მოძებნე პროგრამის შედეგები

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა (34 03)

გამოყოფილია 458.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ...

დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; საცხოვრებლით უზრუნველყოფილ დევნილთა სასოფლო სამეურნეო და/ან თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების დაფინანსება; სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში დევნილთა ჩარიცხვის ხელშეწყობა და ჩარიცხული სოციალურად დაუცველი დევნილების საცხოვრებლით/ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა; დევნილთა ცნობიერების ამაღლება საარსებო წყაროების შექმნის/გაუმჯობესებისაკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამების შესახებ; „აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამაში დევნილთა ჩართულობის უზრუნველყოფა და მათთვის დამატებითი სუბსიდიების შეთავაზება;

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
1 საბაზისო მაჩვენებელი - დაფინანსებულია გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფილ დევნილთა 200 სასოფლო სამეურნეო და/ან თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაფინანსდება გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფილ დევნილთა 400 სასოფლო სამეურნეო და/ან თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტი; შესაძლო რისკები - დევნილთა ჩართულობის დაბალი დონე 2 საბაზისო მაჩვენებელი - 150 სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებული პირს, რომელიც 2016 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, აუნაზღაურდა ტრანსპორტირების/საცხოვრებლის ხარჯი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 300-მდე სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებული პირს, რომელებიცც 2017 წელს ჩაირიცხებიანა სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, აუნაზღაურდებათ ტრანსპორტირების/საცხოვრებლის ხარჯი; შესაძლო რისკები - პროფსიულ კოლეჯებში ჩარიცხულ დევნილთა მომართვიანობის დაბალი დონე;ჩარიცხული სტუდენტების მომართვიანობა რომელთაც ესაჭიროებათ საცხოვრებელის ხარჯის ანაზღაურება 3 საბაზისო მაჩვენებელი - ჩატარდა 4 საინფორმაციო კამპანია საარსებო წყაროების პროგრამების და მათი მიმწოდებლების შესახებ, რომლითაც ისარგებლა 230 000-მა დენილმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოეწყობა 4 საინფორმაციო კამპანია საარსებო წყაროების პროგრამების და მათი მიმწოდებლების შესახებ 4 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს „აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა 240 დევნილმა ოჯახმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - „აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს 350-მდე დევნილი ოჯახი; შესაძლო რისკები - დაბალი მომართვიანობა
1.      საბაზისო მაჩვენებელი - დაფინანსებულია გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფილ დევნილთა 200 სასოფლო სამეურნეო და/ან თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაფინანსდება გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფილ დევნილთა 400 სასოფლო სამეურნეო და/ან თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2016 წლის ბოლოს სააგენტომ დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის განხორციელება უკიდურისედ მოწყვლადი დევნილებისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ დონორის მიერ დაფინანსებული და სააგენტოს საგრანტო პროგრამის სფეროები ერთმანეთს ფარავდა, საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული საგრანტო პროგრამა 2017 წელს აღარ განხორციელებულა. ნაცვლად ამისა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაიცა 976 სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული გრანტი, მათ შორის კეთილმოეწყო 48 საბავშვო ბაღი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან ერთად, სააგენტომ საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის შეიმუშავა და საპილოტე რეჟიმში განახორციელა თვითდასაქმების ხელშემწყობი საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 49 დევნილ კურსდამთავრებულებს გადაეცათ სახელობო იარაღები სულ დაფინანსდა 1 025 ბენეფიციარი. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - იქიდან გამომდინარე, რომ დონორის მიერ დაფინანსებული და სააგენტოს საგრანტო პროგრამის სფეროები ერთმანეთს ფარავდა, საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული საგრანტო პროგრამა 2017 წელს აღარ განხორციელებულა; 2.      საბაზისო მაჩვენებელი - 150 სოციალურად დაუცველი იძულებით გადაადგილებული პირს, რომელიც 2016 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, აუნაზღაურდა ტრანსპორტირების/საცხოვრებლის ხარჯი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 300-მდე სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებული პირს, რომლებიც 2017 წელს ჩაირიცხებიან სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, აუნაზღაურდებათ ტრანსპორტირების/საცხოვრებლის ხარჯი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 155 იძულებით გადაადგილებული პირს, რომელბიც 2017 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, აუნაზღაურდებათ ტრანსპორტირების/საცხოვრებლის ხარჯი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 51, 7%, 235 განმცხადებლის განაცხადის განხილვა დასრულდება 2018 წელს; 3.       საბაზისო მაჩვენებელი - ჩატარდა 4 საინფორმაციო კამპანია საარსებო წყაროების პროგრამების და მათი მიმწოდებლების შესახებ, რომლითაც ისარგებლა 230 000-მა დენილმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოეწყობა 4 საინფორმაციო კამპანია საარსებო წყაროების პროგრამების და მათი მიმწოდებლების შესახებ მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ჩატარდა 4 საინფორმაციო კამპანია საარსებო წყაროების პროგრამების და მათი მიმწოდებლების შესახებ; 4.       საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს „აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა 240 დევნილმა ოჯახმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - „აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს 350-მდე დევნილი ოჯახი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - პროგრამა არ განხორციელდა ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 2016 წელს აღნიშნული პროგრამა მიმდინარეობდა საპილოტე რეჟიმში. იქიდან გამომდინარე, რომ დევნილთა ჩართულობა და მომართვიანობის დონე იყო დაბალი, დამატებითი სუბსიდირება სააგენტოს მხრიდან 2017 წელს აღარ გაგრძელებულა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017