მოძებნე პროგრამის შედეგები

ინკლუზიური განათლება (32 06)

გამოყოფილია 93.2 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; ...

საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მასწავლებლების, სპეციალურ მასწავალებლების, მშობლებისა და სხვა სპეციალისტებისათვის სისტემური ტრენინგებით უზრუნველყოფა; საჯარო სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, აგრეთვე სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით მათში საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის სურვილის გაღვიძება; ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასება; საჯარო სკოლებისათვის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მუშაობასთან დაკავშირებით; სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის განხორციელება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, საზაფხულო ბანაკის მოწყობა მიუსაფარი ბავშვებისთვის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის, ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისთვის საგანმანათლებლო მოდელის განსაზღვრა; Ⴑპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების ბენეფიციარების უზრუნველყოფა სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბენეფიციართა განვითარებაზე ზრუნვა.

სენსორული (სმენა, მხედველობა) დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გახსნილი სასკოლო მზაობის ჯგუფები. მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობა; ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში; საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსება; ინკლუზიური განათლების დანერგვის მონიტორინგი; სოციალური ინკლუზია; განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში; განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა.
·         შეფასების (VINELAND, EDDT და MWRATR) ტესტების ჩატარების ტექნიკის დაუფლებისა და ინტერპრეტაციაში გარკვევის მიზნით გადამზადდა მულტიდისციპლინური გუნდის წევრები; ·         პროფესიულ განათლების საფეხურზე მომზადდა 20 სპეციალისტი, განხორციელდა სსსმ აბიტურიენტების პროფესიულ განათლებაში ჩარიცხვის პროცედურები; ·         იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება. აუტისტური სპექტრის მქონე, სმენადაქვეითებული და საშუალო, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს 12 საჯარო სკოლაში შესაბამისი სპეციალისტებითა და ყველა საჭირო ინვენტარით, ტექნიკით, განმავითარებელი თვალსაჩინოებებითა და სათამაშოებით აღჭურვილი რესურსოთახები (ინტეგრირებული კლასები); ·         ინკლუზიური განათლების მიმართულებით ჩატარებულია მონიტორინგი 120 საჯარო სკოლასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს 6 დაწესებულებაში; ·         პროგრამაში ჩართულ მოზარდთა სოციალიზაცისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით დაფინანსებულია საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტები; ·         სპეციალურ საგანმანთლებლო დაწესებულებების ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განხორციელდა მათ განვითარებაზე ზრუნვა;
1 საბაზისო მაჩვენებელი - ზოგადი განათლების საფეხურზე ჩართული 5 433 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე; მიზნობრივი მაჩვენებელი - მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებულთა რაოდენობა საბაზისო მაჩვენებლთან შედარებით გაზრდილია მინიმუმ 20%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრის ნაკლებობა და საზოგადოების არასათანადო მზაობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიულ განათლებაში ჩართული 231 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სსსმ სტუდენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიულ განათლებაში ჩართულია მინიმუმ 15%-ით მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი საბაზისო მაჩვენებლთან შედარებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ცხრა კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის არარსებობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - ბავშვთა საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლეებისათვის, სენსორული (სმენის) , მრავლობითი დარღვევის მქონე და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე სსსმ მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდების მიზნით მოქმედი 9 ინტეგრირებული კლასი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ფუნქციონირებას განაგრძობს 9 და დამატებით გაიხსნება მინიმუმ 2 ახალი ინტეგრირებული კლასი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - სკოლებიდან წამოსული ინიციატივების ნაკლებობა, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების დეფიციტ 4 საბაზისო მაჩვენებელი - სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ინტეგრაციის ბარიერების გადალახვისთვის სკოლების გაძლიერების მიზნით შემუშავებული სატრენინგო პროგრამა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურე ყველა ცენტრის (6 ცენტრი) ბენეფიციარების საგანმანათლებლო მომსახურებით უზრუნველყოფა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის განხორციელება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, საზაფხულო ბანაკის მოწყობა მიუსაფარი ბავშვებისთვის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის, ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისთვის საგანმანათლებლო მოდელის განსაზღვრა 5 საბაზისო მაჩვენებელი - სპეციალურ საგანმანთლებლო 8 დაწესებულებაში ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნენ სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება
1.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ზოგადი განათლების საფეხურზე ჩართული 5 433 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებულთა რაოდენობა საბაზისო მაჩვენებლთან შედარებით გაზრდილია მინიმუმ 20%-ით. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებულთა რაოდენობა საბაზისო მაჩვენებლთან შედარებით გაზრდილია 25%-ით. 2.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი პროფესიულ განათლებაში ჩართული 231 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სსსმ სტუდენტი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი პროფესიულ განათლებაში ჩართულია მინიმუმ 15%-ით მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი საბაზისო მაჩვენებლთან შედარებით. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი პროფესიულ განათლებაში ჩართულია დამატებით 240 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი. საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 3.9% -ით. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სსსმ სტუდენტებისთვის გამოყოფილი კვოტის ფარგლებში მოხდა სტუდენეტების ჩარიცხვა, რამაც განაპირობა ჩარიცხული სტუდენტების ნაკლები რაოდენობა. 3.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ბავშვთა საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლეებისათვის, სენსორული (სმენის), მრავლობითი დარღვევის მქონე და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე სსსმ მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდების მიზნით მოქმედი 9 ინტეგრირებული კლასი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი ფუნქციონირებას განაგრძობს 9 და დამატებით გაიხსნება მინიმუმ 2 ახალი ინტეგრირებული კლასი. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი 12 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ინტეგრირებული კლასი, მათ შორის აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის დამატებით 2 საჯარო სკოლაში გაიხსნა ინტეგრირებული კლასები. 4.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ინტეგრაციის ბარიერების გადალახვისთვის სკოლების გაძლიერების მიზნით შემუშავებული სატრენინგო პროგრამა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურე ყველა ცენტრის (6 ცენტრი) ბენეფიციარების საგანმანათლებლო მომსახურებით უზრუნველყოფა. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის განხორციელება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, საზაფხულო ბანაკის მოწყობა მიუსაფარი ბავშვებისთვის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის, ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისთვის საგანმანათლებლო მოდელის განსაზღვრა. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ექვსივე დღის/კრიზისულ ცენტრში ჩარიცხულ მიუსაფარ ბავშვს/მოზარდს მიეწოდებოდა სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი (სულ 101 ბენეფიციარი); 5.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სპეციალურ საგანმანთლებლო 8 დაწესებულებაში ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნენ სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი სპეციალური საგანმანთლებლო 8 დაწესებულების ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017