიკატორები აკადემიის მიერ გამოქვეყენებული აგრარული პროფილის სამეცნიერო ნაშრომების, ენციკლოპედიებისა და ჟურნალების რაოდნეობა გაზრდილია 5%-ით;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017