მოძებნე პროგრამის შედეგები

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა (32 05 04)

გამოყოფილია 90.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებების/ერთეულების ხელშეწყობის მიზნით მეცნიერული კვლევების პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთა, სამეცნიერო პერსონალისთვის თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე დამყარებული უნარ-ჩვევების ...

სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებების/ერთეულების ხელშეწყობის მიზნით მეცნიერული კვლევების პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთა, სამეცნიერო პერსონალისთვის თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე დამყარებული უნარ-ჩვევების გამომუშავება; სამეცნიერო პერსონალის საქმიანობის, მათ შორის, სამეცნიერო საქმიანობისათვის საჭირო ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერის უზრუნველყოფა და შესაფერისი პირობების შექმნა; კვლევის პროცესში ინოვაციების გამოკვეთა.

უნივერსიტეტებსა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში ამაღლდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალი; გაიზრდება დასაქმებული სამეცნიერო პერსონალის მოტივაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერების; მიეცემა სტიმული ინოვაციებზე ორიენტირებული კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებას; მაღალტექნოლოგიური დარგების პროგრესი;
უნივერსიტეტების სტრუქტურულ ერთეულებში - 41 დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულში, სამეცნიერო პროგრამების შესაბამისად, განხორციელდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რომელიც გულისხმობდა: კვლევებისა და ცდების განხორციელებას, ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებს და ფორუმებს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას, წიგნებისა და მონოგრაფიების გამოცემას, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას (მათ შორის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში) და სხვა. გაუმჯობესებულია სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო პირობები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი იქნა და დაფინანსდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების 42 პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2015 წელს შერჩეული 42 პროექტის დაფინანსების გაგრძელება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - წარმოდგენილი პროექტების არაჯეროვანი შესრულება 2 საბაზისო მაჩვენებელი - წარმოდგენილი რიგი სამეცნიერო - კვლევით პროექტების დაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაფინანსებული სამეცნიერო - კვლევითი პროექტების გაზრდილი რაოდენობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - წარმოდგენილი პროექტების ტექნიკური ხარვეზები
1.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი იქნა და დაფინანსდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების 42 პროექტი და რიგი სამეცნიერო - კვლევით დაწესებულების ინიციატივები. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი 2015 წელს შერჩეული 42 პროექტის დაფინანსების გაგრძელება; მიღწეული შუალედური შედეგების შეფასების ინდიკატორები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი იქნა და დაფინანსდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 41 სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების პროექტები. .ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიური მონიტორინგის განყოფილება შეუერთდა სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტრიტუტს. შესაბამისად, ,,სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა 41 სამეცნიერო-კვლევითი ერთეული. 2.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი წარმოდგენილი რიგი სამეცნიერო - კვლევით პროექტების დაფინანსება. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი დაფინანსებული სამეცნიერო - კვლევითი პროექტების გაზრდილი რაოდენობა. მიღწეული შუალედური შედეგების შეფასების ინდიკატორები გამოიცა ბიბლიური კრიტიკული ტექსტების კვლევის შედეგებზე დაფუძნებული წიგნი, ჩატარდა სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 60 წლის საიუბილეო ღონისძიებები, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო, ბიზანტია, ქრისტიანული აღმოსავლეთი, კულტურათა ურთიერთობების აქტუალური პრობლემები“ და მეცნიერების და ინოვაცების თბილისის ფესტივალი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017