მოძებნე პროგრამის შედეგები

მოსახლეობის სოციალური დაცვა (35 02)

გამოყოფილია 98.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

მოქალაქეთათვის კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია, მიზნობრივი სოციალური ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქება და შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა და მზრუნველობას ...

მოქალაქეთათვის კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია, მიზნობრივი სოციალური ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქება და შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, რომელთა უზრუნველყოფაც ხორციელდება პრევენციული, სარეაბილიტაციო, ალტერნატიული, ოჯახის გასაძლიერებელი მომსახურებებით და დამხმარე საშუალებებით; საპენსიო ასაკის მოსახლეობის პენსიით (ქალები 60 წელი, მამაკაცები 65 წელი) და სპეციფიკური კატეგორიების (ძალოვანი სტრუქტურების, პროკურატურის, სამოქალაქო ავიაციის, პარლამენტის ყოფილი წევრების, უმაღლესი რანგის დიპლომატების და სხვა) სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა; შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობების, მიზნობრივი ჯგუფებისთვის სოციალური პაკეტის, ლტოლვილთა-დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შემწეობების, რეინტეგრაციის შემწეობის, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ფულადი ბენეფიტების, ორსულობის და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემა, ასევე შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება; მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისათვის/სოციალური პაკეტის მიმღებთათვის დანამატის დაფინანსება პენსიის/სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. ასევე, სამედიცინო პერსონალის დანამატების დაფინანსება - ექიმისთვის პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის - პენსიის ერთმაგი ოდენობით. მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აბონენტებისთვის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის), მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

მოქალაქეთათვის კანონმდებლობით გარანტირებული და რეალიზებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებები; მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დეინსტიტუციონალიზაცია, პრევენცია; შშმ პირთა უწყვეტი ფინანსური მხარდაჭერა; ოჯახების გაძლიერება, ალტერნატიული სერვისების განვითარება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.
·      დაფინანსდა სახელმწიფო პენსიები, სახელმწიფო კომპენსაციები, სამიზნე ჯგუფების ფულადი სოციალური დახმარებები და სოციალური მომსახურებები; ·      „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, დაფინანსდა მაღალმთიან დასახლებაში აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასური 50%, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა; ·      შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველდა მიუსაფარ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით გაზრდილია მომსახურებათა ქსელი და დაფინანსება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - პენსია, მათ შორის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერების დანამატი და კომპენსაცია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - პენსია და კომპენსაცია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ყველა ბენეფიციარებისათვის; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2% 2 საბაზისო მაჩვენებელი - საარსებო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი პირები უზრუნველყოფილი არიან სოციალური დახმარებებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საჭიროებიდან გამომდინარე საარსებო შემწეობით უზრუნველყოფილია ყველა სოციალურად დაუცველი პირი; შესაძლო რისკები - მიმართვიანობის შემცირება 3 საბაზისო მაჩვენებელი - კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ყველა შშმ პირი უზრუველყოფილია დახმარებით, მათ შორის სოციალური პაკეტის დანამატით; მიზნობრივი მაჩვენებელი - შშმ პირების დახმარება გაიცემა საჭიროებების გათვალსიწინებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - მიმართვიანობის შემცირება 4 საბაზისო მაჩვენებელი - ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის შემთხვევაში (7 სახლი) - 30 % აკმაყოფილებს სრულად, დანარჩენი ნაწილობრივ; მიზნობრივი მაჩვენებელი - მომსახურებათა 40% სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - მიმართვიანობის შემცირება 5 საბაზისო მაჩვენებელი - შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა) 11 დღის ცენტრიდან - 40 % სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს სრულად, დანარჩენი ნაწილობრივ; მიზნობრივი მაჩვენებელი - მომსახურებათა 50% სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - მიმართვიანობის შემცირება 6 საბაზისო მაჩვენებელი - 13 სათემო ორგანიზაციიდან 34 % დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს სრულად, დანარჩენი ნაწილობრივ; მიზნობრივი მაჩვენებელი - მომსახურებათა 45% სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - მიმართვიანობის შემცირება
1. საბაზისო მაჩვენებელი - პენსია, მათ შორის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერების დანამატი და კომპენსაცია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - პენსია და კომპენსაცია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ყველა ბენეფიციარებისათვის; მიღწეული მაჩვენებელი - სახელმწიფო პენსია და სახელმწიფო კომპენსაცია გაიცა სრულად და დროულად; 2. საბაზისო მაჩვენებელი - საარსებო შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი პირები უზრუნველყოფილი არიან სოციალური დახმარებებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საჭიროებიდან გამომდინარე საარსებო შემწეობით უზრუნველყოფილია ყველა სოციალურად დაუცველი პირი; მიღწეული მაჩვენებელი - ბენეფიციართა 100% უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გასაცემლით. 3. საბაზისო მაჩვენებელი - კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ყველა შშმ პირი უზრუნველყოფილია დახმარებით, მათ შორის სოციალური პაკეტის დანამატით; მიზნობრივი მაჩვენებელი - შშმ პირების დახმარება გაიცემა საჭიროებების გათვალისიწინებით; მიღწეული მაჩვენებელი - შშმ პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ პირობებს უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი დახმარებით. 4. საბაზისო მაჩვენებელი - ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის შემთხვევაში (7 სახლი) - 30 % სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, დანარჩენი - ნაწილობრივ; მიზნობრივი მაჩვენებელი - მომსახურებათა 40% სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; მიღწეული მაჩვენებელი - მომსახურებათა 37% სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; 5. საბაზისო მაჩვენებელი - შშმ პირთა(მათ შორის ბავშვთა) 11 დღის ცენტრიდან - 40% სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, დანარჩენი - ნაწილობრივ; მიზნობრივი მაჩვენებელი - მომსახურებათა 50% სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მიღწეული მაჩვენებელი - მომსახურებათა 46% სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; 6. საბაზისო მაჩვენებელი - 13 სათემო ორგანიზაციიდან 34% სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, დანარჩენი - ნაწილობრივ; მიზნობრივი მაჩვენებელი - მომსახურებათა 45% სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; მიღწეული მაჩვენებელი - მომსახურებათა 42% სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017