მოძებნე პროგრამის შედეგები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა (33 04)

გამოყოფილია 121 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; სახელმწიფო მუზეუმები და სახლ-მუზეუმები; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეყნის სამუზეუმო სისტემის საერთაშორისო სამუზეუმო სივრცეში ინტეგრაცია, მისი თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება და არსებული პრობლემური ასპექტების მოწესრიგება ...

ქვეყნის სამუზეუმო სისტემის საერთაშორისო სამუზეუმო სივრცეში ინტეგრაცია, მისი თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება და არსებული პრობლემური ასპექტების მოწესრიგება მუზეუმების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა: ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის პრევენციული ზომების მიღება, მუზეუმების პოპულარიზაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობისა და შემოსავლების გაზრდის მიზნით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მართვის სისტემის ჩამოყალიბება; „კულტურის სტრატეგია - 2025“ დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმების განხორციელება; საერთაშორისო კონვენციებით და UNESCO-ს აღებული ვალდებულებების შესრულება; ეს ერთი და იგივე ხომ არ არის? ეროვნულ უმცირესობათა კულტურის წარმოჩენა, უნარშეზღუდულ პირთა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირება; საქართველოს არქიტექტურული კომპლექსების კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშების დაცვა და საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების წარმართვა-განვითარება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; მენეჯმენტის გეგმის მომზადება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისათვის; არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების ინვენტარიზაცია, დაცვისა და სისტემატიზაციის მექანიზმების შემუშავება; UNESCO-ს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ კონვენციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემის/სივრცის შექმნის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ერთიანი ბაზის შევსება; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უნებართვო სამუშაოების აღკვეთა, კულტურული ტურიზმის განვითარებისა და მისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მართვის სისტემა მუზეუმებში: ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით გატარებული შესაბამისი ღონისძიებები; მოწესრიგებული მატერიალური ბაზები; კონსერვირებული და რესტავრირებული სამუზეუმო ფასეულობა, მუზეუმებში ვიზიტორთა და შემოსავლების გაზრდილი რაოდენობა;“კულტურის სტრატეგია - 2025“ დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებული და განხორციელებული სამოქმედო გეგმები, ეროვნულ უმცირესობათა კულტურის წარმოჩენის, აგრეთვე, უნარშეზღუდულ პირთა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის გატარებული ღონისძიებები, კულტურული მემკვიდრეობის რესტავრირებული ძეგლები/კომპლექსები, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე მასშტაბური ძეგლები; საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებით აღებული ღონისძიებების განხორციელება; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების შესახებ ხარისხიანი და სისტემატიზირებული ასახული მონაცემები საინფორმაციო სივრცეში; დანერგილი ინფორმაციის შენახვის, განახლებისა და გავრცელების თანამედროვე სტანდარტები; გამოვლენილი და აღკვეთილი უნებართვო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე; კულტურული ტურიზმისათვის შექმნილი მიმზიდველი გარემო, ვიზიტორებისა და შემოსავლების გაზრდილი რაოდენობა.
