მოძებნე პროგრამის შედეგები

განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება (34 02)

გამოყოფილია 97.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (სამინისტროს აპარატი)

პროგრამის აღწერა და მიზანი

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლება და მის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ღონისძიებების განხორციელება, მათთვის ...

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლება და მის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ღონისძიებების განხორციელება, მათთვის საცხოვრებელი ფართის (შეძენა, აშენება, რეაბილიტაცია) კერძო საკუთრებაში გადაცემა; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა; სავალალო მდგომარეობაში მყოფ დევნილთა ჩასახლების ობიექტების შესწავლა და შემდგომში მათი რეაბილიტაცია, დევნილთა, ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა რაოდენობის დაზუსტება და ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება სათანადო სამართლებრივი აქტის საფუძველზე; იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაწევა, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (მ.შ. ფართების დაქირავების მიზნით დევინლთა ოჯახების ყოველთვიური სოციალური დახმარების გაცემა); დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, რეაბილიტირებული და ახალაშენებული შენობების ელექტროენერგიის, გარე საკანალიზაციო, ბუნებრივი აირის და წყლის სისტემების მიერთება და მოწყობა, სათანადო სამართლებრივი აქტის საფუძველზე; იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, დევნილთა საკუთრებაში არსებულ ობიექტებში ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება, სათანადო სამართლებრივი აქტის საფუძველზე; გრძელვადიანი განსახლებისათვის განსაზღვრულ ობიექტებში (აშენებული, რეაბილიტირებული) დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ღონისძიებების დასრულებამდე, ობიექტების დაცვის მომსახურების შესყიდვა;