·      კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები; მოწესრიგებულია მატერიალური ბაზები; კონსერვირებული და რესტავრირებულია სამუზეუმო ფასეულობა, მუზეუმებში გაზრდილია ვიზიტორთა და შემოსავლების რაოდენობა; განხორციელებულია „კულტურის სტრატეგია - 2025“ დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებული 2017 წლის სამოქმედო გეგმა, ჩატარებულია სხვადასხვა აქტივობა ეროვნულ უმცირესობათა კულტურის წარმოჩენისა და უნარშეზღუდულ პირთა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის, რესტავრირებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები/კომპლექსები, ასევე, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე მასშტაბური ძეგლები; საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, შესრულებულია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებები; საინფორმაციო სივრცეში ასახულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების შესახებ ხარისხიანი და სისტემატიზირებული მონაცემები; დანერგილა ინფორმაციის შენახვის, განახლებისა და გავრცელების თანამედროვე სტანდარტები; გამოვლენილი და აღკვეთილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უნებართვო სამუშაოები; კულტურული ტურიზმისათვის შექმნილია მიმზიდველი გარემო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გაზრდილია ვიზიტორებისა და შემოსავლების რაოდენობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - მუზეუმებში მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის ხელშეწყობა -12, მუზეუმების მიერ პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობა - 340; რესტავრირებული ექსპონატი -30, სამუზეუმო სისტემის მატერიალური ბაზების მოწესრიგება -9: ტექნიკურად აღჭურვილი 5 მუზეუმი; მუზეუმებში ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა - 440 300, შემოსავლების რაოდენობა - 4 676 500; მიზნობრივი მაჩვენებელი - მუზეუმებში მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის ხელშეწყობა -17, მუზეუმების მიერ პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობა - 500; რესტავრირებული ექსპონატი 150-ზე მეტი, სამუზეუმო სისტემის მატერიალური ბაზების მოწესრიგება - 29, ტექნიკურად აღჭურვილი - 15 მუზეუმი; მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა - 600 000-ზე მეტი, შემოსავლების რაოდენობა - 5 000 000-ზე მეტი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა, შესყიდვის პროცედურები 2 საბაზისო მაჩვენებელი - კულტურული მემკვიდრეობის 50-მდე ნიმუშზე: მომზადებულია სარეაბილიტაციო პროექტი, რესტავრირებულია ძეგლი, განხორციელებულია ობიექტების არქეოლოგიური შესწავლა-კონსერვაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მიზნობრივი მაჩვენებელი - კულტურული მემკვიდრეობის 50-მდე ნიმუშზე: მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტი, რესტავრირებული ძეგლი, განხორციელებული ობიექტების არქეოლოგიური შესწავლა-კონსერვაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 7%; შესაძლო რისკები - ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა, შესყიდვის პროცედურები
1.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი -მუზეუმებში მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის ხელშეწყობა -12, მუზეუმების მიერ პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობა - 340; რესტავრირებული ექსპონატი -30, სამუზეუმო სისტემის მატერიალური ბაზების მოწესრიგება -9: ტექნიკურად აღჭურვილი 5 მუზეუმი; მუზეუმებში ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა - 440 300, შემოსავლების რაოდენობა - 4 676 500; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მუზეუმებში მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის ხელშეწყობა -17, მუზეუმების მიერ პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობა - 500; რესტავრირებული ექსპონატი 150-ზე მეტი, სამუზეუმო სისტემის მატერიალური ბაზების მოწესრიგება - 29, ტექნიკურად აღჭურვილი - 15 მუზეუმი; მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა - 600 000-ზე მეტი, შემოსავლების რაოდენობა - 5 000 000-ზე მეტი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მუზეუმებში მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა 23 ღონისძიება, მუზეუმების მიერ განხორციელებული სხვა აქტივობები - 550-ზე მეტი, რესტავრირებული ექსპონატი 170-ზე მეტი, სამუზეუმო სისტემის მატერიალური ბაზების მოწესრიგების მიმართულებით განხორციელებული პროექტები - 30-ზე მეტი, ტექნიკურად აღიჭურვა 15 მუზეუმი; მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა - 1 176 021, შემოსავლების რაოდენობა -10,0 მლნ ლარზე მეტი. 2.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - კულტურული მემკვიდრეობის 50-მდე ნიმუშზე: მომზადებულია სარეაბილიტაციო პროექტი, რესტავრირებულია ძეგლი, განხორციელებულია ობიექტების არქეოლოგიური შესწავლა-კონსერვაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - კულტურული მემკვიდრეობის 50-მდე ნიმუშზე: მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტი, რესტავრირებული ძეგლი, განხორციელებული ობიექტების არქეოლოგიური შესწავლა-კონსერვაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - კულტურული მემკვიდრეობის 80-მდე ნიმუშზე: მომზადებულია სარეაბილიტაციო პროექტი, რესტავრირებულია ძეგლი, განხორციელებულია არქეოლოგიური შესწავლა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019