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა; დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება;
·         ხორციელდებოდა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების კერძო საკუთრებაში გადაცემა; ·         იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ოჯახების გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად: ü  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეძენილი იქნა საცხოვრებელი სახლები, ასევე მენაშენეებისაგან და ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფისგან“ ახლადაშენებულ კორპუსებში - საცხოვრებელი ბინები; ü  განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზოგიერთი გამოუყენებელი, დაუმთავრებელი შენობების რეაბილიტაცია და გადაყვანილ იქნა დევნილთა ოჯახები; ü  განხორციელდა ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების გამოსყიდვა; ü  მიმდინარეობდა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; ·         იძულებით გადაადგილებულ პირებს გაეწიათ ფულადი დახმარება; ·         დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, განხორციელდა რეაბილიტირებული და ახალაშენებული შენობების ელექტროენერგიის, გარე საკანალიზაციო, ბუნებრივი აირის და წყლის სისტემების მიერთება და მოწყობა; ·         მიმდინარეობდა სავალალო მდგომარეობაში მყოფი დევნილთა განსახლების ობიექტების შესწავლა/რეაბილიტაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით - დევნილთა საკუთრებაში არსებულ ობიექტებში ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება; ·         ფულადი დახმარება გაეწია იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ჰქონდათ იპოთეკური ვალდებულებები (ოჯახზე 20.0 ათასი ლარის ფარგლებში, ირიცხებოდა შესაბამის ბანკში).
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს განხორციელდა სავალალო მდგომარეობაში მყოფ დევნილთა ყოფილი კომპაქტურად ჩასახლების 7 ობიექტის შესწავლა და შემდგომში მათი რეაბილიტაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოხდება საშუალოდ 7 დევნილთა ყოფილი კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის შესწავლა და მათი რეაბილიტაცია 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცარიელი შენობების რეაბილიტაციისა და საცხოვრებელ ერთეულებად გარდაქმნის შედეგად ისარგებლა დევნილთა 320 ოჯახმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცარიელი შენობების რეაბილიტაციითა და საცხოვრებელ ერთეულებად გარდაქმნის შედეგად ისარგებლებს დევნილთა 189 ოჯახი; შესაძლო რისკები - საცხოვრებელ სახლებზე საბაზრო ფასების ზრდა 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალ საცხოვრებელი კორპუსებში საცხოვრებელი ბინა გადაეცა დევნილთა 304 ოჯახს; მიზნობრივი მაჩვენებელი - თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალ საცხოვრებელი კორპუსებში საცხოვრებელი ბინა გადაეცემა დევნილთა 908 ოჯახს; შესაძლო რისკები - საცხოვრებელ სახლებზე საბაზრო ფასების ზრდა 4 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს 774 დევნილ ოჯახს გადაეცა ქართველი მენაშენეებისაგან და ჰუალინგ ჯგუფისაგან შესყიდული ბინა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 400 დევნილ ოჯახს გადაეცემა ქართველი მენაშენეებისაგან და ჰუალინგ ჯგუფისაგან შესყიდული ბინა; შესაძლო რისკები - საცხოვრებელ სახლებზე საბაზრო ფასების ზრდა 5 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს 500 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა სულადობის მიხედვით (17 000 ლარიდან 34 000 ლარამდე); მიზნობრივი მაჩვენებელი - 500 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ბინა სულადობის მიხედვით (17 000 ლარიდან 34 000 ლარამდე); შესაძლო რისკები - საცხოვრებელ სახლებზე საბაზრო ფასების ზრდა 6 საბაზისო მაჩვენებელი - განხორციელდა კოლექტიური ცენტრების გამოსყიდვა კერძო მესაკუთრეებისაგან და 100 ოჯახის დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით; მიზნობრივი მაჩვენებელი - განხორციელდება კოლექტიური ცენტრების კერძო მესაკუთრეებისაგან გამოსყიდვა და 50 ოჯახი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებლით; შესაძლო რისკები - საცხოვრებელ სახლებზე საბაზრო ფასების ზრდა 7 საბაზისო მაჩვენებელი - 50 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწია ფულადი დახმარება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 50 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწევა ფულადი დახმარება 8 საბაზისო მაჩვენებელი - ყოფილი ორგანიზებულად განსახლების 684 ობიექტზე განხორიელდა ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოფილი ორგანიზებულად განსახლების 684 ობიექტზე განხორციელდება ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება 9 საბაზისო მაჩვენებელი - სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით 15000 დევნილ ოჯახს გაეწია საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისთვის ყოველთვიური სოციალური და ფულადი დახმარება; მიზნობრივი მაჩვენებელი - სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით 15000 დევნილ ოჯახს გაეწევა საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისთვის ყოველთვიური სოციალური და ფულადი დახმარება 10 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს განხორციელდა დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მათ საკუთრებაში არსებულ ობიექტებში (სულ 240 ობიექტი) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება მათ საკუთრებაში არსებულ ობიექტებში (სულ 240 ობიექტი) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება
1.            საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს განხორციელდა სავალალო მდგომარეობაში მყოფ დევნილთა ყოფილი კომპაქტურად ჩასახლების 7 ობიექტის შესწავლა და შემდგომში მათი რეაბილიტაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოხდება საშუალოდ 7 დევნილთა ყოფილი კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის შესწავლა და მათი რეაბილიტაცია. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მოხდა 5 დევნილთა ყოფილი კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის შესწავლა და მათი რეაბილიტაცია. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 71.4%, ღონისძიება სრულად ვერ განხორციელდა, ვინაიდან თანხები გადატანილი იქნა სტიქიით შედეგად დაზარალებული 16 ოჯახის საკონპენსაციო თანხით უზრუნველსაყოფად (თითოეულ ოჯახზე 50.0 ათასი ლარის ოდენობით); 2.            საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცარიელი შენობების რეაბილიტაციისა და საცხოვრებელ ერთეულებად გარდაქმნის შედეგად ისარგებლა დევნილთა 320 ოჯახმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცარიელი შენობების რეაბილიტაციითა და საცხოვრებელ ერთეულებად გარდაქმნის შედეგად ისარგებლებს დევნილთა 189 ოჯახი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ღონისძება არ განხორციელდა ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - ღონისძება არ განხორციელდა, ვინაიდან თანხები მიიმართა ქ. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად; 3.            საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალ საცხოვრებელი კორპუსებში საცხოვრებელი ბინა გადაეცა დევნილთა 304 ოჯახს; მიზნობრივი მაჩვენებელი - თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალ საცხოვრებელი კორპუსებში საცხოვრებელი ბინა გადაეცემა დევნილთა 908 ოჯახს; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალ საცხოვრებელი კორპუსებში საცხოვრებელი ბინა გადაეცა დევნილთა 813 ოჯახს; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 89.5%. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალ საცხოვრებელი კორპუსებში, რომლებიც დასრულდა საანგარიშო პერიოდის IV კვარტალში, საცხოვრებელი ბინა დევნილ ოჯახებს გადაეცემა 2018 წელს; 4.             საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს 774 დევნილ ოჯახს გადაეცა ქართველი მენაშენეებისაგან და ჰუალინგ ჯგუფისაგან შესყიდული ბინა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 400 დევნილ ოჯახს გადაეცემა ქართველი მენაშენეებისაგან და ჰუალინგ ჯგუფისაგან შესყიდული ბინა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 275 დევნილ ოჯახს გადაეცა ქართველი მენაშენეებისაგან და ჰუალინგ ჯგუფისაგან შესყიდული ბინა; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 68.8%, საანგარიშო წელს სამინისტროსა და ქართველ მენაშენეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სულ 318 საცხოვრებელი ბინის შეძენის თაობაზე (მათ შორის შედის მიზნობრივ და მიღწეულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა - 125 ბინა), ხოლო მოწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წელი. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 2017 წელს მენაშენეებს სამინისტროს მიერ გადაერიცხა საცხოვრებელი ბინების ღირებულების 80%-მდე. საცხოვრებელი ბინები დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ 2018 წელს, რაც ჯამში მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტს შეადგენს. 5.             საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს 500 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა სულადობის მიხედვით (17 000 ლარიდან 34 000 ლარამდე); მიზნობრივი მაჩვენებელი - 500 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ბინა სულადობის მიხედვით (17 000 ლარიდან 34 000 ლარამდე); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 612 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა სულადობის მიხედვით (17 000 ლარიდან 34 000 ლარამდე); 6.             საბაზისო მაჩვენებელი - განხორციელდა კოლექტიური ცენტრების გამოსყიდვა კერძო მესაკუთრეებისაგან და 100 ოჯახის დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით; მიზნობრივი მაჩვენებელი - განხორციელდება კოლექტიური ცენტრების კერძო მესაკუთრეებისაგან გამოსყიდვა და 50 ოჯახი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებლით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - განხორციელდა კოლექტიური ცენტრების კერძო მესაკუთრეებისაგან გამოსყიდვა და 9 ოჯახი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 18%, კოლექტიური ცენტრების კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად ვერ იქნა მათ საკუთრებაში არსებული ქონების გამოსყიდვა; 7.             საბაზისო მაჩვენებელი - 50 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწია ფულადი დახმარება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 50 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწევა ფულადი დახმარება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 164 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწია ფულადი დახმარება; 8.             საბაზისო მაჩვენებელი - ყოფილი ორგანიზებულად განსახლების 684 ობიექტზე განხორიელდა ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოფილი ორგანიზებულად განსახლების 684 ობიექტზე განხორციელდება ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ყოფილი ორგანიზებულად განსახლების 33 ობიექტზე განხორციელდა ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 4.8%. ყოფილი ორგანიზებულად განსახლების ობიექტზე ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსებას სამინისტრო ახორციელებდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად. დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებული განსხვავება გამოწვეულია ობიექტების ადმინისტრაციის დაბალი მომართვიანობის გამო. ღონისძიების განსახორციელებლად დამტკიცებული ასიგნებები მიიმართა სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად; 9.             საბაზისო მაჩვენებელი - სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით 15000 დევნილ ოჯახს გაეწია საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისთვის ყოველთვიური სოციალური და ფულადი დახმარება; მიზნობრივი მაჩვენებელი - სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით 15000 დევნილ ოჯახს გაეწევა საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისთვის ყოველთვიური სოციალური და ფულადი დახმარება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით 8 451 დევნილ ოჯახს გაეწია საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისთვის ყოველთვიური სოციალური და ფულადი დახმარება; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 56.3%, სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ რიგ შემთხვევებში დევნილ ოჯახებს წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გაეწიათ ფინანსური დახმარება, ხოლო მათი რიცხვი არ არის ასახული დევნილთა მთლიან რაოდენობაში; 10.         საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს განხორციელდა დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მათ საკუთრებაში არსებულ ობიექტებში (სულ 240 ობიექტი) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება მათ საკუთრებაში არსებულ ობიექტებში (სულ 240 ობიექტი) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა მათ საკუთრებაში არსებულ ობიექტებში (სულ 191 ობიექტი) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 79.6%, თანხები მიიმართა ქ. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017